x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოციალურ ქსლში სულ უფრო პოპულარული ხდება ვიდეო, სადაც სხვაგან სტუმრად მყოფ ალაბაის ჯიშის გიგანტურ ძაღლს წასვლა არ სურს

image შუააზაიური ნაგაზი რომელიც უფრო შუააზიური ალაბაის სახელითა ცნობილი, საკმაოდ დიდი და მძიმე წონის იზრდება, ძაღლის წონა ხანდახან 90 კილოგრამსაც კი აღწევს.
ძაღლი საკმაოდ აგრესიულია და მწყემსების ერთგული მეგობარია საქონლის თუ ცხვრის ფარის დაცვის საქმეში, ბევრს კი საკუთარ ოჯახში ჰყავს ამ ჯიშის ძაღლები.
ალაბაი სწორად გაწვრთვნის შემთხვევაში კარგად ითვისებს ყველა აუცილებელ ბრძანებას, არ ერჩის ბავშვებს საბრძოლო და სპეციალურად სელექციურად გამოყვანილი ძაღლებისაგან განსხვავებით.
სოციალურ ქსელში მოხხვედრილმა ვიდეომ, სადაც პატრონებთან ერთად სტუმრად მყოფ ალაბაის ადგილიდან დაძვრა არ უნდა და როგორც იტყვიან "მამამაპურადაა თავადიშვილივით" წამოწოლილი.
ძაღლს საბელითაც ექაჩებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ძაღლის პატრონი ქალები იძულებული გახდნენ უზარმაზარ ძაღლთან მანქანა მოეყენებინათ, თავიდან ძაღლს ადგომა არ სურდა, მაგრამ დაყვავება-მოფერების მერე როგორც იქნა წამოდგა და მანქანის საბარგულში ჩახტა.
ვიდეო იმდენად სახალისო გამოდგა, მისი პოპულარობა სულ უფრო და უფრო მატულობს.



0
53
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
53