x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არის საშიში იმ ოთახში ძილი, სადაც გამათბობლია ჩართული
მიუხედავად იმისა, რომ ცივ დღეებში კარგი შეგრძნებაა, როცა არ კანკალებ დილით თბილი ლოგინის დატოვებისას, იმუნური სისტემა შეიძლება სხვაგვარად გრძნობდეს თავს.

მთელი ღამე ჩართულმა გამათბობელმა ადამინაის ჯანმრთელობაზე შესაძლოა სხვადასხვანაირი გავლენა მოახდინოს.

1. აუარესებს ძილის ხარისხს

image

როდესაც ოთახის ტემპერატურა მაღალია, ამან შესაძლოა შეაფერხოს სხეულის თერმორეგულაციის პროცესი, რაც იწვევს დაღლილობის შეგრძებას, დისკომფორტს და მოუსვენრობას.

2. შესაძლოა, იმოქმედოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე

image


სიცხეზე ხანგრძლივი ზემოქმედება შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს მამაკაცის უნაყოფობისთვის. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ არასდროს არის გვიან გამორთოთ გამათბობელი და ისე დაიძინოთ, გრილ ოთახში.

3. შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები

image

ოთახის გამათბობლები, ცხადია, ქმნიან საჭიროზე მეტ სითბოს, რაც სანაცვლოდ ზრდის ოთახში ნახშირბადის მონოქსიდის დონეს. ამიტომაც არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივად ჩართვა, რადგან სიცხე აამაღლებს CO-ს უსაფრთხო დონეს, რაც შეიძლება საზიანო იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ოთახის გამათბობლების ხანგრძლივად ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი და გამოიწვიოს სხვა გულის პრობლემები. ამ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებსაც აქვთ გულთან დაკავშირებული დაავადებები და ასთმით დაავადებული პაციენტები, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ისინი განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან.

4. აშრობს კანს

image

ალბათ, ყველას გამოგიცდიათ თუ როგორ აშრობს ელექტრო გამათბობლები ჩვენს კანს. გამათბობელმა, რომელიც მთელი ღამე იქება ჩართული, ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, აქერცვლა და ქავილი. ყველაზე მეტად არასასურველი კი მშრალი კანის მქონე ადამიანებისთვისაა.

5. ასუსტებს იმუნურ სისტემას

image

მშრალ ჰაერში ბაქტერიები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. სწორედ ამიტომ, გამათბობელის ჩართული დატოვების შედეგად შექმნილმა პირობებმა შეიძლება შექმნას გარემო, სადაც ბაქტერიები ვითარდება. სწორედ ამიტომ ვცივდებით ხოლმე უფრო ხშირად ზამთარში, როცა ჩვენს ოთახებში ჰაერი საგრძნობლად მშრალია.

6. ბავშვებს არ უყვართ ზედმეტად გამთბარი ოთახი

image

ჩვილები უფრო მგრძნობიარენი არიან გახურებული ოთახების მიმართ, რადგან მათი კანი გაცილებით სწრაფად შრება. ასევე, ცხვირის ლორწო, რომელიც პასუხისმგებელია ბაქტერიების დაჭერაზე, ადვილად შრება ოთახში ცხელი ჰაერით. როდესაც ლორწო შრება, ჩვენი იმუნური სისტემა სუსტდება და უფრო მიდრეკილია ინფექციებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი იმუნური სისტემა საკმარისად ძლიერია, რომ გაუმკლავდეს ამას, ეს ასე არ არის ჩვილებში და ისინი კიდევ უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ინფექციების მიმართ.

პ.ს. ღამით ძილის წინ გამათბობლის გამორთვა არა მხოლოდ დაიცავს თქვენს იმუნურ სისტემას, არამედ დაზოგავს კომუნალურ გადასახადს.

1
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
81
  
2021, 2 ნოემბერი, 5:37
მომეწონა
0 1 1