x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
შეუდარებელი სპარტაკ ბაღაშვილი - ".. სტალინის სიკვდილის მერე - ვითომ ნასყიდობით იმ ქალბატონს ბინა გადაუფორმა.

image
" პატარაობაში ოჯახმა საქმე მისცა, დუქნიდან პურის მოტანა ევალებოდა. თვის ბოლოს კი მამამისი მედუქნეს დანახარჯს უნაზღაურებდა.
ერთხელ, თანხის შეკრებისას, აღმოჩნდა, რომ შინ მოტანილი პურის რაოდენობა და გადასახდელი თანხა ერთმანეთს არ დაემთხვა.როგორც გაირკვა, როცა პურს თავისთვის იღებდა, იმდენივეს იქვე, მათ მეზობლად მცხოვრები, ჭლექით დაავადებული კაცის ოჯახისთვისაც ყიდულობდა.
რეალობაშიც არსენა იყო.კინოსტუდიაში რაღაც იხუმრა. უწყინარი ანეკდოტი ანტიკომუნისტურ გამონათქვამად ჩაუთვალეს და დააპატიმრეს.
ჯერ "ცეკას" სარდაფში ჩასვეს, შემდეგ ორთაჭალის ციხეში, ბოლოს — პეტერბურგში გადაასახლეს და ციხის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
მისი მეუღლე ჯერ პეტერბურგში ჩავიდა, შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, რომ იქ ეთხოვა სპარტაკის გათავისუფლება.
ორ წელზე მეტი აწვალეს. დიდი ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ თავისუფლება მოეპოვებინა...
— რეზო ინანიშვილი წერდა : "შე­მო­ვიდა ერთხელაც, თითქოსდა გულ­მოდგინედ ათვალიერებდა კედლებს, ჭერს. ბოლოს გაგვიმარტა :
"ადამიანის შვილმა თავიდანვე რომ იცოდეს, სად მოდის, რა ელის, ვერავითარი მარწუხებით ვერ გამოიყვანენ დედის საშოდანო!..."
— ხალხის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა მისი საოცარი გარეგნობა, ომახიანი ხმა, გამოკვეთილი ინტონაცია და მძლავრი ბარიტონი, დარბაისლური საუბრის მანერა, უზადო, უშეცდომო ქართული.მაღალი, შავგვრემანი,
ვაჟკაცურიიერი, დახვეწილი ნაკვთები, გამოკვეთილი ყვრიმალები, მუქი, ღრმა თვალები და გამჭოლი მზერა უბრალო ხალათში გამოწყობილი, ქუჩაში რომ იდგა,
მოძრაობა ჩერდებოდა, თვალს ვერავინ წყვეტდა.
1937 თუ 1938-ში დაიბარეს და ოთხოთახიანი ბინის ორდერი გადასცეს შეროზიას ქუჩაზე (თავად, დახვრეტილ-გამოსხლებული ოჯახით 2 ოთახიან ნახევრადკომუნალურ ეზოში ცხოვრობდა). ბინის სანახავად მისულმა აღმოაჩინა, რომ სახლის პატრონი დახვრიტეს, ცოლი გადაასახლეს, ობლად დარჩენილი შვილი და მოხუცი დიდედა გასასახლებლად იყვნენ გამზადებულნი. უარი არ თქვა ბინაზე - ზუსტად იცოდა, რომ სხვა მსურველი მაინც გამოჩნდებოდა.
ერთი დღე არ უცხოვრია იმ ბინაში. მოხუცი დიდედა და ობლად დარჩენილი ბავშვი ცხოვრობდნენ. თან დიდედას უთხრა - თუ ვინმე მოვა და მიკითხავს, უთხარით რომ გადაღებაზე ვარ და თქვნ ნათესავები ხართო. როცა დროება ცოტათი უკეთესობისკენ შეიცვალა - სტალინის სიკვდილის მერე - ვითომ ნასყიდობით იმ ქალბატონს ბინა გადაუფორმა.
1
212
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
212
  
2021, 4 ნოემბერი, 16:45
ლეგენდარული ადამიანი იყო ცხონებული
0 1 1