x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროში ბუსტერ დოზებით აცრები დაიწყო - ჯანდაცვის ცენტრის განცხადება

image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბუსტერ დოზებით აცრები დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაცია დედოფლისწყაროს ტელევიზიას დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარიეტა გონაშვილმა მიაწოდა:
.
„Covid 19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი ე.წ. „ბუსტერ“ დოზებით აცრა ჩაუტარდებათ ვაქცინაციის პირველი კურსიდან 6 თვის გასვლის შემდეგ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს:
.
50 წლის და უფროსი ასაკის პირებს.
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მუდმივად მცხოვრებ 16 წელზე ზემოთ ასაკის პირებს და მათ მომვლელებს.
პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, მსჯავრდებულებს.
სამედიცინო პერსონალს.
16-დან 49 წლის ჩათვლით ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებს.
.
ბუსტერ დოზად შეიძლება გამოყენებულ იქნეს იგივე, ან სხვა ვაქცინა.
აგრეთვე, Covid 19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით ასაცრელ კონტინგენტს დაემატა შემდეგი ჯგუფები:
.
12-დან 15 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები, რომელთაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის მიზნით ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება.
12-დან 15 წლის ჩათვლით ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს.
პირებს, ვინც ჩაიტარა ჩინური სინოფარმითა და სინოვაკით ვაქცინაცია, მიეცათ დამატებით ფაიზერის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა, შემდეგი წესით:
.
ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, ვისაც ესაჭიროება მოგზაურობის, სწავლის, ან მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ წასვლა, ჩაუტარდებათ ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით აცრა. აცრებს შორის ინტერვალი 28 დღე.
პირებს, რომელთაც ერთი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, მეორე აცრა ჩაუტარდებათ ფაიზერით.
.
მათ, ვინც სამკურნალოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ, ამცრელ დაწესებულებაში უნდა წარადგინონ ფორმა 100. სამოგზაუროდ, კონფერენციაზე და ა.შ. უნდა წარმოადგინონ სამგზავრო ბილეთი, ან მოწვევა, ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება, “ - ნათქვამია დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
.
* * *
რაც შეეხება აცრილთა რაოდენობას, ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეუბნება, რომ ამ დრომდე კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით დედოფლისწყაროში 6000-მდე მოქალაქეა აცრილი, რაც 30%-ზე მეტია. ამჟამად დღეში 10-15 აცრა ტარდება, მაშინ, როცა წინა თვეებში დღიურად აცრილთა რაოდენობა 200-სს აჭარბებდა.
.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დედოფლისწყაროში 3 785 ინფიცირებულია აღრიცხული. კოვიდ გართულებით 53 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთაგან ვაქცინირებული არცერთი არ იყო.
0
36
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0