x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უშაქრო კოკა-კოლა II ტიპის დიაბეტს იწვევს - საინტერესო ფაქტები შაქრის შესახებ

ნიორში უფრო მეტი შაქარია, ვიდრე ჭარხალში. ნიორში შაქრის შემადგენლობამ, შესაძლებელია, 20%–ს მიაღწიოს. ჭარხალში კი, ის 5% არ აღემატება. მაგრამ, შაქარს ვერ ვგრძნობთ, მწარე ნივთიერების — ალიცინის გამო, რომელსაც ნიორიი შეიცავს.


image


ჩვენი ტვინი შაქარს და ხელოვნურ დამატკბობლებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. ამიტომ, როდესაც დიეტურ კოკა–კოლას სვამთ, ის სიტკბოს გემოს გრძნობს და მის გადასამუშავებლად ემზადება, — სისხლში ინსულინის ჰორმონს უშვებს. ინსულინის გარეშე, შაქრის მოლეკულა სუფთა გლუკოზად ვერ გარდაიქმნებოდა, რომელიც აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის.

მაგრამ, რადგან ხელოვნურ დამატკბობლებს არა აქვს კვებითი ღირებულება და არც საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, ინსულინის ფუჭი გამომუშავება, ინსულინრეზისტენტობის განვითარებას (სისხლში ინსულინის დონის აწევა) იწვევს, რომლიდანაც II ტიპის შაქრის დიაბეტამდე, — სულ რაღაც, ერთი ნაბიჯია.


ადამიანი, დღის მანძილზე, დაახლოებით, 40 კოვზ შაქარს იღებს. ბევრი, ალბათ, იფიქრებს, რომ ეს რიცხვი მეტად «გაბერილია». მაგრამ, შაქარი ბევრ გადამუშავებულ პროდუქტში, სოუსებში და სამრეწველო წვენებში შედის. მას, ბოსტნეულის და ზღვის პროდუქტების კონსერვებში და თევზის დამარილების დროს, მარინადებშიც კი იყენებენ. ცუკატებზე, იოგურტებზე და სხვა «სასარგებლო» წასახემსებლებზე ხომ, ლაპარაკიც აღარ არის.


საიდუმლო არ არის, რომ შაქრის მოხმარება, ორგანიზმში გლუკოზის მოხვედრის გამო, მასში ენერგიის მოზღვავებას იწვევს. საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ გლუკოზა, გადაღლილობის შემთხვევაში, ადამიანს საკუთარი თავის ხელში აყვანაში ეხმარება. კვლევის მონაწილეები, შაქრიან წყალს არც კი სვამდნენ, — მხოლოდ პირში ივლებდნენ და ამის მიუხედავად, «თვითკონტროლის შესამოწმებლად დასმულ ამოცანებს, მნიშვნელოვნად უკეთესად ართმევდნე თავის» — აღნიშნა ექსპერიმენტის ავტორმა.


ტკბილი ჩაის დალევა ან ჩაისთან ერთად, ტკბილეულის მირთმევის ჩვევა, ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჩვენს გარეგნობას, არამედ ჯანმრთელობასაც. შაქარი, ფაქტიურად, იმ დადებით ეფექტს ანადგურებს, რომელიც ჩაის გააჩნია. კერძოდ, ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გარდა, რომლიც დაბერების პროცესს ანელებს, შავ ჩაის კიდევ ერთი ფასდაუდებელი თვისებები აქვს — ის სისხლში შაქრის დონესაც ამცირებს, რითაც ხელს უშლის II ტიპის დიაბეტის განვითარებას. მაგრამ ამისთვის, ის ტკბილეულის მირთმევის შემდეგ უნდა დავლიოთ და არა მასთან ერთად. და რა თქმა უნდა, შაქრის და ყოველგვარი, შაქრის შემცვლელების გარეშე.


image


ახალშობილები დედის რძეში არსებულ შაქარს ვერ ითვისებენ. დედის რძის ოლიგოსაქარიდები — არის ნაერთი, რომელიც რძეს მოტკბო გემოს აძლევს და მაღალი კონცენტრაციით, ის მხოლოდ დედის რძეში გვხვდება. ოლიგოსაქარიდებს პრებიოტიკების ფუნქცია აქვს, ანუ საკვებია იმ «სასარგებლო» ბაქტერიებისთვის, რომლებიც ბავშვის ნაწლავებში ბინადრობენ. მომავალში, ეს ბაქტერიები იმუნური სისტემის ნაწილი გახდება, რომელიც ბავშვს «ცუდი» ბაქტერიებისგან დაიცავს. სწორედ ამიტომ არის ძუძუთი კვება მნიშვნელოვანი და შეუცვლელი.


ფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, ტკბილი საკვები განწყობას ამაღლებს და ეს მართლაც ასეა — თუმცა, შაქრის ეფექტი, ხანმოკლეა. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, შაქარის მოხმარება დეპრესიის მაღალ დონეს უკავშირდება. ხოლო, შაქრის ხშირი მოხმარების ყველაზე სავარაუდო მიზეზი — ორგანიზმში ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესია, რაც შაქრის მუდმივად მოხმარების პროვოცირებას იწვევს.


როდესაც ხილს მივირთმევთ, მასში არსებული შაქრის მესამედს ნაწლავებში მობინადრე სასარგებლო მიკროორგანიზმები ითვისებენ და ეს მანამდე ხდება, ვიდრე ორგანიზმი აითვისებს მას.

0
220
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0