x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ მოუწოდებს კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის მცხოვრებლებს ნაკლები ჭამისკენ?

image
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას საკვების პრობლემების გამო ნაკლები ჭამისკენ მოუწოდა. კიმ ჩენ ინის თქმით, ვითარება მხოლოდ 2025 წელს შეიძლება გაუმჯობესდეს, როცა ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან საზღვარს გახსნის, წერს Daily Mail-ი.

RFA-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეელები ჩივიან, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი საკვები. ისინი შიშობენ, რომ საკვების გარეშე გაძნელდება ზამთრის გადატანა, რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენიმე წელზე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს დახურა. მას შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში ბევრ საქონელზე ფასები გაიზარდა მიწოდების შემცირების გამო.

1
759
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
759
  
2021, 28 ოქტომბერი, 12:18
ეს იგივეა კობახიძემ და ღარიბაშვილმა რომ მოგვიწოდონ სიძულვილის ენით ლაპარაკს მოეშვითო
0 1 1