x
მეტი
  • 20.01.2022
  • სტატია:116334
  • ვიდეო:353097
  • სურათი:490173
მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი ქალი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს

imageეგვიპტეში დააკავეს მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი-ქალი, რომელიც ფანტასტიურად ხატავს. რობოტი დააკავეს სასაცილო ბრალდებით, მას შპიონაჟში დასდეს ბრალი.

რობოტი-მხატვარი "აიდა", რომელიც მისმა შემქმნელმა ეიდან მელერმა ჩაიტანა ქაიროში გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად, ეგვიპტის უშიშროების ძალების სპეციალურმა ჯგუფმა 10 დღით დააკავა.

ეგვიპტის სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ რობოტი-მხატვრის უკან იმალება კარგად მოფიქრებული ანტურაჟი, სინამდვილეში კი რობოტის ფუნქცია შპიონაჟია.

გლამურული რობოტს სახელი "აიდა" მისმა შემქმნელმა მელერმა 19 საუკუნის მეცნიერისა და მათემატიკოსის ადი ლავლეისის საპატივცემლოდ უწოდა. რობოტი შეიქმნა ხელოვნების სამსახურში ყოფნისათვის და სრულიად უსაფრთხოა გარშემო მყოფებისათვის. თუმცა ეგვიპტური სპეცსამსახურების ეჭვის გამო ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური სკანდალი უკვე მოხდა.
image
"აიდას" შემქმნელი ეიდან მელერი ეგვიპტის საზღვარზე გააჩერეს, როგორც კი ქაიროში ჩაფრინდა, რობოტი კი დროეფით კონფისკაცირებულია.

მელერის სიტყვებით ეგვიპტის სპეცსამსახურებმა მისგან მოითხოვეს, რობოტის თვალები ამოეღო, რომელშიც ფოტოკამერებია განთავსებული. მელერი ამტკიცებს დოკუმენტალურად და ტექნოლოგიური ნახაზებით რომ კამერები "აიდას" ეხმარება კარგად აღიქვას გარემო, რომლის დახატვასაც აპირებს. მელერის თქმითვე, მას ექცევიან ისე, თითქოს ის წარმოადგენდეს პირს, რომელიც ეგვიპტის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ბრიტანეთის ელჩი ეგვიპტეში გარეთ ბეილი იქნა ჩართული ამ პრობლემის განხილვის და მოგვარების საკითხებში, ის ეხმარება მელერს რობოტის განთავისუფლების საკითხებში.

"მე არ შემიძლია მას ამოვაცალო თვალები, მათ გარეშე მას არ შეუძლია შექმნას ნახატები და სკულპტურები, თვალები მისი განუყოფელი ნაწილია. თან თვალების გარეშე წარმოიდგინეთ, თუ როგორი შესახები იქნება აიდა" - განუცხადა ჟურნალისტებს რობოტის შემქმნელმა.
imageმაღალტექნოლოგიური რობოტი-მხატვარი ადამიანზე ზუსტად აღიქვამს გარემოს და ხატავს ზედმიწევნით ზუსტად. მას შეუძლია ნატურის დახატვა მაქსიმალური სიზუსტით, ისეთი სიზუსტით, როგორი სიზუსტითაც არცერთ ცნობილ მხატვარს არ შეუძლია დახატოს.

მისმა ნახატებმა ლონდონში მოწყობილ გამოფენაზე ფურორი მოახდინა, სწორედ ამის მერე იქნა ეგვიპტეში მოსაწყობ გამოფენაზე გადაგზავნილი "აიდა" გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ის სამწუხაროდ დააპატიმრეს.

"აიდა" ავტოპორტრეტის დახატვის პროცესში
image
"ყველაფრის მიუხედავად ის მანქანაა და ამჟამად გამორთულია, იმედია ის საიმედო ადგილზეა მოთავსებული და მას ფრთხილად ექცევიან. "აიდა" მსოფლიოში ყველაზე რთული ტექნოლოგიის რეალისტური რობოტია" - განაცხადა "აიდას" შემქმნელმა მეცნიერმა მელერმა.

ის იმედოვნებს, რომ მის ქმნილებას მალე გაანთავისუფლებენ და უსაფუძვლო ბრალდებით დაკავებულ რობოტს მის შემქმნელს და მის შემოქმედებით ჯგუფს დაუბრუნებენ.

გარდა ამისა ის იმედოვნებს, რომ რობოტი მაინც შეძლებს გამოფენაში მონაწილეობის მიღებას.

0
218
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
218