x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ინდოეთის შესახებ

I. ტერმინი «ბოლივუდი» მთელს ინდურ კინოინდუსტრიაზე არ ვრცელდება. ეს არის კინოკომპანია, რომელიც მუმბაიში ფუნქციონირებს და ფილმებს ჰინდზე, პენჯაბურ და ურდუს ენებზე იღებენ. გარდა ამისა, საზღვარგარეთის ბაზრისთვის, ფილმების ინგლისურ ენაზე დუბლირებასც ახდენენ.


image


II. ინდოეთის ზოგიერთ შტატში, მამაკაცს მესამედ დაქორწინების უფლება არა აქვს, მაგრამ — მეოთხედ, შეუძლია. საბედნიეროდ შეზღუდვა მხოლოდ ადამიანებზე ვრცელდება და კანონის გვერდის ავლით, კიდევ ერთხელ გაბედნიერება შეიძლება: ორჯერ განქორწინებული მამაკაცები, მესამედ უსულო საგნებზე, უფრო ხშირად, — ხეებზე ქორწინდებიან. ხოლო, ამის შემდეგ, IV ცოლი მოჰყავთ.


III. მსოფლიოში ქალთა თვითმკვლელობის, თითქმის, 40% ინდოეთში ხდება. ამ ქვეყანაში გოგონები, ძალიან ადრე, 15 წლის ასაკამდე თხოვდებიან, როდესაც ფსიქიკა, სქესობრივი მომწიფების პერიოდის გამო, განსაკუთრებით არასტაბილურია. ამას ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა და უკიდურესი სიღარიბეც ერთვის, რაც საბოლოო ჯამში, ქალთა სიკვდილიანობის ნამდვილ ეპიდემიას იწვევს — წერს ბრიტანული «გარდიანი».


IV. ინდოეთში სწამთ, რომ თუ ხელით თეთრ ადამიანს შეეხებიან, მომდევნო ცხოვრებაში, თავადაც თეთრი კანით დაიბადებიან. ამიტომ, ადგილობრივები, ყველანაირად ცდილობენ, რომ თეთრ ტურისტებს, ფარულად ხელი შეავლონ.


image


V. ინდოეთში მოსამართლეების მწვავე დეფიციტია. ამიტომ, დაპატიმრებულთა 70% სასამართლო დარბაზში ვერასდროს მოხვდება. დღევანდელი მონაცემებით, სასამართლოებში, 25 000 000–მდე განუხილავი საქმეა დაგროვილი და მოსამართლეების ამჟამინდელი რაოდენობის გათვალისწინებით, მხოლოდ ამ საქმეებზე, ვერდიქტის გამოსატანად, მინიმუმ, 12 წელი იქნება საჭირო.


VI. სიქების რელიგიაში არ არსებობს იერარქია — სიქიზმის ყველა მიმდევარი, ერთმანეთის თანაბარია.


VII. ჩანდ ბაორი — ყველაზე ღრმა საფეხურებიანი ჭა არის ინდოეთში: ის 3500 ვიწრო საფეხურისგან და 13 სართულისგან შედგება და მიწის სიღრმეში 30 მ–მდე ჩადის. ჭა 8-9 სს ააგეს. მის ფსკერზე ტემპერატურა, ზედაპირთან შედარებით, ყოველთვის 5-6 გრადუსით ნაკლებია. ამიტომ, ადგილობრივები მას მხოლოდ წყლის ამოსაღებად კი არა — წლის ცხელ პერიოდში, დასასვენებელ ადგილადაც იყენებენ.


image


VIII. ინდოეთში, კანონის მიხედვით, ყველა დარეგისტრირებულ ამომრჩეველს, ხმის მიცემის კაბინა, მისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე უნდა მოემსახუროს. უფრო ზუსტად კი, ის, მისი სახლიდან, 2 კმ-ზე მეტი დაშორებით არ უნდა მდებარეობდეს. ამიტომ, საარჩევნო უბნის ზოგიერთ თანამშრომელს, მთებში და ჯუნგლებში, გრძელი გზის გავლა უწევს, რომ შორეულ სოფლებში ჩასვლა შეძლოს. ხან, ამ გზას — მხოლოდ ერთი დარეგისტრირებული ადამიანისთვისაც კი გადიან.


IX. ინდოეთში «ვირთხების ტაძარი» — კარნი მატა არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობის რწმენის მიხედვით, ვირთხები ინდუსთა ქალღმერთის დურგას განსხეულებაა. ტაძარში, ბერების მეთვალყურეობით, 20 000–ზე მეტი «წმინდა» ვირთხა ცხოვრობს.


X. ინდოეთში განცხადებას ქორწინების შესახებ, გაზეთებში ახალგაზრდების ნაცვლად, მათი მშობლები ათავსებენ. ეს «გაცნობის» საიტის მსგავსი, საქაღალდე ვარიანტია, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს.


image


imageimageimageimage



0
345
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0