x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
რატომ იკვეთავენ საკუთარ თითებს დანის ტომის ქალები? - ეს საინტერესოა

image

დანი (ზოგჯერ იწოდება, როგორც "ნდანი") დასავლეთ ახალი გვინეის ცენტრალური მთიანეთის ტომია. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეთნიკური ჯგუფია პაპუასებს შორის.

ერთ დროს დანის ტომი ცნობილი იყო იმით, რომ მისი წევრები აგროვებდნენ მოკლული მტრების თავებს. დღემდე ისინი არანაკლებ უცნაურ ტრადიციებს აგრძელებენ. მათ შორისაა თითების მოკვეთის ტრადიცია, რომელიც მოქმედებს დანის წევრ ქალებს შორის. ქალები იჭრიან, იკვეთავენ თითის ზედა ნაწილს (სადაც ფრჩხილები უნდა იყოს) ყოველ ჯერზე, როცაკი ახლობელი ადამიანი გარდაეცვლებათ. ამით ისინი პატივს მიაგებენ გარდაცვლილი ახლობლის (ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის) ხსოვნას. თითის ნაწილის მოკვეთა დანის ტომის ქალებისათვის გლოვის ტრადიციის, მწუხარების გამოხატვის მთავარი ნიშანია, ჟესტია.




image


image


image


0
652
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
652
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0