x
მეტი
  • 19.01.2022
  • სტატია:116313
  • ვიდეო:353090
  • სურათი:490165
რატომ არ შეიძლება "იზაბელით" ღვინის დაწურვა და სხვა საინტერესო ფაქტები ღვინის შესახებ

I. კოკაკოლით გაზავებული ღვინო — ბასკების საკულტო სასმელია. აიღეთ წითელი ღვინო და კოკა–კოლა და თანაბარი რაოდენობით შეურიეთ. ეს არის ბასკური კოქტეილის — კალიმოთხოს რეცეპტი, რომელიც გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან, ერთ–ერთი პოპულარული სასმელია ესპანეთში.


image


II. 300 წლის მანძილზე ღვინის ბოკალი 7–ჯერ გაიზარდა. XVII ს–ში, მასში მხოლოდ, 70 მლ. ღვინის ჩასხმა შეიძლებოდა, ახლა კი, ისეთი ჭიქებიც არის, რომლის მოცულობა 300 მლ–ს აღემატება.


III. ძველ საბერძნეთში, ქეიფის დაწყების წინ, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ღვინო მოწამლული არ იყო, მასპინძელი, სუფრაზე მიტანილ სასმელს, პირველი სვამდა.


IV. წითელი ღვინო, სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით, ყველაზე მეტად იწვევს ძილიანობას. ასე, რომ, სამუშაო დღის შემდეგ, თუ მოდუნების სურვილი გაგიჩნდებათ, — უმჯობესია, 1 ბოკალი წითელი ღვინო დალიოთ, ვიდრე კათხა ლუდი.


V. მსოფლიოში ყველაზე დიდი ღვინის მარანის სიგრძე 200 კმ–ია, რომლიდანაც მხოლოდ მისი მეოთხედია ათვისებული. იქ, ზოგიერთ ღვინოს, რეალიზაციამდე, ათობით წლების მანძილზე აძველებენ. მარანი ღვინის მოლდავურ მწარმოებელ კომპანიას Mileștii Mici–ს ეკუთვნის.


image


VI. საფრანგეთში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალია გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების მაჩვენებელი. ამ ფაქტის აღსანიშნავად, სპეციალური ტერმინიც კი — «ფრანგული პარადოქსი» მოიგონეს... და ეს იმ ფონზე, რომ ფრანგული სამზარეულო მდიდარია გაჯერებული ცხიმებით, რომელიც გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად აისახება.

1991 წელს საკითხის შესწავლის შემდეგ, ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ «ფრანგული პარადოქსის» მიზეზი — ფრანგების მიერ, წითელი ღვინის ხშირი მოხმარებაა. ამის შემდეგ, წითელი ღვინის პოპულარობა მთელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. ხოლო, ღვინის ზოგიერთმა მწარმოებელმა, საკუთარი პროდუქციის გაყიდვა, «ჯანსაღი კვების» სახით დაიწყო.


VII. ღვინის სიძველის შესამოწმებლად, ცეზიუმ-137–ს იყენებენ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც რადიოცეზიუმი. ის 1945 წლამდე ბუნებაში არ არსებობდა და მხოლოდ I ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ გაჩნდა. ამიტომ, ღვინის ტესტირებისას, თუ მასში ცეზიუმ-137–ს აღმოჩნდა, ე. ი. მისი წარმოება 1945 წლის შემდეგ მოხდა და ის, არც ისე, ძველია.


VIII. აშშ–შ და ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია «იზაბელას» და მისი მსგავსი ჯიშის ყურძნით ღვინის წარმოება და რეალიზაცია. მიზეზი კი ის არის, რომ «იზაბელას» დუღილის პერიოდში, მომწამლავი მეთილის სპირტი წარმოიქმნება. ამასთან, დაუშვებელად მაღალი კონცენტრაციით.

მეთილი ძალიან სახიფათოა ღვიძლის და თირკმელებისთვის და ასევე, მხედველობის ნერვისთვის — ამ სპირტის მოხმარება სიბრმავეს იწვევს. ხოლო, სპირტით მოწამვლის შემთხვევაში, შესაძლებელია, ადამიანი დაიღუპოს კიდეც.


IX. ძველ რომში ყველაზე პოპულარული ფალერნის ღვინო იყო, რომელიც თეთრი ალიანიკოს ჯიშის ყურძნით იწარმოებოდა. ხოლო, დაძველების პერიოდი, მინიმუმ, 15–20 ჰქონდა. მას მოხმარებამდე, თიხის ამფორებში ინახავდნენ. ღვინის ფასები კი, ასეთი იყო: «ღვინო — 1 მონეტა. კარგი ღვინო — 2 მონეტა. ფალერნის ღვინო — 4 მონეტა».


X. ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად, 1 ბოკალი წითელი ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა — მხოლოდ მითია და მას არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.


image



image


imageimageimageimage









1
316
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
316
  
2021, 2 დეკემბერი, 3:18
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1