x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„პრაქტიკული აკადემია” მულტიმედია ჟურნალისტიკის ახალ კურსს იწყებს

image
„პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კურ­სზე ახა­ლი, მე-5 ნა­კა­დის მი­ღე­ბა და­ი­წყო. პროგ­რა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა 2 თვეა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას გა­ივ­ლი­ან. ისი­ნი შე­ი­ძე­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვებს, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ით და­საქ­მე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

კურ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნინო ტუ­რაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პროგ­რა­მა­ში თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად დიდი ყუ­რა­დღე­ბა პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას ეთ­მო­ბა:

„პროგ­რა­მის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბაა თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლის პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცია. სას­წავ­ლო სი­ლა­ბუ­სი აგე­ბუ­ლია სა­სე­მი­ნა­რო შეხ­ვედ­რებ­სა და პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­ზე. სა­წყის ეტაპ­ზე სტუ­დენ­ტე­ბი ეს­წრე­ბი­ან სე­მი­ნა­რებს, შემ­დეგ კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში ერ­თვე­ბი­ან. პროგ­რა­მის და­სას­რულს კი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. სა­ბო­ლო­ოდ, 2-თვი­ა­ნი კურ­სის შემ­დეგ ჩვენ ვი­ღებთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქმდნენ“, - გან­მარ­ტავს ნინო ტუ­რაშ­ვი­ლი.

პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის 80% და­საქ­მე­ბულ­ნი არი­ან შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში: PalitraNews, რა­დიო პა­ლიტ­რა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ნი­უს­რუ­მი. ისი­ნი საქ­მი­ა­ნო­ბენ რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, ისე მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე.

მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე, კონ­ტენ­ტმე­ნე­ჯე­რი: „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გში“ და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ, „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, დავ­საქმდი. თავ­და­პირ­ვე­ლად, კონ­ტენ­ტმარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტში ჟურ­ნა­ლის­ტად ვმუ­შა­ობ­დი, ამ­ჟა­მად კი ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტში კონ­ტენ­ტმე­ნე­ჯე­რი ვარ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ვწერ­დი სხვა­დას­ხვა სა­ი­ტი­სა თუ ჟურ­ნა­ლის­თვის, რა­მაც მრა­ვალ­მხრი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი სამი თვე ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი, სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ხოლო „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი“ - ის ად­გი­ლი, სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.“


image
ლე­ვან ლა­უ­და­ძე, PalitraNews-ის წამ­ყვა­ნი: „სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდაა, რო­დე­საც ვიცი, რომ ნუ­ლი­დან და­ვი­წყე ახა­ლი საქ­მე და დღეს დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ვარ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. მა­ნამ­დე, 2 წელი რა­დიო პა­ლიტ­რას წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი თამ­თა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ერ­თად. ყვე­ლა­ფე­რი კი „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ით“ და­ი­წყო, რის­თვის ყო­ველ­თვის მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი ამ პრო­ექ­ტის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც მას­ში იყო და არის ჩარ­თუ­ლი.“

ლაშა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ახა­ლი ამ­ბე­ბის კო­რეს­პონ­დენ­ტი: „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან შე­ვი­ტყვე. მა­შინ, ჯერ კი­დევ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ვსწავ­ლობ­დი. მინ­დო­და, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, სპე­ცი­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ტი­კას­თან ყო­ფი­ლი­ყო კავ­შირ­ში. ერთ-ერთ ასეთ გზად კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მე­სა­ხე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში იმ დრო­ის­თვის არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და და დი­დად არც იმის იმე­დი, რომ გა­მოც­დი­ლე­ბის არ ქო­ნის გამო, თუნ­დაც, „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ ამიყ­ვან­დნენ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი სა­პი­რის­პი­როდ წა­რი­მარ­თა. „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ სამი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თვე გა­ვა­ტა­რე, რის შემ­დე­გაც მუ­შა­ო­ბა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­ში“, ჟურ­ნა­ლის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ვი­წყე. IPN-ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და გა­მოც­დი­ლე­ბით სავ­სე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გა­ვა­ტა­რე. ამის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და დღეს ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას „პა­ლიტ­რა­ნი­უს­ში“ ახა­ლი ამ­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვაგ­რძე­ლებ.“

„პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კურ­სზე სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი 550 ლა­რია. პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა შე­უძ­ლია18 წელს ზე­მოთ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს. სპე­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი ან ცოდ­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის.

0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0