სხვა
შეერთებულ შტატებში მესამე სქესის "X" ნიშნით პასპორტების გაცემა დაიწყო
2021, 27 ოქტომბერი, 21:00
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა პირველი გაცემული ამერიკული პასპორტის შესახებ მესამე სქესის "X" ნიშნით. 2022 წლიდან ყველა განმცხადებელს შეეძლება ასეთი პასპორტის აღება. ამის შესახებ აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა აშშ-ს პირველი პასპორტი სქესის „X“ ბეჭდით. ჩვენ მოუთმენლად ველით ეს შევთავაზოთ ყველას, ვინც განაცხადებს პასპორტზე. როგორც კი შევავსებთ საჭირო სისტემას, განვაახლებთ ფორმას 2022 წლის დასაწყისში“, - თქვა პრაისმა წერილობით განცხადებაში.
მან ასევე თქვა, რომ დეპარტამენტი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-ის სხვა სამთავრობო უწყებებთან, რათა უზრუნველყოს, რომ ყველა პასპორტის მფლობელს, განურჩევლად მათი სქესის, შეეძლოს მაქსიმალურად კომფორტულად იმოგზაუროს.