დენ ზიმმი არის პირველი ამერიკელი, რომელსაც პასპორტში მდედრობითი ან მამრობითი სქესის ნაცვლად "X" ნიშანი ექნება. ეს ნიშანი უარყოფს მის ამ ორი სქესის კუთვნილებას. ის თავისი შეგრძნებების შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა.
ზიმმა, რომელიც, სხვათა შორის, არის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი, აღიარა, რომ ექვსი წლის განმავლობაში იბრძოდა თავისი უფლებებისთვის.
სახელმწიფომ უარი თქვა მისი საბუთების მიღებაზე ახალი პირადობის მოწმობისთვის, რადგან ის სპეციალური ფორმით აკეთებდა შენიშვნებს უსქესობაზე, რაც კანონით არ იყო გათვალისწინებული.
ზიმი დაიბადა გენეტიკური მუტაციით, რაც ნიშნავს, რომ მის ქრომოსომების ერთობლიობა შეუძლებელს ხდის ცალსახად „წაკითხვას“, როგორც მამრობითი ან მდედრობითი სქესის. ის ამბობს, რომ მისი გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია.
"ეს არის მაგარი მომენტი. ხელისუფლებას არ შეუძლია და არ უნდა გვაიძულონ ჩვენ (უსქესოები)) არ ვიყოთ ის, ვინც ვართ" - განუცხადა ზიმმა CBS-ის კანალს.
მისი თქმით, მისნაირი მილიონობით ადამიანია შეერთებულ შტატებში და ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ასეთი დოკუმენტის ქონია.