x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
4-5 ღორი და ქალი თქვენია - ქორწინების ტრადიციები ველურ ტომებში

image

სტატიაში წარმოგიდგენთ ქორწინების ტრადიციებს ველურ ტომებში, კერძოდ, დანის ტომში.

დანის ტომის (ინდონეზია) ისტორიული სამშობლო და თანამედროვე საცხოვრებელი ადგილია კუნძულ ირია-იავას დასავლეთი ნაწილი, პატარა ქალაქ ვიმენის რთულად მისადგომი მაღალმთიანი შემოგარენი. ეთნოლოგები (ეთნოგრაფები) საგანგებოდ სწავლობენ დანის ტომს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი წევრები დღემდე ეწევიან პირველყოფილ ცხოვრებას, ტაბუ-აკრძალვების, რიტუალებისა და წეს-ჩვეულებების ჩათვლით.

საყურადღებოა დანის ტომის ქორწინების ტრადიციები.

მრავალცოლიანობა და საცოლეს გამოსყიდვა

image

დანის ტომში "ყვავის" მრავალცოლიანობა. ყოველი მამაკაცი ირთავს იმდენ ცოლს, რამდენი გოგონას, ქალის ყიდვასაც შეძლებს.

გოგონას გამოსყიდვა ღირს 4-5 ღორი, რაც ძალიან ძვირია, რადგან დანის ტომში ღორი ლამის მისი წონა ოქრო ღირს, 1 ღორიფასი დაახლოებით 3 000 $-მდე მერყეობს.

ფულად-ღორებრივი ანგარიშებისა და სათანადო რიტუალების მერე ახალგაზრდა ცოლი სახლდება ქმრის სახლის ქალის კუთხეში, სადაც იგი იმყოფება თითქმის ყოველთვის. მამაკაცები აქ არ შედიან, ცოლქმრული მოვალეობის შესასრულებლადაც კი, რადგან ამ უკანასკნელი საქმისათვის სპეციალური ნაგებობაა

განკუთვნილი.

image

საცოლეს გამოსყიდვა

კარგი საცოლესათვის დანის ტომის მამაკაცს უწევს, გადაიხადოს არანაკლებ 5 ღორი, რის მერეც ქმარს ახალშერთული ცოლი მიჰყავს თავის სამფლობელოში.

დანის ტომში ცოლები (ქალები) ამზადებენ საჭმელს; დაკავებული არიან ხელსაქმით (ქსოვა); ჩეხავენ შეშას; უვლიან შინაურ ცხოველებსა და ბოსტანს.

თითის მოკვეთის ტრადიცია ქალებში

თითქმის ყველა ასაკში შესულ ქალს დანის ტომში მოკვეთილი აქვს თითის ფალანგა, ან ფალანგები (თითის ზედა ნაწილი, სადაც ფრჩხილი უნდა იყოს), რადგან, ტრადიციის თანახმად, ქმრის, ან ნათესავის სიკვდილის შემთხვევაში ვალდებული არიან, ასე გამოხატონ პატივისცემა გარდაცვლილის სულისადმი და გარდაცვალების ფაქტით გამოწვეული მწუხარება, გლოვა. ეს ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკისათვის დანის ტომის ქალებს თითის ფალანგების უმეტესი ნაწილი აღარ აქვთ.

image







0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0