„მიხეილმა მითხრა, რომ მას სამართლებრივ დახმარებაზე უარი უთხრეს და დღეიდან ის უარს ამბობს სამედიცინო მომსახურებაზე“, - განაცხადა დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ უკრაინელმა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი თბილისში, კერძოდ სანზონაში, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და გადაყვანილი იქნა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. 1 ოქტომბრიდან მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ცნობილია მას რამოდენიმეჯერ დასჭირდა დახამრება, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი შიმშილობის მეოთხე კვირას იწყებს. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური საქართველოში 2021 წლის 30 ოქტომბერს, შაბათს გაიმართება.