x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
“დამიჯდა და მითხრა, რომ ბევრი იფიქრა და უყვარს ქეთა თოფურია... წამოვედი და ძალიან ბევრი ვიტირე“ - ხათუნა ჟორდანია აქამდე ყველასთვის უცნობ ისტორიას იხსენებს

image
"რუს­თა­ვი 2" -ს გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში“, ია ფა­რუ­ლა­ვას ამ­ჯე­რად ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია ჰყავ­და სტუმ­რად. მან ტრა­დი­ცია და­არ­ღვია და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ზურა ხა­ჩი­ძი­სა და ქეთა თო­ფუ­რი­ას გახ­მა­უ­რე­ბულ რო­მან­ზე ისა­უბ­რა და ყვე­ლა იმ კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი, რაც აქამ­დე მხო­ლოდ ჭო­რად გა­ე­გო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია:

"რო­დე­საც ზუ­რას­თან და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, რა­ტომ­ღაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ცოტა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი. გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, ვხვდე­ბო­დით, მაგ­რამ ის რომ ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი იყო, ეს ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და... ეს შე­იძ­ლე­ბა დღეს დი­დად არა­ფერს ნიშ­ნავს, მაგ­რამ მა­შინ ნიშ­ნავ­და...

ვფიქ­რობ­დი, გვეყ­ვა­რე­ბა ერ­თმა­ნე­თი სა­ნამ გვეყ­ვა­რე­ბა და მერე და­ვიშ­ლე­ბით-მეთ­ქი. შვე­ი­ცა­რი­ა­ში წა­ვე­დი სამი თვით და იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დი ზურა რა­ღაც­ნა­ი­რად ცი­ვად შემ­ხვდა, გული გა­ცი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და. და­მიჯ­და და მი­თხრა, რომ ბევ­რი იფიქ­რა ჩემს არ­ყოფ­ნა­ში, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის და მი­თხრა, რომ ქეთა თო­ფუ­რია უყ­ვარ­და. ქეთა ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.

წა­მო­ვე­დი და მახ­სოვს ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე. უცებ მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან დამ­წყდა გული ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. იმ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც შვე­ი­ცა­რი­ა­ში ვი­ყა­ვი, ჩვენ არ გვქო­ნია კონ­ტაქ­ტი. ვფიქ­რობ, იმი­ტომ დამ­თავ­რდა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რომ თვი­თონ ქე­თამ გა­და­წყვი­ტა ზუ­რას­გან წას­ვლა. არ მგო­ნია ამ სა­უ­ბარ­ზე ზურა გაბ­რაზ­დეს, ჩემს გარ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ იყო დიდი სიყ­ვა­რუ­ლი.

ქეთა მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, ეს მისი ბავ­შვუ­რი გა­ტა­ცე­ბა იყო და მალე ისიც გა­მოჩ­ნდა, რაც გა­მოჩ­ნდა (მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ჯგუფ "ა სტუ­დი­ოს“ სო­ლის­ტად მი­იწ­ვი­ეს - ავტ.). ქალი ვარ და ბევ­რი ქალი მომ­წონს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, მაგ­რამ ისე რო­გორც ქეთა თო­ფუ­რია მომ­წონს, არა­ვინ. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, რომ თა­ვი­სი შრო­მით ამ­დენს მი­აღ­წია. მერე რა, რომ ზუ­რას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. ძა­ლი­ან ხში­რად სწო­რედ ქეთა მომ­ყავს ჩემ შვი­ლებ­თან მა­გა­ლი­თად, თუ რას ნიშ­ნავს შრო­მა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა... ეს სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად იყო ზუ­რას ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა მგო­ნია, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­თავ­რე­ბა ჩემს გამო არ მოხ­და, ეს ქე­თამ გა­და­წყვი­ტა".


0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0