x
image
ირინა მ.
მილიარდერმა ნიძლავი წააგო: ბორტგამცილებლის ქალის ფორმა ჩაიცვა და რეისზე იმუშავა

image


ავიაკომპანია Virgin Airlines დამფუძნებელმა, ბრიტანელმა მილიარდერმა, რიჩარდ ბრენსონმა, წაგებული ნიძლავის გამო სტიუარდესის რანგში იმუშავა თავისი კონკურენტის თვითმფრინავის რეისზე.


image


მილიარდერმა ბორტგამცილებლის მოვალეობები შეასრულა ავიაკომპანია AirAsia-ს რეისზე, რომელიც მალაიზიელ ბიზნესმენს, ტონი ფერნანდესს ეკუთვნის. ავსტრალიიდან მალაიზიაში ექვსაათიანი ფრენის განმავლობაში, ბრენსონი ემსახურებოდა მგზავრებს, უმასპინძლდებოდა სასმელებით და საკვებით, აგრეთვე აუწყებდა მათ აფრენის, დაშვების და ფრენის სიმაღლის შესახებ. ყველაფერი ამისთვის მაგნატს მოუწია ქალის ქვედაბოლოს და ბლუზის ჩაცმა, აგრეთვე ფეხების გაპარსვა და ტუჩების შეღებვა.


image

ფერნანდესი, რომელთანაც ბრენსონმა სანაძლეო წააგო, რეისზე მგზავრის სტატუსით იმყოფებოდა. მან მისი მუშაობა სტიუარდესას რანგში უარყოფითად შეაფასა, შემდეგ კი საერთოდ დაითხოვა მას შემდეგ, როცა ბრენსონმა შეგნებულად გადაასხა ტანსაცმელზე ფორთოხლის წვენი. ამის გამო AirAsia-ს მფლობელს მოუწია შარვლის გახდა და გაშრობა. მიწაზე დაშვების შემდეგ მათ ფოტო გადაიღეს.


image


რეისის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი, გადაცემული იქნება ავსტრალიის ავადმყოფ ბავშვთა ფონდში. როგორც AirAsia იუწყება, ბილეთი 400 დოლარი ღირდა და აქედან 100 დოლარი ქველმოქმედებას მოხმარდება.



image


რიჩარდ ბრენსონმა სანაძლეო 2010 წელს წააგო. ბიზნესმენები დანიძლავდნენ, რომლის გუნდი ("ფორმულა-1"-ის) აჩვენებდა უკეთეს შედეგებს. უკეთესი შედეგები მალაიზიელის გუნდმა Team Lotus-მა აჩვენა, ბრიტანელი მილიარდერის გუნდმა Virgin-მა კი მე-12 ადგილი დაიკავა. ბრენსონს წაგებული სანაძლეოს პირობა 2011 წელს უნდა შეესრულებინა და ბორტგამცილებლად ემუშავა, მაგრამ მაშინ მას თხილამურებზე სრიალის დროს მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელი.





იხილეთ ასევე:







საინტერესო ფაქტები ლიფტების შესახებ: ძველი ეგვიპტიდან დღემდე

image

ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში

image

რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image

როგორი უცნაური მეთოდებით მკურნალობდნენ ძველად

image

საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ

image

კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ

image

ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image

მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image

ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image





0
284
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
284