x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
7 ჩვევა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეურაცხყოფად შეიძლება ჩაითვალოს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენთვის მიღებული ჩვევები შეიძლება შეურაცხყოფად, მაგალითად ესპანეთში, პირველი შეხვედრის დროს ლოყაზე კოცნა შეურაცხყოფად ჩაითვლება, პარიზში კი ამაზე წარბსაც არ შეტოკავენ:

1. ხელით ჭამა ჩილეში

ჩილეში ხელით ჭამა უტაქტობად ითვლება. ხალხი კარტოფილ ფრისაც კი ერთჯერადი ჩანგლით ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში.image

2. თევზის გადაბრუნება ჩინეთში

ჩინელები ტრადიციულად მთლიან თევზს დებენ ხოლმე თეფშზე მაგიდაზე დასადებად, ჩინეთის რამდენიმე ნაწილში თევზი ისე უნდა მიირთვათ, როგორც თეფშზე დევს, მისი ამობრუნება, შეტრიალება ან ადგილის სხვა ცვლილება ცრურწმენის გამო არ შეიძლება, ითვლება, რომ მას ცუდი იღბალი მოაქვს, როგორიც მაგალითად სათევზაო ნავის ამოყირავებაა.image

3. პიცისთვის ყველის დამატების მოთხოვნა

იტალია ცნობილია თავისი დახვეწილი და გემრიელი სამზარეულოთი. იქ უხეშობად ითვლება ისეთი რამის თხოვნა, რაც უკვე მიტანილ კერძში არ არის. ასე რომ, თუ გსურთ დაამატოთ ცოტა პარმეზანი თქვენს პიცაში, ჯობს ეს ჩუმად გააკეთოთ, როცა ოფიციანტები არ გიყურებენ.image

4. ყველაფრის ჭამა რაც თეფშზეა

ჩინეთსი დიდი ხნის განმავლობაში უტაქტობად ითვლებოდა თეფშიდან ყველაფრის ჭამა, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მასპინძელმა კერძს რამე დააკლო. დროთა განმავლობაში ეს ჩვეულება შეიცვალა მოძრაობით “ოპერაცია სუფთა თეფში", რომლის ძირითადი მიზანი ნარჩენების შემცირებაა.image

5. თეფშზე რამის დატოვება


ინდოეთში, ჩინეთისგან განსხვავებით უტაქტობად ითვლება თეფშზე საკვების დატოვება, საკვები წმინდად ითვლება, ამიტომ როგორც წესი მას არ ტოვებენ.image

6. თავის გაქნევა

ბულგარეთში თავის გაქნევა განსხვავებული მინიშნებისაა: მარცხნდან მარჯვნივ თავის გაქნევა თანხმობის მანიშნებელია, თავის ზევიდან ქვევით დაქნევა კი უარის მანიშნებელია. ამიტომ, ბულგარეთში სჯობს სიტყვიერად უთხრათ მოსაუბრეს რამეზე თანახმა ხართ თუ არა.image

7. სახელის წითელი კალმით დაწერა

სამხრეთ კორეაში წითელ ფერი სიკვდილის აღმნიშვნელია და ამ ფერით გარდაცვლილის სახელს წერენ. ითვლება, რომ ვინმეს სახელის წითლად დაწერას უიღბლობა მოაქვს, ამიტომ, სჯობს თან შავი ან ლურჯი ფერის კალამი ატაროთ.image

0
268
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0