x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სენსაცია! დედოფლისწყაროში 15 წელზე მეტი ხნის დამშრალი ტბა ბუნებრივად შეივსო



image
დედოფლისწყაროში მიმდინარე გაუდაბნოების პროცესთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით სოფელ სამრეკლოს, ყოფილი ჯაფარიძის ტბის დაშრობა მოყვა. თითქმის ათეული წელზე მეტია ერთ დროს ახალგაზრდობის და მთელი რაიონის თავშეყრის და გართობის
ადგილი დამშრალ ჭაობად იყო გადაქცეული.


image




image


არავინ იცის, როდის ან როგორ გაჩნდა­ ამ ხრიოკებში ტბა, რით იკვებებოდა­, რა ასულდგმულებდა... მეცნიერები ფიქრობენ, კასპიის ზღვის ნარჩენიაო. ოდესღაც, როცა კასპიისა და შავი ზღვა თითქმის ერთდებოდა, კასპიის ზღვამ ასეულობით კილომეტრით უკან დაიხია და დედოფლისწყაროში თავისი ყოფნის ნიშნად პატარა, მარილიანი ტბა დატოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქოჩების ტბის მახლობლად რუსული სამხედრო ბაზები­ და ხელოვნური პლაჟი გაჩნდა. პატარა ბიჭების გარდა, უფროსებიც დადიოდნენ ტბის ტალახით სამკურნალოდ.


კლიმატთან ერთად ადამიანიც დიდ როლს თამაშობს ტბის დაშრობაში, - ხეების გადაწვა-ჩეხა ჩვენი თაობების მოგონილია. ასე რომ, მშვენიერი ოაზისი ნაპირებიდან ნელ-ნელა შუაგულისაკენ მიიწევდა და უკან მარილის ზოლებს ტოვებდა. წყლის ზედაპირიც წყალმცენარეებით დაიფარა.

ბოლო წლებია შეინიშნებოდა ტბის დონის მომატება, ხოლო, დღეს აღმოჩნდა, რომ სამრეკლოს ანუ ყოფილი ჯაფარიძის ტბა ბუნებრივად ისევე შეივსო, ეს არის ბუნების სასწაული!
image
აღსანიშნავია, რომ ადრე სანაპიროზე დედოფლისწყაროელები და ასევე, სხვა რაიონის მაცხოვრებლები ტალახის აბაზანებს იღებ­დნენ სახსრებისა თუ კანის დაავადებების სამკურნალოდ. ამ ტბაზე კურორტის მოწყობას აპირებდნენ და სწორედ მაშინ შეამოწმეს წყალი. აღმოჩნდა, რომ აქ რამდენიმე სახის მარილია და ყველა ადამიანისთვის მარგებელი. ასე, რომ ეს ფაქტი, დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოს ტბის ისევ შევსება, ორმაგად სასიხარულოა დედოფლისწყაროელებისთვის.
2
329
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
329
  
2021, 2 ნოემბერი, 19:36
2014 დან კი არ დაშრა, 15 წელია ნელნელა შრება და 2014 წელს სულ დაჭაობდა თითქმის
2021, 2 ნოემბერი, 18:32
2014 წლიდან დაშრა... რას ქვია 15 წელია
0 1 2