x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მსოფლიოს 4 უძველესი ქალაქი, რომელიც დღემდე არსებობს

მსოფლიოს არაერთ ადგილს შეუძლია მდიდარი და საოცარი ისტორიული წარსულით დაიკვეხოს. თუმცა, ცოტა თუ დარჩა ხელუხლებელი და თითქმის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც საუკუნეების წინ იყო.

აქ 4 ქალაქს წარმოგიდგენთ, რომელიც მხოლოდ კი არ გადარჩა, არამედ ის ატმოსფერო შეინარჩუნა, რომელიც იქ შორეულ წარსულში სუფევდა.


ვარანასიimage


ვარანასი, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. XI ს. დაარსეს. ქალაქი ასევე ცნობილია ბენარასის სახელით და უტარ-პრადეშის შტატში (ინდოეთი) მდებარეობს. ისტორიულად, ვარანასი განთქმული იყო ქსოვილებით, ქანდაკებით და პარფიუმერიით. იმის გარდა, რომ ეს ქალაქი ადრე იყო და ფაქტობრივად, დღემდე, ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენს, ის, უძველესი დროიდან მოყოლებული, ინდუიზმის და ბუდიზმის წმინდა ცენტრად რჩება. ცნობილია, რომ ბუდამ პირველად სწორედ ამ ქალაქში იქადაგა და ეს ძველი წ. აღრ. 528 წ. მოხდა. ხოლო, VIII საუკუნეში, ვარანასი შივას და ვიშნას თაყვანის საცემ, ოფიციალურ ადგილად გამოაცხადეს. ინდოეთის მთელი ისტორიის მანძილზე, მაშინაც კი, როდესაც ინდოეთს მოგოლათები (XVII–XVIII სს.) მართავდნენ, ვარანასი ინდუიზმის ცენტრად რჩებოდა.


ათენიimage


გადმოცემით, ათენი ძვ. წ. აღრ. 508 წ. დაარსდა. გარდა იმისა, რომ ის საბერძნეთის უდიდესი ქალაქია, ასევე, ხანგრძლივი არსებობის ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა კულტურის და ტრადიციის ცენტრს წარმოადგენს. არქეოლოგიური ძეგლებით გადაჭედილი ქალაქი, თავისი მდიდარი მემკვიდრეობით ყველა ევროპულ ქალაქს ჩრდილავს. ძველი ათენი, ისტორიულად, ყოველთვის იყო ხელოვნების, მეცნიერებისა და ფილოსოფიის მთავარი კერა. ქალაქში ჯერ კიდევ შეიძლება ისეთი უძველესი ძეგლების ნახვა, როგორიც პართენონია და ასევე, სხვა ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალეთის პერიოდის უძველესი ნაგებობების.


დამასკოimage


ითვლება, რომ არაბული სამყაროს მთავარი ცენტრი — დამასკო, ჩვენს ერამდე II ათასწლეულში დააარსეს. თუმცა, არაბი ისტორიკოსის იბნ ასაქირის ( 1105–1176 წწ.) ცნობით, დასახლება ამ ადგილზე, ჩვენს ერამდე, IV ათასწლეულში უკვე იყო. საუკუნეების მანძილზე, ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. ერთი პერიოდი მას ფარაონები მართავდნენ, შემდეგ ასურეთის და ბაბილონის სამეფოებში და ბიზანტიის იმპერიაში შედიოდა. 661–750 წლებში ომაიანთა სახალიფოს დედაქალაქი იყო... ჯვაროსნებმა 3–ჯერ სცადეს მისი აღება. შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და საფრანგეთის კოლონიაც კი იყო.


სტამბოლიimage


დღევანდელი სტამბოლი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე, კონსტანტინოპოლის სახელით იცნობდნენ, ძვ. წ. აღრ. 657 წელს მეგარიელმა (მეგარია – ქალაქი საბერძნეთში) კოლონისტებმა დაარსეს და მას ბიზანტიონი უწოდეს. კონსტანტინე დიდმა ახ. წ. აღრ. 328 წ. თავისი რეზიდენცია ბოსფორის სანაპიროზე გადაიტანა და ბიზანტიონის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ახალი დედაქალაქის მშენებლობა დაიწყო. 330 წ. ის ოფიციალურად გახდა იმპერიის დედაქალაქი და მას კონსტანტინოპოლი უწოდეს. ქალაქი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ცენტრი მთელი 16 საუკუნის მანძილზე იყო.

რა თქმა უნდა, ჩვენს პლანეტაზე არის სხვა უძველესი ქალაქები, მაგრამ სწორედ ამ ქალაქებმა შეინარჩუნეს საკუთარი პირველსახე და კოლორიტი.



image


imageimageimageimage




0
542
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0