x
მეტი
  • 05.02.2023
  • სტატია:125422
  • ვიდეო:355911
  • სურათი:498328
საინტერესოა, საიტ “მედია-ჰოლდინგით” როგორ შეიძლება დიდძალი ქონება დააგროვო? – თაკო ჩარკვიანი ელისო კილაძეზე

image
თაკო ჩარკვიანსა და ელისო კილაძის შორის არსებულ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. ისინი ერთმანეთის მისამართით საჯარო სივრცეში მწვავე განცხადებებს არ ერიდებიან. თაკო ჩარკვიანი, ელისო კილაძის შესახებ წერს:


“ქოცები” და ფეიკ ვითომ “არაქოცები” (6 წლის წინ ბედუკაძის და ხვედელიძის თანამოაზრენი-თანამებრძოლები) ჩემი ქონების დეკლარაციას რომ დაათრევთ, ხომ არ გეშლებით, რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკის/კორუფციონერის მეუღლეში? ან, რომელიმე “ორმაგი ინფორმატორის ჰოლდინგის” საიტში?

ბიზნესში მყოფი მშრომელი და კარგი პიროვნებაა ჩემ გვერით 29 წელია, რომელიც ბანდფორმირებების და სახელმწიფო (კახა თარგამაძის და პატარკაციშვილის ბინძური მაფიის) თავდასხმებს იგერიებდა ფიზიკურად (პირდაპირი მნიშვნელობით), ასე რომ არ აგერიოთ შემთხვევით იმ შავბნელ დროში, პატარკაციშვილის ფონდის “პიარხელმძღვანელში” და ნუგზარ ფოფხაძის მეწილეში, თუ აქედან რომელიმე არ იცოდა “მედიაჰოლდინგის” ხელმძღვანელმა, რომ ბინძურ მაფიასთან მუშაობდა და თანამშრომლობდა მაშინ როცა ტროტილით ოჯახებს გვიფეთქებდნენ?)

შრომა და შრომა, აი ეს არის ჩემი ოჯახის ცხოვრების წესი და დეკლარაციაში ჩვენი ოჯახის ნაშრომი ქონებაა მითითებული, ასე რომ ქურდს და “პოლიტიკურ მეძავს” სხვაც ქურდი ჰგონიაო.

მესმის, ალბათ ” მრავაწლლიან ნასედკებს” ვაჟკაცი მშრომელი ხალხის ცხოვრების წესის გაგება გაუჭირდებათ, ცხადია, პატარკაციშვილთან (“რუს ” ქილერებთან) მომუშავე ინფორმატორებს (ამაში ამ სიბინძურეში და ცრუ ჭორების გავრცელებაში რომ ხელფასს იღებდნენ) და გაზეთის გამოცემით ქონებებს და სახლს იძენენ ქალაქის ცენტრში, აი შემთხვევით არაფერი აერიოთ!

ბიზნესი რთულია და შრომა სჭირდება, ხოლო აი ბინძური სიცრუით, ცრუ ჟურნალისტიკით, ნამდვილ ჟურნალისტიკასაც აკნინებენ და აი საიტ “მედია-ჰოლდინგით” კი, მართლა საინტერესოა, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში დიდძალი ქონება დააგროვო, ალბათ ამით დაინტერესდებიან ადამიანები ნორმალურ, რეფორმირებულ საქართველოში”- წერს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანისა და ელისო კილაძის ღია დაპირისპირება მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გახდა საჯაროდ ცნობილი, როდესაც ჩარკვიანი მართავდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერა აქციას, რაც ელისო კილაძემ გააკრიტიკა.

„ელისო კიოლაძე არის ჟურნალისტი და შეუძლია წეროს და იკითხოს. და იყოს... მე ხომ მაქვს უფლება არ ვისაუბრო. ის არის, თავის საქმე აქვს იმას. როგორ გითხრათ: ჟურნალისტიკა არის ერთი და ჭორაობა არის მეორე... ხომ ხვდებით რას ვამბობ. სწორი ინფორმაციის მიღება არის ერთი, მაღალი პოლიტიკური ლეველის ინფორმაცია არის მეორე. მე ამ ინფორმაციებს ვერ დავიყვან ჭორაობის დონეზე, “ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა მაკა რაზმაძის გადაცემაში.

მის ამ განცხადებებს გაზეთ ქარონიკა+ის რედაქტორი ელისო კილაძე ეხმაურება.

„მოკრძალებულად რომ ვიკითხო, თაკო ჩარკვიანი და მისი მოძრაობის 117 ათასი რეგისტრირებული წევრი რატომ არ დგას რუსთავის ციხესთან(ან იუსტიციის სამინისტროსთან) და რატომ არ ითხოვს სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში-ინტრიგანი ვიქნები?! ახალი დავალება აქვს-ქოცების რადიოში ზის და მე მეძახის ჭორიკანა ჟურნალისტს. კითხვა არ გიჩნდებათ, რატომაა უმოქმედოთ? ეხლა სადაა?ყველაზე კრიტიკულ დროს რატომ დაიმალა? მოძრაობა რატომ შექმნა, განცხადებების გასაკეთებლად თუ აქციების ჩასატარებლად?! არ ვაპირებ ქოცების პროვოკატორებთან რაიმეს დალაგებას, არც ჭორიკანა ჟურნალისტის დაძახებას ვაპატიებ.ვისაც მასზე გული ეწვის, გადაინაცვლოს მის კედელზე.

მალხაზ გულაშვილის მედიაში-ქოცებთან. საუკეთესო ლუსტრაციაა.დიდი ხანია აღარ მეხვეწება ნიუსები დამიდე და ინტერვიუ დამიბეჭდეო?! იმკურნალოს მაშინ-არ ვაპირებ გავუტარო ბოდვები. მე ჭორიკანა ჟურნალისტი მეძახოს ქოცების პროვოკატორმა და ხმა არ გავცე?ჩარკვიანის დამცველები ვერ იქნებიან ჩემი ფრენდები.შეასრულოს დაპირება-ხომ ამბობდა მიშას მურუსიძეს არ გავასამართლებინებო, “ - წერს ელისო კილაძე.

თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძესაც უპირისპირდება:

„პროცენტები სჭირდება კოალიციას, მაგრამ ბურჯანაძისგან რა პროცენტი უნდა აიღო, გარდა იმისა, რომ კიდევ ლანძღვის ახალი ტალღა უნდა წამოვიდეს ოპოზიციის თავზე“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, კოალიციური გაერთიანების გარდა ამჟამად ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს. თაკო ჩარკვიანის თქმით, ნინო ბურჯანაძის გამო აღნიშნულ გაერთიანებაზე უარის თქმას არ აპირებს.

„ვფიქრობ, როდესაც ღირებულებების ბრძოლაა, უნდა გავუფრთხილდეთ ამ ღირებულებებს. ეს ჩემგან ახალი არ არის, მე ასე ვფიქრობ. არ შეიძლება პარტიას, რომელსაც არ შეუცვლია თავისი პროგრამა და ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ის პარტია შენს ქვეყანას არასდროს უნდა შესთავაზო.

თუმცა 30 მოდის და ვემხრობი კოალიციას, რადგან ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. ვიმეორებ, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების ქვეყანაში.

არ ვიცოდი, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა რა არჩევანი გვაქვს? ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ შენიშვნას მიიღებს ეს კოალიცია რუსეთის მომხრე პარტიის გამო და რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი. პროცენტულად რას აძლევთ, განულებული პარტიაა, რატომ გადაწყვიტეს რუსეთის მსახური პარტიის შეყვანა თან განულებული პროცენტით, არ ვიცი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

0
485
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0