x
image
თორ ნიკე
კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები
კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები


კრომანიონელი / კრომანიონი / კრო-მანიონელი (Cro-Magnon), იგივე ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები (Early Eauropean modern humans - EEMH) ცხოვრობდნენ მთელი ევროპის ტერიტორიაზე ძვ.წ. 46, 000 - ძვ.წ. 8000 წლებში. ისინი იყვნენ კავკასოიდური რასის და მათი თავის ქალას მოცულობა ძლიერ, დიდი წონის და ზომის მამაკაცებში აღწევდა 1600 სმ3-ს, ქალების და კაცების საშუალო თავის ქალას მოცულობა კი იყო 1478 სმ3-დან 1514 სმ3-მდე - საშუალო არითმეტიკული გამოთვლილია აღმოჩენილი 28 ინდივიდის თავის ქალას მოცულობებიდან. შედარებისთვის, თანამედროვე ადამიანთა საშუალო თავის ქალას მოცულობა არის 1350 სმ3. კრომანიონელი ადამიანის ანთროპოლოგიური თავისებურებები იყო თანამედროვე ევროპელების მსგავსი, მცირე განსხვავებებით: დოლიქოკრანიული თავის ქალა, მოკლე და განიერი სახე, სუსტად გამოხატული წარბზედა რკალი, კუთხოვანი და დაბალი თვალბუდე, უფრო დიდი კბილები და ვიწრო, წინ წაზიდული ცხვირი, მამაკაცის სიმაღლე ხშირად აღწევდა 180 სმ-ს. აღმოჩენილი 20 მამაკაცი ინდივიდების საშუალო სიმაღლე იყო 176.2 სმ, ხოლო აღმოჩენილი 10 ქალის საშუალო სიმაღლე იყო 162.9 სმ. ისინი საშუალოდ სხვა ყველა პალეოლითური ადამიანის მოდგმაზე უფრო მაღლები იყვნენ. კუნთოვანი სისტემა ძალიან კარგად ჰქონდათ განვითარებული და იყვნენ გამორჩეული ძალის მქონე. სხეული ჩაფსკვნილი და მძიმე ჰქონდათ. სწორედ კრომანიონები იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებსაც გამოხატულად წარზიდული ნიკაპი გააჩნდათ, მაგალითად ნეანდერტალელებისგან განსხვავებით, რომელთაც ნიკაპის შვერილი არ აღენიშნებოდათ. ჰომო საპიენსებს შორის, სწორედ კრომანიონები იყვნენ უპირველესები, რომელთაც მიაღწიეს ევროპის კონტინენტს. ისინი ჯერ განსახლებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ანუ დასავლეთ აზიაში, კერძოდ მესოპოტამიის, სამხრეთ კავკასიის და მცირე აზიის მიწებზე და დაახლოებით ძვ.წ. 46, 000 წლიდან ანატოლიის გავლით გადავიდნენ ევროპის კონტინენტზე, დაიწყეს გამრავლება და თანდათან აითვისეს ევროპული მიწები, სადაც დაუხვდათ ევროპის ადგილობრივი მოსახლეობა - ნეანდერტალელები. ათასწლეულების განმავლობაში კრომანიონები თანაცხოვრობდნენ ნეანდერტალელების გვერდით ევროპაში, იყო ასევე მათ შორის შერევის პროცესიც და სავარაუდოდ გარკვეული დაპირისპირება-კონკურენციაც. ნეანდერტალელები ევროპის კონტინენტზე ძალიან შემცირდნენ ძვ.წ. 33, 000 წლისთვის და საბოლოოდ ასიმილაციის და კონკურენციაში დამარცხების შედეგად გადაშენდნენ ძვ.წ. 27, 000 წლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კრომანიონები ანთროპოლოგიურად და თავის ქალას ფორმებით კავკასოიდები იყვნენ, მათ შედარებით მუქი ფერის კანი ახასიათებდათ. მათ შორის თეთრი კანის ჩამოყალიბება-გავრცელება დაიწყო დაახლოებით ძვ.წ. 30, 000 - 28, 000 წლებიდან და თანდათან მიმდინარეობდა ბუნებრივი გადარჩევის გზით. ევროპელების კანის სრულად, დღევანდელი ჩრდილოეთ ევროპელების დონეზე გათეთრება, მხოლოდ ბრინჯაოს ხანის პერიოდში დასრულდა.


კრომანიონელი


კრომანიონელი ადამიანების, ხუთი სხვადასხვა ინდივიდის ნაშთები პირველად აღმოჩენილი იქნა 1868 წელს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, დორდონის რეგიონში მდებარე გამოქვაბულში, რომელსაც ერქვა კრო-მანიონი. სწორედ ამ გამოქვაბულის გამო მიიღო ეს სახელი მთელმა ამ ადამიანთა მოდგმამ. აღნიშნულ გამოქვაბულში ეს აღმოჩენა გააკეთა ფრანგმა გეოლოგმა ედუარდ ლარტემ (Edouard Lartet). კრომანიონელი ადამიანის თავის ქალა აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზეც, კერძოდ იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ გოდოგნის კარსტულ მღვიმეში - საკაჟიაში.



კრომანიონ 1 /  Cro-Magnon 1 - 1916 წლის რეკონსტრუქცია


კრომანიონებმა შექმნეს პალეოლითური კულტურები, რომელმაც გამოიგონა და განავითარა მრავალი რთული ხელსაწყო, როგორიცაა რეტუშირებული მჭრელპირიანი დანები, საფხეკები, "ცხვირიანი" საფხეკები, საჭრისის მსგავსი იარაღი, სახელად ბურინი - გრავიორის საჭრისი. ქვის იარაღების გარდა, ისინი ამზადებდნენ მრავალი სახის ძვლის იარაღს, მონადირებული ცხოველების სხვადასხვა ძვლის დამუშავების გზით. ჰქონდათ ასევე გასაპრიალებელი და გასატყავებელ-გასაფხეკი საშუალებები ტყავის დასამუშავებლად და მისით ტანსაცმლის დასამზადებლად. მათ თავიდანვე შექმნეს ისეთი კულტურები, როგორიცაა აურიგნაციული ანუ ორინიაკის კულტურა (Aurignacian culture), რომელიც მოიცავდა თითქმის მთელ ევროპასა და ლევანტს. შემდგომში გრავეტიული ინდუსტრია ევროპაში და ლევანტში (Gravettian), შემდეგ ეპიგრავეტიული ინდუსტრია (Epigravettian industry) სამხრეთ ევროპაში - იტალიიდან სამხრეთ უკრაინის და ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით, ხოლო დასავლეთ ევროპაში - სოლუტრეული კულტურა (Solutrean culture). ასევე კრომანიონების იყო პერიგორდიული ინდუსტრია (Perigordian industry) და მაგდალენური კულტურები (Magdalenian cultures). ამ ხალხისთვის დამახასიათებელია უეცარი რეტუშირების გზით დამზადებული იარაღები, რომლებსაც ბრტყელი ზურგი აქვთ.



პროტო-კრომანიონების მიგრაცია ევროპისკენ და კრომანიონებად ჩამოყალიბება

აურიგნაციული ანუ ორინიაკის კულტურაგრავეტიული კულტურაეპიგრავეტიული კულტურასოლუტრეული კულტურამაგდალენური კულტურები


კრომანიონელები საცხოვრებლად უმეტესად ირჩევდნენ ღრმა და წყალმარჩხ გამოქვაბულებს, რომელიც ხშირად კლდის შვერილებზე, მიწიდან მაღლა იყო ჩამოყალიბებული. ასევე აგებდნენ ქოხებს და ქოხმახებს პრიმიტიული წესით, ამისთვის იყენებდნენ არა მხოლოდ ტალახს, სხვადასხვა სახის მიწას, მცენარეულობას, ხის მორებს და ცხოველების ტყავს, არამედ ქვებსაც. აღმოჩენილია სრულიად ქვისგან აგებული მათი ნასახლარებიც. გრავეტიულ კულტურაში სახლებს აშენებდნენ მამონტის ძვლებისგან. კრომანიონები დიდწილად ერთ ადგილას, მკვიდრად დასახლების მოყვარული, ნაკლებად მობილური ხალხი იყო, არ გამოირჩეოდნენ დიდ რეგიონებს შორის ხშირი გადაადგილებით, არ იყვნენ მომთაბარეები. სანადირო, სათევზაო და საშემგროვებლო ადგილებს ირჩევდნენ, სახლდებოდნენ ოჯახის, ჯგუფის, ტომის სახით და დიდხანს ფუძნდებოდნენ. იყრებოდნენ და მიდიოდნენ სხვა ტერიტორიებზე, თუ ხდებოდა ამინდის, გარემოს ძალიან გაუარესება ან თუ აღარ ჰყოფნიდათ ერთ რეგიონში არსებული საკვები და სხვა მეზობელ რეგიონებში უწევდათ მიგრირება უკეთესი სამონადირეო ადგილების საპოვნელად.


კრომანიონი მამაკაცი - ცხოვრობდა ძვ.წ. 28, 000 წლისთვის

კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანებიკრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანებიკრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები

მამონტის ძვლების და ტყავის კრომანიონული საცხოვრებლის რეკონსტრუქცია. უკრაინა


ნეანდერტალელების მსგავსად, კრომანიონელებიც ატარებდნენ თავიანთი გარდაცვლილების მიწაში დამარხვის რიტუალს. ეს აშკარად მეტყველებს მათში რელიგიური აზროვნების არსებობაზე, მათში გავრცელებული იყო შამანიზმი და სწამდათ სულების, ისევე, როგორც სიკვდილის შემდგომ ცხოვრების არსებობის. მათ მიერ შექმნილმრავალ გამოსახულებაში ასახულია შამანები, პირველყოფილი ქურუმები გამოწყობილნი ცხოველის ფორმაში, მაგალითად თხის ან სხვა რქოსანი ცხოველის თავის ქალებისგან დამზადებულ ნიღაბში და სხვ. ნეანდერტალელების მსგავსად, ისინიც გამოირჩეოდნენ დანარჩენი ოდესმე არსებული კაცობრიობის მოდგმებისგან იმით, რომ შეეძლოთ მაღალმხატვრული ნამუშევრების შექმნა, რომელთაგანაც ბევრი შემორჩენილია გამოქვაბულების კედლებზე. გამოსახავდნენ მაშინდელ ფლორას და ფაუნას, ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობის სცენებს და სხვა ბევრ საინტერესო რამეს, რასაც ყოველდღიურობაში ხვდებოდნენ და თავს გადახდებოდათ. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ამ ნახატების შესრულება მათთვის მაგიური თუ სარიტუალო მნიშვნელობის ქმედება იყო, თუმცა საერთო ჯამში არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ კრომანიონების ხელოვნებას ჰქონდა არა მხოლოდ რელიგიური, არამედ მეტწილად ესთეტიკური დანიშნულებაც.


კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები

კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები

კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები

კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები


კრომანიონელებმა დაიწყეს მგლის მოშინაურების მცდელობები. სწორედ ისინი იყვნენ ევროპულ მგლებთან სიმბიოტურ თანაცხოვრებაში და ერთად ნადირობდნენ. ამან ხელი შეუწყო ამ ორი მონადირე სახეობის შეჩვევას და მგლის ძაღლად მოშინაურებას. პირველი ასეთი მგელ-ძაღლები, რომელიც აღმოჩენილია როგორც ევროპაში, ისე ციმბირში, თარიღდება კრო-მანიონელთა პერიოდით, კერძოდ ბელგიაში აღმოჩენილი ე.წ. "გოიეტის ძაღლი" (Goyet dog) თარიღდება ძვ.წ. 34, 000 წლით, ხოლო ციმბირში აღმოჩენილი "ალტაის ძაღლი" (Altai dog) - ძვ.წ. 31, 000 წლით. ეს მგელ-ძაღლები დიდი ზომებით გამოირჩეოდნენ, ციმბირული სიმაღლეში (და არა სიგრძეში) 60 სანტიმეტრს აღწევდა, ხოლო ევროპული - 30-დან 45 სანტიმეტრამდე. ნადირობისას უმეტესად კრომანიონები იყენებდნენ ხელშუბებს, შუბ-სასროლებს, ჰარპუნებს (შუბისებრი იარაღი დიდ ზღვის ცხოველებზე, თევზებზე და ვეშაპებზე სანადიროდ), ბუმერანგისებრ, წამახულპირიან სასროლ ჯოხებს. ასევე ჰქონდათ ძვლის დაშნები, ქვის დანები, ძვლის და ხის შამფურები, სარჭობები და ა.შ.


კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები

კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანებიკრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანებიკრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანებიკრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები


კრომანიონები მრავალ სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. ამ ხალხს მეტყველება უკვე ნამდვილად ძალიან კარგად შეეძლოთ, ხოლო ის გეოგრაფიული დაშორება, რაც მათ პოპულაციებს შორის არსებობდა, იწვევდა სხვასხვა ენის ფორმირებას ერთმანეთისგან ასობით და ათასობით კილომეტრით დაშორებულ რეგიონებში ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრების პერიოდში. საუბარი ასევე, დიდი ალბათობით, შეეძლოთ ნეანდერტალელებს, ჰაიდელბერგელებს და ერექტუსებსაც კი, ცხადია მეტ-ნაკლები გამართულობით და სირთულით. მაგალითად დღეს მეცნიერებაში მიიჩნევა, რომ გამართულად საუბრისთვის საჭირო ნევროლოგიური მოცემულობის მქონე გახდა ადამიანი მხოლოდ 100, 000 წლის წინ, როდესაც მასში ჩამოყალიბდა გენი, სახელწოდებით FOXP2. ასევე, გამართული საუბრისთვის საჭირო მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი - ენისქვეშა ძვალი ჩამოყალიბდა ადამიანში ძვ.წ. 60, 000 წლისთვის. ეს დაამტკიცა სხულის და ქაფზეს ადამიანების ნაშთების კვლევამ, რომლებიც ისრაელში აღმოაჩინეს.


კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები

კრომანიონელი ადამიანი


კრომანიონები ასევე ამზადებდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, უმეტესად ძვლებისგან. მაგალითად გერმანიაში, შვაბიაში, გაიზენკლოსტერლის არქეოლოგიურ ადგილზე აღმოჩენილი იქნა ძვ.წ. 41, 000 წლიდან ძვ.წ. 40, 000 წლამდე პერიოდში დამზადებული ფლეიტა, სალამურის მსგავსი საკრავი. ამავე რეგიონში, მაგრამ უკვე ჰოლის ფელსის გამოქვაბულში აღმოჩნდა კიდევ ორი, პირველი გედის ძვლისგან დამზადებული ასეთივე საკრავი, რომელიც დამზადებული იყო ძვ.წ. 33, 000 წლისთვის. ხოლო მეორე მამონტის ძვლისგან დამზადებული ამავე პერიოდში. ფლეიტებს შორის უძველესი აღმოჩენილია სლოვენიაში და თარიღდება ძვ.წ. 41, 200 - ძვ.წ. 41, 000 წლით. ის აღმოაჩინეს სლოვენიაში 1995 წელს, დამზადებულია გამოქვაბულის დათვის ძვლისგან და ეწოდება "დივიე ბაბს ფლეიტა" (Divje Babe flute). კრომანიონები ამზადებდნენ ასევე სასტვენებს, ხარბღავილებს (Bullroarer - ერთგვარი მუსიკალური ინსტრუმენტია რიტუალებისთვის და კომუნიკაციისთვის შორ მანძილზე), ზანზალაკებს, ჟღრიალებს, დასარტყამ ინსტრუმენტებს და სხვადასხვა სახის იდიოფონს, რომელიც ხმას ვიბრაციის გზით გამოსცემდა.


კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები

კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანებიკრომანიონი ქალი


კრომანიონები ასევე გამოირჩეოდნენ საოცარი, ძალიან საინტერესო ქალღმერთების, "დიდი დედის" კულტის ფიგურების შექმნით, რომელსაც დღეს "ვენერას ფიგურები" ეწოდება. ასევე ამზადებდნენ ცხოველების მცირე და საშუალოდ ზომის ქანდაკებებს, გახვრეტილ ჯოხებს სხვადასხვა გამოსახულებით, რომლის ფუნქციაც დღემდე დებატის საგანია. კრომანიონები დიდი ალბათობით იხატავდნენ სხეულს ჟანგმიწით, იმ საშუალებით, რომლითაც ასრულებდნენ ნახატებს გამოქვაბულების კედლებზე. ასევე მათში გავრცელებული უნდა ყოფილიყო კანის სკარიფიკაციის გზით ტატუირება, რაც თითქმის ყველა მონადირე-შემგროვებლურ კულტურას ახასიათებდა, და ჰქონდათ პირსინგები. ისინი ატარებდენ დეკორატიულ მძივებს, ნიჟარებით, ძვლებით, ძვირფასი ან ლამაზი ქვებით დამზადებულ გულსაკიდებს, სამაჯურებს და სხვ. ისინი ასევე ატარებდენ არა მხოლოდ ცხოველების ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელს, არამედ მცენარეებისგან დამზადებული ძაფისგან მოქსოვილ ტანისამოსს, რაც დიდი ალბათობით საზოგადოებრივი მაღალი სტატუსის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო.


კრომანიონელი კაცის სახის რეკონსტრუქცია

კრომანიონი ბიჭი - 1974 წლის რეკონსტრუქცია


კრომანიონებს ჰქონდათ უფრო მაღალი შობადობა, ვიდრე ნეანდერტალელებს და მალევე მიაღწიეს მათზე ბევრად მეტ რაოდენობას. ცხოვრების ცუდი პირობების გამო, ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობის და დაავადებებისგან ეფექტური მკურნალობის საშუალებების ნაკლებობის მიზეზით, როგორც ნეანდერტალელებში, ასევე კრომანიონებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 40 წელს ქვემოთ იყო. 2005 წლის კვლევამ გამოთვალა მაშინდელ ევროპაში მცხოვრები კრომანიონების რაოდენობა. ეს კვლევა არქეოლოგიურ მონაცემებს და რამდენიმე თანამდროვე მონადირე-შემგროვებლური წესით მცხოვრები ხალხის განსახლების სიმჭიდროვეს და გამრავლების სიხშირეს ეფუძნება. შერჩეული იქნა ისეთი ხალხები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთივე კლიმატურ პირობებში, როგორც მაშინდელ ევროპელებს უწევდათ ცხოვრება (ჩიპევიანები, ჰვეჩინები, მთიელი ხალხები და ნასკაპი). ამ ყველაფრის მიხედვით დათვლილია, რომ ესპანეთიდან უკრაინის ჩათვლით ტერიტორიაზე (მთელ ევროპაში, რუსეთამდე) ყოველ თაობაში, ერთრდოულად მცხოვრები კრომანიონების რაოდენობა:

ძვ.წ. 40, 000 - ძვ.წ. 28, 000 წლებში მერყეობდა ერთდროულად მცხოვრები 28, 400 ადამიანიდან 1700 ადამიანამდე (საშუალოდ 4400);

ძვ.წ. 28, 000 - ძვ.წ. 20, 000 წლებში - 30, 600-დან 1900-მდე (საშუალოდ 4800);

ძვ.წ. 20, 000 - ძვ.წ. 14, 500 წლებში - 37, 700-დან 2, 300 ადამიანამდე (საშუალოდ 5900);

ძვ.წ. 14, 500 - ძვ.წ. 9500 წლებში - 72, 600-დან 11, 300 მოსახლემდე (საშუალოდ 28700);


კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები

კრომანიონი ბავშვი


ბრიტანეთში აღმოჩენილი უძველესი კრომანიონი არის ე.წ. "პავილანდის წითელი ქალბატონი" (Red lady of Paviland), რომელიც თავიდან, 1822 წელს, რომაული პერიოდის ქალი ეგონათ, მაგრამ თანამედროვე გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ის ძვ.წ. 31, 000 წლისთვის გარდაცვლილი ახალგაზრდა კრომანიონი მამაკაცია.

3 დომინანტური გენი, რომელიც თეთრი კანის ფერის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი არის: KITLG, SLC24A5 და SLC45A2. ამ სამიდან ბოლო 2 ცოტა მოგვიანებით პერიოდში ჩნდება და ვრცელდება ევროპის მოსახლეობაში, ისევე როგორც გენი სახელწოდებით TYPR1, რომელიც პასუხისმგებელია თმის და თვალის ღია ფერის წარმოქმნაზე, წარმოიშვა და გავრცელდა ევროპელებში ძვ.წ. 17, 000 - ძვ.წ. 9000 წლებში და ყველა ეს გენი დომინანტური გახდა კონტინენტზე მხოლოდ ბრინჯაოს ხანიდან. ასევე საინტერესოა ლურჯი თვალების გენის გავრცელება. როგორც აღმოჩნდა, დღეს არსებულ ლურჯთვალა ხალხს ერთი საერთო წინაპარი ჰყავს, რომელსაც გაუჩნდა გენი სახელწოდებით OCA2 ძვ.წ. 8000 წლიდან ძვ.წ. 4000 წლების პერიოდში სადღაც ევროპის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ზევით ნახსენებ თეთრი კანის ფერის ჩამომყალიბებელ გენს სახელწოდებით KITLG-ის, ის გაჩნდა ევროპელებში, კრომანიონებში ჯერ კიდევ ძვ.წ. 30 ათასი წლიდან.


კრომანიონის თავის ქალაკრო-მანიონი / კრომანიონი / კრომანიონელი მამაკაცი


მიტოქონდრიული კვლევებით ირკვევა, რომ კრომანიონების წინაპრები იყვნენ აღმოსავლეთ აფრიკიდან ევრაზიაში ძვ.წ. 63, 000 - ძვ.წ. 53, 000 წლებში გადმოსული ადამიანების შთამომავლობა, მიუხედავად იმისა, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანები ევრაზიაში პირველად ჯერ კიდევ ძვ.წ. 248, 000 წლისთვის იყვნენ გადმოსულნი აფრიკიდან. კრო-მანიონები ანუ პროტო-ევროპელები გამოეყვნენ პროტო-მონღოლოიდებს ძვ.წ. 48, 000 წლიდან. ისინი აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდნენ, ხოლო კრო-მანიონები ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში.

კრომანიონ მამაკაცებს ჰქონდათ შემდეგი ჰაპლოჯგუფები: IJ, C1 და K2a.

ხოლო კრომანიონ ქალებს ჰქონდათ შემდეგი მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები: N, R და U.


კრომანიონელები - კრომანიონები - ადრეული ევროპელი თანამედროვე ადამიანები


Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი IJ წარმოიშვა დასავლეთ აზიაში, მესოპოტამიის მცირე აზიის და სამხრეთ კავკასიის ან ირანის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ.წ. 48, 000 წლისთვის. შემდგომ პერიოდში, უკვე ანატოლიის გავლით, ეს მოსახლეობა გადავიდა ძვ.წ. 46, 000 - ძვ.წ. 44, 000 წლიდან ევროპაში და გავრცელდა ამ კონტინენტზე. ცხადია ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზეც დარჩა ეს პოპულაცია, რომელმაც შემდგომ პერიოდში წარმოშვა J ჰაპლოჯგუფი ძვ.წ. 41, 000 წლისთვის, ხოლო ევროპაში გადასულმა ამ კრომანიონებმა წარმოშვეს I ჰაპლოჯგუფი დაახ. ძვ.წ. 33, 000 წლიდან, თუმცა მეცნიერები უშვებენ დიდ შესაძლებლობას, რომ I ჰაპლოჯგუფი წარმოშობილიყო სამხრეთ კავკასიის და მცირე აზიის ტერიტორიებზე და შემდეგ გავრცელებულიყო ევროპაში ახალ ტალღად.

მიტოქონდრიული ჰაპოლოჯგუფი U წარმოიშვა ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთში ძვ.წ. 47, 000 - ძვ.წ. 41, 000 წლებში და შემდეგ გავრცელდა ანატოლიის გავლით ევროპაში. იქ წარმოშვა U5 ჰაპლოჯგუფი ძვ.წ. 33, 000 - ძვ.წ. 23, 000 წლებში. დღემდე აღმოჩენილთა შორის ამ მარკერის უძველესი მქონე კრომანიონი მამაკაცის ნარჩენები აღმოჩენილია იტალიაში, რიპარი ვილაბრუნაში და ამიტომ ეწოდა ვილაბრუნა 1 (Vilabruna 1). მამაკაცის ჰაპლოჯგუფ R1b-ს (კერძოდ R1b1a-L754* (xL389, V88)) უძველესი მტარებელი ევროპის კონტინენტზე. როგორც ჩანს, კრომანიონთა ეს ჯგუფი ევროპაში კვლავ გადავიდა ჩრდილოეთ ახლო აღმოსავლეთიდან.


ვილაბრუნა 1 / Vilabruna 1


აზილური ანუ ადრეული მეზოლითის ხანის "ბიშონელი კაცი" (Bichon man), რომელიც აღმოჩენილი იქნა შვეიცარიის ალპებში, იურას მთებში, იყო კრომანიონთა შთამომავალი (ორივე, კაცის და ქალის ხაზით) დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელი, რომელსაც ჰქონდა I2a მამაკაცის ჰაპლოჯგუფი, ხოლო მიტოქონდრიული - U5b1h.


ბიშონელი კაცი / Bichon man


რაც შეეხება ჰაპლოჯგუფ K2a-ს, ის ჩამოყალიბდა ძვ.წ. 45, 000 წლისთვის ევრაზიაში და უფრო მეტად გავრცელდა აღმოსავლეთ აზიაში და წარმოშვა შემდგომში NO ჰაპლოჯგუფი ძვ.წ. 40, 000 წლისთვის. ამ ხალხთა შთამომავლები დღეს ცხოვრობენ ჩინეთის, ინდო-ჩინეთის ანუ "ვეფხვების მხარის" და ჩრდილოეთ ევრაზიის ტერიტორიებზე, ისინი მონღოლოიდები არიან. აღსანიშნავია, რომ ჰაპლოჯგუფ K2a-ს მქონე კრომანიონელი აღმოჩენილია ევროპის ტერიტორიაზეც, რუმინეთში, თუმცა ამ მოდგმის ხალხი ევროპის პოპულაციაში ყოველთვის უმცირესობაში იყო. ამ ადამიანს მეცნიერებმა უწოდეს ოაზ-1 (Oase-1). ოაზ-1 გარდაიცვალა ძვ.წ. 35, 800 წლისთვის. დღეს მისი პირდაპირი შთამომავალი ევროპაში აღარ არსებობს. მისი წინაპრები შერეული იყვნენ ნეანდერტალელებთან იმდენად, რომ კონკრეტულად ნეანდერტალელებისთვის დამახასიათებელი გენომი მასში 6-დან 9%-მდე იყო, რაც ნიშნავს, რომ მას ჰყავდა ნეანდერტალელი წინაპარი 4 ან 6 თაობის წინ. იქვე იქნა აღმოჩენილი მეორე ასეთივე ინდივიდი, რომელსაც უწოდეს ოაზ-2 (Oas-2) და მასში ნეანდერტალური გენომი 6%-მდე აღწევდა. არც მისი შთამომავლები ცხოვრობენ დღევანდელ ევროპაში. ოაზ-1-ის მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი იყო N. ორივე მათგანი უფრო ახლოს იყო გენეტიკურად და ანატომიურად არა ევროპელ კრომანიონებთან, არამედ აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებ ჰომო საპიენსებთან.


ოაზ-2 / Oas-2 - რეკონსტრუქცია



წყარო: Cro-Magnon / Description, Tools & Facts / Britannica; Early European modern humans / Wikipedia;

მხატვრული ილუსტრაციების ნაწილი შესრულებულია ტომ ბიორკლანდის (Tom Bjorklund) მიერ.





კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
242
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
242
  
2021, 5 ნოემბერი, 8:54
Cro-Magnon (47,000 — 13,000 BC)

Complexion: Medium, likely similar to East Asian skin tone range.
Hair color: Unknown, probably mostly brown and black.
Eye color: Unknown, probably mostly brown.

The term “Cro-Magnon” is essentially a collective label for all European Early Modern Humans and has been used to refer to populations of Europe up until the end of the Ice Age.

The earliest Cro-Magnons were part of the non-genetically-distinct ‘meta-population’ of West Eurasia (which includes Europe, Central, and West Asia) that existed up until approximately 24,000 BC. By that point, genetically distinct sub-populations had developed due to selection pressure and founder effects. The entirety of the aforementioned territory was Caucasoidal during this time period — i.e., not ‘Mongoloid’ or East Asian.
2021, 5 ნოემბერი, 8:54
The Cro-Magnon people of Europe remained similar to the founding stock due to being genetically isolated for more than 20,000 years, between ~35,000 and ~12,000 BC (meaning that they didn’t interbreed with any other populations).

Note: I would prefer that people used the term ‘Cro-Magnon’ to refer exclusively to the non-genetically-distinct populations, but, unfortunately, the term is currently a magic bag into which any prehistoric European population can fit, regardless of whether they are genetically distinct or not.
If I recall correctly, a recent skeletal discovery pushed the earliest date of Cro-Magnons in Europe back by thousands of years (but I can’t find the article right now, so I’ll stick with the mainstream dates).

The image below is a Cro-Magnon self-portrait, cut into mammoth ivory, dated 24,000 BC — note the similarities to the reconstructions above, which are from the American Museum of Natural History, New York.

Source: Faces of Ancient Europe: Accurate reconstructions and pigmentation - thuletide.wordpress.com
2021, 4 ნოემბერი, 6:09
Dominant haplogroups of Cro-Magnon men: IJ, I.
Dominant mitochondrial haplogroups of Cro-Magnon women: U, N and R.
0 1 3