x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
„ნაცმოძრაობა“ დამთავრებულია! ეს ბოლო გაფართხალებაა! მიიღებენ პასუხს!“ - გიორგი გამსახურდია
image


ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გაფართხალება და 30 ოქტომბერს მიიღებენ ამომწურავ პასუხს საარჩევნო უბნებთან, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

.

„ნაციონალურმა მოძრაობის“ ამბავი დამთავრებულია. ეს იყო ამათი ბოლო აქცია. ეს იყო ნათელი მაგალითი, რაც მთლიანი სამეგრელოდან შეძლეს მომხრეების მობილიზება და მეტსაც გეტყვით, არა მარტო სამეგრელოდან, თბილისიდანაც ჰყავდათ ხალხი ჩამოყვანილი. ეს არის ამათი ბოლო გაფართხალება, ეს ამბავი უკვე დამთავრებულია და 30-ში მიიღებენ ამომწურავ პასუხს საარჩევნო უბნებთან“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.


.

„მიშა სააკაშვილს იმდენი რამე აქვს ნაკადრები და თქვენ თუ ჩაუღრმავდებით 90-იანი წლების პუბლიკაციებს, თუ მის წინა პერიოდს - თვითონ მმართველობის პერიოდს, ყველაფერი აშკარაა. იგივე კონსტანტინე გამსახურდიას სახელის გადარქმევა, სანაპიროსთვის, სიტყვიერად, ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლის მერე გახდა დე-იურე. იგივე მერაბის და ზვიადის სახელთან ქიშპობა... სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის მიწურულს გაახსენდა, რომ თურემ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეროვნული გმირები ყოფილან. ამითი, ცოტა გონებაჩამორჩენილ ადამიანებს, ე.წ. ვითომ ზვიადის მომხრეებს კოჭი გაუგორა. სინამდვილე რომ გითხრათ, „ნაცმოძრაობის“ ბანაკში ჩემი მეგობრებიც არიან, არ დავიწყებ ამ ადამიანების კონკრეტიზაციას, ვთვლი, რომ ისინი არასწორ ადგილას არიან. არ არის ეს ხალხი დასაკარგი და დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ნათელ მხარეს დადგებიან. მიშას დროს, იგივე ჟორიკა და ნიკა რურუას მეოხებით სამეგრელოს დამრბევებს, ამწიოკებლებს და ყაჩაღებს ყველას გაუკეთეს ომში მონაწილეობის საბუთი, დაურიგეს სამხედრო წოდებები და ზვიად გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც ქვეყანას იცავდნენ, ისე დატოვეს. მაგრამ, ირაკლი ღარიბაშვილის, ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პირადი ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას დროინდელ გვარდიელებს ყველას უბრუნდებათ სამხედრო წოდება“ - ამბობს გიორგი გამსახურდია სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარებასთან დაკავშირებით.


.

.

გიორგი გამსახურდია: თქვენ, როგორც მოქალაქე და ადამიანი ხომ მეთანხმებით, რომ ეს არის აბსოლუტურად ცა და დედამიწა. სააკაშვილისთვის პოლიტპატიმრობისა და გმირობის მიკერება არ გამოვა. როგორც უკვე ვთქვი, პოლიტპატიმრებისა და დისიდენტების გარემოში გავიზარდე და ვიცი, პოლიტიკური პატიმარი რაც არის და ვიცი, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები რაც არის.

.

„აი, ზუსტად იქ დავხვდები, სადაც დააპირებენ მამაჩემის სახელით სპეკულირებას და ამ ფაქტებს პირადად შევახსენებ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია, რომლის განცხადებით მიხელ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, იგივე ჟორიკა და ნიკა რურუას მეოხებით სამეგრელოს დამრბევებს და ყაჩაღებს ყველას დაურიგეს სამხედრო წოდებები, ხოლო ზვიად გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც ქვეყანას იცავდნენ, წოდების გარეშე დატოვეს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პირადი ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას დროინდელ გვარდიელებს ყველას უბრუნდებათ სამხედრო წოდება.

.


0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0