x
image
alex999
Mediator image
ცხოვრების ახალი ეტაპი - ირანის ისლამური რევოლუცია

1979 წელს ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა. შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეცვალა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ. რევოლუცია ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე ლიბერალთა, მემარცხენეთა და რელიგიურ ჯგუფთა ალიანსმა შაჰის მმართველობა ჩამოაგდო; მეორე ეტაპზე, რომელსაც ისლამურ რევოლუციასაც უწოდებენ, აიათოლა მოვიდა მართვის სათავეში. შემდგომ პერიოდში ისლამური კულტურული რევოლუცია განხორციელდა.


image




1979 წლის 1 თებერვალს ირანის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე იყო. ქვეყანაში 14 წლიანი გადასახლების შემდეგ დაბრუნდა აიათოლა ხომეინი, რომელმაც შეცვლა ირანის ისტორია.


თითქმის 2500 წლიანი მონარქია ირანში უკვე დასრულდა. უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, შაჰების პერიოდი სამუდამოდ მორჩა. აიათოლა ირანელებისთვის უდიდესი ადამიანი იყო.



1978 წლის მიწურულს უკანასკნელმა შაჰმა ფეჰლევიმ კონტროლის დასამყარებლად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მთავრობა დაითხოვა. ქვეყანას სათავეში სამხედრო კაბინეტი ჩაუდგა, რომელსაც ვითარება უნდა განემუხტა. შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ფეჰლევის ეს გადაწყვეტილება ძალიან დაგვიანებული იყო. იმ დროისთვის ირანის ყოველ დიდ ქალაქში მისი საწინააღმდეგო აქციები იმართებოდა. მალევე გაიფიცა ქვეყნის თითქმის მთლიანი საჯარო სექტორიც.


image






ფეჰლევის დაგვიანებულ ქმედებებს, აქციებში დაღუპული ახალგაზრდობაც დაემატა. რამაც საბოლოოდ ქვეყნის კონტოლის დაკარგვა გამოიწვია, რის გამოც უკანასკნელმა შაჰმა კერძო თვითმფრინავით ოჯახთან ერთად ირანი დატოვა და მას შემდეგ აღარც დაბრუნებულა.(1979 წელი)


შაჰის გაფრენიდან ორი კვირის თავზე, 14- წლიანი გადასახლების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება რევოლუციის მთავარი შემოქმედი და ირანის მომავალი უმაღლესი ლიდერი აიათოლა ხომეინი. ის ბრუნდება ირანის განახლების იდეით, ახალი წესრიგისა და ახალი სახელმწიფოს იდეით, რომლის მსგავსიც მსოფლიოს მანამდე არ ენახა.


image


1979 წლის 1 აპრილს გამოაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკა. 1979 წლის დეკემბერში ქვეყანამ მოახდინა თეოკრატიული კონსტიტუციის რატიფიცირება და ხომეინის რელიგიური ხელმძღვანელობა. ამ გზით ირანში ისლამური რევოლუცია ოფიციალურად განხორციელდა.















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



ისტორიაში პირველად! - სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურა რეკორდულად დაეცა!

image





ამ გოგონას ფოტომ ერთ დროს მილიონები გამოიმუშავა - ნახეთ როგორ ცხოვრობს ის დღეს...


image




14 სიმართლე ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image





5 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მეცნიერებს თავგზას ურევს!

image





ვაკანსია 731 900 ადამიანისთვის! კანადა თანამშრომლების დეფიციტს განიცდის....

image




0
363
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0