x
image
გემი დალანდი
13 უჩვეულო მეთოდი პროდუქტების დიდი ხნით შესანახად
ეს მეთოდები ერთი შეხედვით შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ნამდვილად “მუშაობენ".

თუ კიტრს კოვზთან ერთად მოათავსებთ მაცივარში, სიქორფეს ორ კვირამდე შეინარჩუნებს.

image

ხაჭოს და არაჟნის ქილები გადმოატრიალეთ და ისე შეინახეთ. ასე ვაკუუმის ეფექტი წარმოიქმნება, რაც ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის და პროდუქტიც უფრო დიდხანს ინახება.

image


ფქვილი რომ მწერებისგან დაიცვათ, ჩადეთ მასში ფოლგის ნაჭერი

image

მარწყვმა რომ დიდხანს შეინარჩუნოს სიქორფე, სამ ჭიქა წყალში ორი კოვზი ძმარი გახსენით და კენკრა ამ ხსნარში გარეცხეთ.

image

პომიდორს თუ გაყინავთ, დაახლოებით ნახევარ წელს გაძლებს. მისი გამოყენება კო სოუსებსა და სუპებში შეგიძლიათ.

image

მწვანილი რომ დიდი ხნით შეინახოთ, გაახვიეთ ქაღალდის ნოტიო ხელსახოცში, ჩადეთ პარკში, ზედმეტი ჰაერი გამოდევნეთ და საყინულეში შეინახეთ. მწვანილი აღარ გაყვითლდება და დიდხანს შეინახება ცოცხლად.

image

პური რომ არ დაობდეს, ცელოფანში მოათავსეთ ნიახურის ღერო

image

ყავისფერი შაქრის შენახვაში ჩვეულებრივი ზეფირი დაგეხმარებათ.მოათავსეთ რამდენიმე ზეფირი შაქრის პარკში ან კონტეინერში და სულ ესაა.

image

ავოკადო რომ მალე დამწიფდეს, ბანანთან ერთად მოათავსეთ ერთ წურჭელში. ბანანი ეთილენს გამოყოფს, რაც ავოკადოს დამწიფებაში ეხმარება.

image

ჩირი რომ ძალიან არ გამოშრეს, შეინახეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში, image

სალათის ფოთლები რომ ხრაშუნა და ქორფა იყოს, გაახვიეთ ფოლგაში. ასე დაახლოებით ორი კვირა შეინახება.

image

გაჭრილი ლიმონი რომ არ გამოშრეს, გაჭრილ მხარეს მოაყარეთ ლიმონი და შედეთ მაცივარში.image

გაყინვის დროს კენკრა რომ ერთმანეთს არ მიეკრას და არ გაფუჭდეს, უმჯობესია ჯერ თეფზე ერთმანეთისგან მოშორებით დაალაგოთ და გაყინოთ, შემდეგ კი კონტეინერში გადაიტანოთ და შეინახოთ.

image

0
207
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0