x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სიკვდილით დასჯის 6 მეთოდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე გამოიყენება
image


დროდადრო მედიაში ჩნდება ინფორმაცია მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შესახებ. როგორ ასალმებენ სიცოცხლეს დამნაშავეებს თანამედროვე სამყაროში? მოგეხსენებათ, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯაა, მაგრამ დღესდღეობით მისი გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იკრძალება, რადგან ის არაჰუმანურად ითვლება, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ტიპის სასჯელის გამოყენება ჩინეთსა და მუსულმანურ ქვეყნებში მაინც ხდება. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მსოფლიოს 58 ქვეყნის კანონმდებლობა სიკვდილით დასჯას სამართლიანობისა და სასჯელის უმაღლესი ზომის ნაწილად კვლავ აღიარებს. ძირითადად, ეს აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია. ევროპის ქვეყნებიდან კანონის ფარგლებში მხოლოდ ბელორუსია ინარჩუნებს სიკვდილით დასჯას, ახლი მსოფლიოდან კი - მხოლოდ შეერთებული შტატები. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით სასჯელის აღსრულების თუ რა საშუალებები გამოიყენება თანამედროვე მსოფლიოში.




სასიკვდილო ინექცია


image


(ამერიკა, ფილიპინები, ტაილანდი, ვიეტნამი, ჩინეთი)


ეს მეთოდი შემუშავებული ჯერ კიდევ 1977 წელს იქნა და ის ორგანიზმში სასიკვდილო ხსნარის შეყვანას გულისხმობს, რაც სიკვდილს 5-18 წუთის განმავლობაში იწვევს. სიკვდილმისჯილს სპეციალურ სავარძელზე ათავსებენ, რის შემდეგაც სხეულში ნატრიუმის თიოპენტალი შეჰყავთ, რომელსაც მცირე დოზით ანესთეზიის დროს იყენებენ, ამის შემდეგ მსჯავრდებულს ისეთ პრეპარატებს უკეთებენ, რომლებიც სასუნთქი კუნთების პარალიზებასა და გულის გაჩერებას იწვევს.






ქვებით ჩაქოლვა


image


(გამოიყენება რამდენიმე არაბულ და აფრიკულ ქვეყნებში)



დასჯის ეს მეთოდი ძალიან ცოტა არაბულ ქვეყანაში გამოიყენება. ადრე მას ბევრად უფრო ხშირად მიმართავდნენ. 1989 წელს ექვსი ქვეყნის კანონმდებლობამ ჩაქოლვა დასჯის ფორმად შემოიღო. ასეთი სასჯელი ხშირად იმ ქალების დასასჯელად გამოიყენება, რომლებსაც ბრალი მრუშობაში და ქმრისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ. დღეს, ეს სასტიკი ტრადიცია პრაქტიკულად არსად არ გამოიყენება, გარდა იმ ქვეყნებისა და ტერიტორიებისა, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ არიან.





ელექტრო სკამი


image


(ელექტრო სკამი გამოიყენება მხოლოდ ამერიკაში, ისიც ხუთ შტატში: ალაბამაში, ფლორიდაში, სამხრეთ კაროლინაში, ტენესსა და ვირჯინიაში)


აღნიშნული მეთოდი ვფიქრობ ყველაზე ცნობილია. როგორც წესი, სიკვდილმისჯილი ჯდება სკამზე, რომელსაც ხელებს, ფეხებს, ზურგსა და თავს სპეციალური თასმებით უმაგრებენ, რის შემდეგაც ელექტრული დენის გადამცემი კონტაქტები მაგრდება ტერფის თასმაზე და ჩაფხუტზე. შესრულების დროს კონტაქტებს მიეწოდება ცვალებადი დენი 2700 ვ-ის ძაბვით, დენის შემზღუდავი სისტემა მას მსჯავრდებულის სხეულის მეშვეობით ინარჩუნებს. დენი და ძაბვა შეზღუდულია, რათა სიკვდილმისჯილს აღსრულებისას ცეცხლი არ გაუჩნდეს.






დახვრეტა (გამოიყენება 18 ქვეყანაში)



image


დახვრეტა სიკვდილით დასჯის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად ითვლება, რაც ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-დან 12-მდე გასროლით ხორციელდება. მაგალითად, ჩინეთში მუხლებზე დაჩოქილ მსჯავრდებულს, კეფის არეში ესვრიან, თუმცა ეს პრაქტიკა ყველა ქვეყანაში არ გამოიყენება. სხვათა შორის, ჩინეთში სიკვდილით დასჯა კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართაც გამოიყენება.






თავის მოკვეთა


image


დიახ, ასეთი მეთოდიც გამოიყენება, და ზოგიერთი არაოფიციალური მონაცემის მიხედვით, სიკვდილით დასჯის ეს ფორმა მსოფლიოს 10 ქვეყანაში მოქმედებს. მას როგორც წესი, ნაჯახით, ხმლით ან გილიოტინის მეშვეობით აღასრულებენ, თუმცა დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ ის რომ სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი მხოლოდ საუდის არაბეთში გამოიყენება.





ჩამოხრჩობა


image


აღსრულების ეს მეთოდი ემყარება მარყუჟით დახრჩობას სხეულის სიმძიმის ზემოქმედებით. დღესდღეობით, აღსრულების განსახორციელებლად თოკი ჩვეულებრივ ქვედა ყბის მარცხენა მხარეს თავსდება, რაც ხერხემლის მოტეხილობის მაღალ ალბათობას უზრუნველყოფს. ამერიკაში კი მარყუჟს მარჯვენა ყურის უკან ათავსებენ, რაც კისრის ძლიერ დაჭიმვასა და ზოგჯერ თავის მოწყვეტასაც კი იწვევს. საინტერესოა, რომ ეს მეთოდი სრულიად კანონიერად მსოფლიოს 19 ქვეყანაშია "დაშვებული".



0
368
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
368