x
მეტი
  • 28.11.2021
  • სტატია:115210
  • ვიდეო:352757
  • სურათი:489176
10 მტკიცებულება იმისა, თუ რატომ უნდა მიბაძონ მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა იაპონიას

image
იაპონიის კულტურის, განვითარების და თავისებურებების შესახებ ყველამ იცის. აი კიდევ მიზეზები, რის გამოც ეს ქვეყანა ცხოვრების სულ სხვა დონეზეა:


1. მძღოლების გაფიცვა, რომელიც მგზავრებს არ უშლის ხელს

რამდენიმე წლის წინ, იაპონიის ქალაქ ოკაიამაში ავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა მოაწყეს. როგორც წესი, მძღოლების გაფიცვა ხელს უშლის მგზავრებს, რადგან ისინი ვერ გადაადგილდებიან დროულად, ან საერთოდ. აქ კი მძღოლებმა ისევ ისე გააგრძელეს ავტობუსების ტარება, როგორც ადრე, შეფერხების გარეშე. მხოლოდ ერთი განსხვავებით: მგზავრებს უფასოდ დაატარებდნენ, ამრიგად, ზარალი მიაყენეს იმ კომპანიას, რომელშიც მუშაობდნენ.
image

2. დარაჯი იცავს გაუმართავ ესკალატორს

საპოროს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ესკალატორი გაფუჭდა. მათ მაშინვე შემოღობეს ის და დაკიდეს აბრები სადაც კლიენტებს აფრთხილილებდნენ და ბოდიშს უხდიდნენ შეფერხებისთვის. ასევე დააყენეს სპეციალური თანამშრომელი. ის უბრალოდ ესკალატორის წინ იდგა იცავდა მას, ყოველი შემთხვევისთვის.image

3. ორგანიზებული რიგი მეტროში

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მატარებლი ისე ჩერდება, რომ კარები, ყოველთვის ამ რიგის პირდაპირ იღება. რიგს კი არავინ არღვევს, ყველა ელოდება თავის დროს შესასვლელად და რიგებში არ ხტებიან.image

4. კოტაცუ კინოთეატრებშიც კია

კოტაცუ ტრადიციული იაპონური ავეჯია, რომელსაც კინოთეატრებშიც კი იხილავთ მეტი კომფორტისთვის.image

5. იაპონიის მაღაზიებში პროდუქტს 2 ფასი აქვს

მაღაზიებში პროდუქტებთან ყოველთვის ნახავთ 2 ფასს. ერთს რეალურს, და მეორედ დღგ-ს დამატებით.image

6. მოლოდინი უდრის რეალობას

ხშირად, კერძის შეკვეთისას იმას არ მოელით, რაც მენიუს ნახატზე ჩანს. იაპონია აქაც გამონაკლისია.image

7. იაპონიაში პოპულარულია ერთჯერადი ქოლგები

ხშირი, ძლიერი წვიმების გამო, ჩვეულებრივი ქოლგა დიდხანს ვერ ძლებს, ერთჯერადები კი იაფია, თუ გატყდა ბევრს არ ინაღვლებთ, გადაგდება და ახლის ყიდვა კი ყოველთვის ყველგან შეგიძლიათ.image

8. მეგობრული კონკურენცია

იაპონურმა თერმოკურორტმა Beppu-მ დაიწყო სარეკლამო კამპანია ... მისი მთავარი კონკურენტის, კურორტ კუსაცუს სასარგებლოდ. კუსაცუ მანამდე მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, ბუნებრივია, ტურისტების ნაკადი იქ საგრძნობლად შემცირდა. Beppu-ს სარეკლამო პოსტერზე სლოგანზე ეწერა: „ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ არა ბეპუში, არამედ კუსაცუში“.ხოლო ოფიციალურ ვებსაიტზე კომენტარებში ასეთი მესიჯი იყო: „ჩვენ გავაგრძელებთ კონკურენციას, როცა კარგად იქნებით. ახლა ჩვენ თქვენთან ვართ."image

9. საკვების მაკეტები იაპონურ რესტორნებში

ხშირად, იაპონური რესტორნები თავიანთი მენიუს კერძების მაკეტებს ვიტრინაზე საჩვენებლად დებენ. მაკეტები ზუსტად კერძისნაირად გამოიყურება, კერძიც რეალობაში მათ შეესაბამება.image

10. გაზაფხული იაპონიაში

საკურას ყვავილობა აქ ჩვეულებრივი დღესასწაულია. დამსაქმებლები დასვენების დღესაც კი აძლევენ თანამშრომლებს, ოჯახებთან ერთად პიკნიკზე რომ წავიდნენ.image



0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0