x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"ეს კაცი სრული დებილია, ოე, სასოწარკვეთილო დიასახლისო"- ვის მიმართავს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თქმითაც, გუშინ, თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციაზე დაახლოებით 150 000 ადამიანი მივიდა.


"დაახლოვებით 150 ათასი გამოვიდა გუშინ ჩვენს აქციაზე, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს კაცი სრული დებილია, - ვაცხადებ მე. ps ოე, სასოწარკვეთილო დიასახლისო, 150 ათასი ზვიად განსახურდიას დროსაც კი არ შეკრებილა, იმ გამსახურდიას, რომლის აქციების რეკორდულობა არც მოხსნილა და ვერც მოიხსნება"- წერს ნიკა გვარამია.


"დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, ათასობით მხარდამჭერი, შემაჯამებელი აქციისთვის შეკრიბა.


აქციაზე შეკრებილებს, სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავამ, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ და მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმა. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული აქციის კონტრაქცია არ იყო.





0
344
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
344