x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
სულელი უნდა იყო, რომ 3 მილიონიან ქვეყანაში 21 მილიარდი ლარის მქონე პოლიტიკოსი იყო და არჩევნები წააგო
image
ვის მივცეთ ხმა?!.
————————
სულელი უნდა იყო, რომ 3 მილიონიან ქვეყანაში 21 მილიარდი ლარის მქონე პოლიტიკოსი იყო და არჩევნები წააგო, მით უფრო როცა ეს ქვეყანა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, როცა იაფი დაპირებებითაც ღარიბი მოსახლეობის მიმხრობა შეიძლება და, რაც ყველაზე მთავარია, ოპონენტად შავპიარაგორებული და ხელისუფლებიდან ზიზღით მოშორებებული ოპონენტი გყავს!..
ხსენებული მილიარდერი კი, როგორც მისმა განვლილმა ცხოვრებამ და ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წელმა აჩვენა, არა თუ სულელი, ავაზასავით გაწვრთნილი და გრძნეულივით გონიერია!..
ამ გონიერმა ბატონმა ისეთი ქველმოქმედებები ჩაიდინა, ისეთი კარგი საქმეები აკეთა, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე (არც ის დაგავიწყდეთ, რომ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი იყო) მისი სახელი და გვარიც რომ არავინ იცოდა, როგორც კი სამოღვაწეო არენაზე გამოჩნდა, ეგრევე შეიყვარა და აიტაცა მოსახლეობამ...
ხალხი კი, მოგეხსენებათ, ლმობიერია და ადვილად ივიწყებს, როგორც ჩადენილ სიკეთეებს, ისევე სიავეებს...
დიახ, ერთის მხრივ ხალხმა დაივიწყა, მილიარდერი ბატონის სასიკეთო საქმეები და არც თუ პატარა პროცენტული მაჩვენებლებით განუდგა...
ამ ხალხს ვერ უსაყვედურებ, რადგან საერთო სიკეთეებმა კონკრეტულ ოჯახებზე ასახვა ვერ ჰპოვა და გული აიცრუა...
ხალხი, რა თქმა უნდა მართალია...
მეორეს მხრივ, იმავე ხალხმა დაივიწყა ყოფილი ხელისუფლების სიავები და მისი აღმშენებლური მოღვაწეობის გამო, ისევ ერთგულ მხარდაჭერად ექცა...
ხალხი აქაც მართალია, რადგან თუ საერთო სიკეთეები შენს ოჯახზე ვერ აისახება, ის მაინც გაგიკეთებს გულს, ქვეყანაში რომ რამე გაკეთდა... არადა (პირი ქვისკენ მიქნია), წინა ხელისუფლებამ იმ “ავადსასხსენებელ” ცხრა წელში უფრო მეტი გააკეთა სახელმწიფოებრივად, ვიდრე მთელი დანარჩენი პოსტკომუნისტური დროის განმავლობაში რამე გაკეთებულა...
მოვლენათა თანმიმდევრულად მიყოლას არ ვაპირებ, რადგან ეს უახლესი ისტორიაა და ყველაფერი სახეზეა. ვიტყვი მოკლედ მხოლოდ იმას, რაც ამ 30 წელიწადში მოხდა...
თავიდანვე ავღნიშნავ, რომ დამოუკიდებლობა დღემდე მხოლოდ დე - იურედ გვაქვს, თორემ ფაქტობრივად ფეხსალაგშიც ვეღარ გავდივართ დამოუკიდებლად (აგერ სულ რაღაც რამოდენიმე საათის წინ შეშის მოსატანად წასული ბიჭები ისევ გაიტაცეს რუსებმა)...
მოსახლეობის 99 პროცენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი 2 წელიწადში მოვკალით, მხედრიონმა დაიპყრო მთელი ქვეყანა, გაძარცვა და დღემდე ბიზნესსა თუ მთავრობაში ისინი არიან!..
მე მახსოვს ნაციონალების მოსვლა ხელისუფლებაში... მიტინგები იმდენად დიდი იყო, რომ უნივერსიტეტიდან ავლაბრის მეტრომდე სატეობა არ იყო. დიახ, ხალხს ცვლილებები ჭირდებოდა...
მოვიდა ახალი ძალა და როგორც ახალ ცოცხზე ( სწორედ ეს ცოცხი გახდა მათი ბედისწერა) იტყვიან, მართლა კარგად დაგავა და დაალაგა სახელმწიფო სტრუქტურები... გვახსოვს ალბად ავადსახსენებელი მეცხრე ბლოკი, წყლის განრიგი, ავტოინსპექცია და ა.შ. და ა.შ.
ისიც გვახსოვს როგორ დადიოდა მეტროში ქვეყნის ლიდერი და როგორ ეფერებოდა მზესუმზირის გამყიდველებს, ქუჩაში მყოფ გარე მოვაჭრეებს. ამის გამო უყვარდა ხალხს. მაგრამ ეს მანამ იყო, სანამ იგივე ხალხს ლამის სალარო აპარატები არ მოსთხოვა...
სამაგიეროდ არც მთავრობის წევრებს ინდობდა, ყველა მინისტრს ფეხზე აყენებდა და ღამეებს ათევინებდა თუ სადმე დენი გაითიშებოდა და წყალი წავიდოდა... კრიმინალთან მიმართებაში კიდევ უფრო მკაცრი იყო, იმდენად მკაცრი, რომ საბოლოოდ შეიწირა კიდეც ამ საქმემ თავადაც და თავის ხელისუფლებაც!..
ცხრა წლის თავზე პომპეზურად მოსული მთავრობა ხალხმა “ცოცხებით” გაყარა!..
ხელისუფლებაში მოვიდა კაცი, რომელსაც არც ქონება, არც სახელ-დიდება არ აინტერესებდა, მისი მთავარი მიზანი “ენა, მამული, სარწმუნოება-ზე” ზრუნვა იყო!..
დიახ, ამ მუხტით მოვიდა და ასე შეხვდა ხალხი, მაგრამ ჰოი საოცრებავ...
ჯერ კიდევ პირზე რძეშეუშრობელმა პარლამენტმა მთავარ საკითხად ბუსუსებიანი პრეზერვატივების თემა გამოიტანა...
ხალხმა იფიქრა, ალბათ ჩვენი შიმშილის მოწესრიგებული სექსუალური ცხოვრებით გადაფარვა უნდაო და გაატარა...
დრო რომ გავიდა,
საპარლამენტო ტრიბუნაზე ახალი მნიშვნელოვანი საკითხი დადგა - ნარკომანიის ლეგალიზება...
აქ კი ცოტა შეშფოთდა ხალხი, ეს რა ხდებაო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მთავრობას ესეც მათი მშიერი შვილების გასართობად და კუჭის საამებლად უნდოდა და ღიმილით შეხვდა...
დიახ, ასე ბატონებო, 2021 წელს “ცოცხებით” და 3 მილიონიან ქვეყანაში 300 ათასი ნარკომანით ვხვდებით... მაშ ვის მივცეთ ხმა, უფრო სწორედ ვინ უნდა მისცეს ხმა - ამ 300 ათასმა თუ მათზე კიდევ ათჯერ მეტმა ემიგრაციაში მყოფმა მოქალაქეებმა, რომელთა არც ხმა და არც ბედ-იღბალი არავის აინტერესებს?..
მდგომარეობა ერთობ სავალალოა, უფრო მეტად სავალალოც კი, ვიდრე ამ ცხრა წლის წინ, ვიდრე კიდევ იმ ცხრა წლის წინ და მგონი 30 წლის წინაც რომ იყო, რადგან მაშინ ერთ მუშტად გაერთიანებულნი ქართველები ვიყავით!..
დღეს კი ვინ ვართ და სად ვართ?..
ვის მივცეთ ხმა?..- ეს საკრალური კითხვა არაა მხოლოდ...
რინგზე ისევ ორი ძალაა დაპირისპირებული და ორივეს, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სახეზე ლიდერი არ ჰყავს...
მილიარდერმა ბატონმა, რომელიც ხალხმა ასე შეიყვარა, ვერაფერი ვერ გაგაგებინეთო, გულიანად შეგვიკურთხა (კი ვართ ღირსები) და ზურგი გვაქცია...
მეორე ლიდერი, რომელმაც თავი გაწირა და ფათერაკიანი გზებით შემოაღწია ქვეყანაში, პატომრობაშია და შიმშილობს!..
ისე, მე თუ მკითხავ, რომ არ შემოსულიყო, უკეთესი იქნებოდა მისთვისაც და მისი პარტიისთვისაც... მგონი სამაჩაბლოს ომისავით, აქაც ვიღაცამ შემოიტყუა და გაწირა, თორემ თუ მაინც შემოსვლა უნდოდა, შემოსულიყო, როგორც დაანონსა კანონიერად, დააპატიმრებდნენ აეროპორტში და იქნებოდა საპატიმროს პოლიტიკური ტუსაღი, როგორც მრავალი ქვეყნის პოლიტ.ლიდერები ყოფილან...
ახლა კი რა, ცალკე მისი ფიზიკური სიცოცხლეა გადასარჩენი და ცალკე არჩევნები მოსაგები!....
ჯანდაბას ყველა სკამი და მთავრობა, ეს კაცი უნდა გადარჩეს და ქვეყანამ თავს ლაფი არ უნდა დაისხას კიდევ ერთხელ!..
ბოლოსთვის მინდა გავასაჯაროვო და ვთქვა, ვის მივცემდი ხმას, მად რომ ვიყო...
მაგითად, ონში( სადაც უკვე აზრი არა აქვს ხმის მიცემას), ქალაქის მერად მხარს დავუჭერდი ერთ კარგ რაჭველ ბიჭს გახარიას პარტიიდან რომ იყრიდა კენჭს, იმიტომ რომ ღირსეული კაცია; საკრებულოში მხარს დავუჭერდი ეკლესიის აღმშებელ და ქველმოქმედ კაცს, ოცნებიდან რომ იყო წარდგენილი, იმიტომ რომ ღირსეული კაცია; ადიგენში ოცნებას დავუჭერდი მხარს, რადგან ღირსეული ბიჭები ჰყავს, სამგორში ლელოს კანდიდატს დავუჭერდი მხარს, რადგან ყველაზე მეტად ისაა სამგორელთა საქმის მომგვარებელი...
მოკლედ მხარს დავუჭერდი არა პარტიებს, არამედ ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს, ღირსეულ პიროვნებებს ყოველგვარი მიკერძოებისა და ნათესაურ- მეგობრული კავშირების გარეშე...
და ბოლოს მხარს დავუჭერდი ცვლილებებს, რომელიც ორივე პოლიტუკური ძალისთვის და მით უფრო ქვეყნისთვის საციცოცხლოდ აუცილებელია!..-წერს სოციალურ ქსელში მწერალი ჯუბა ღებელი
1
210
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
2021, 1 ნოემბერი, 9:32
სად ნახა 30 წლის წინ გაერთიანებული ერი? ან რომელ ერთ მუშტად შეკვრაზე საუბრობს? ეგ ორი მუშტი არ იყო,ერთმანეთს რო უბრახუნებდნენ? საუბრობს ნაცების ბევრ გაკეთებულ საქმეზე,მაგრამ საქმე კორპუსის აშენება ან რომელიმე ქალაქის გალამაზება არ არის,საქმე ადამიანის უფლებები და მათი თავისუფლებანია,რაც დაკიდებული ქონდა მიშიკოს. ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა,მაგრამ ივანიშვილმა დიდი საქმე გააკეთა 2012 წელს,სხვანაირად ვერ მოვიშორებდით მიშიკოს. როგორც ეხლა ვერ იშორებენ ქოცებს ეგრე იქნებოდა და დღეს კი,ცოცხალიც არ ვიქნებოდი ალბათ,ბევრი კიდევ.

გუშინ ამბობდნენ რაღაცას იუსტიციის მინისტრზე და ვერ გავიხსენე ვინ ოხერი იყო,ესეც მრავლის მეტყველი ფაქტია. ნაცების დროს ყველა მინისტრი თუ რაიმე თანამდებიბის მფლობელი ზეპირად ვიცოდით,რადგან გამწარებულ ხალხს ყოველდღე ვხედავდით. მავანი იტყვის,რომ საქმეს აკეთებდნენო და მაგიტომ ვიცოდითო,მარა არც ეგრეა საქმე. საქმე ისე უნდა აკეთო რო ვერავინ მიხვდეს შენი გაკეთებული რო არის და მაგას აქვს მადლი.

ქოცები მალე წავლენ და არც არავინ მოინატრებს,მარა ეს ახალი ძალის ფორმირებით მოხდება. ახალ ძალაში არ ვგულისხმობ გადაცმულ ნაცებს,ახალი სახეები და ახალი იდეები. თუნდაც ნაცეთი,რომელიც ახალი ხალხით და ახალი იდეებით გამოვლენ ასპარეზზე. მიშა,გრიშა და უგულავა წარსულია,თან ცუდი წარსული.
0 1 1