x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"თქვენ მართლა შ@გ ხომ არ გაქვთ ყველას მაგ პარტიაში?!!"- თეა თუთბერიძე ენმს

image


"კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით მიმართავს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად მათ აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. თეა თუთბერიძის პოსტს, რომელიც მან ცოტა ხნის წინ, "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა უცვლელად გთავაზობთ.


"რასაც მე შორიდან ვუყურებ ხელისუფლებას ხომ არ აქვს გაცნობიერებული რა ბეწვის ხიდზე გადიან მაგრამ უბედურება ისაა რომ ენმ-საც კი არ აქვს გაცნობიერებული რა შეიძლება მოხდეს!!!


ხალხო, თქვენ მართლა და მართლა შიგ ხომ არ გაქვთ ყველას მაგ პარტიაში?!! რა 30 ოქტომბერი და რა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და 20 ქალაქი?!


გგონიათ იმას რომ რამე მოუვიდეს იქ ციხეში თქვენ თბილად ჩადებთ უკანალებს პარტიის ოფისის სავარძლებში ან სადმე სხვაგან და გააგრძელებთ პოლიტიკოსობანას?! მართლა ასე გგონიათ??


გადით ქუჩაში სანამ დროა და პარალელურ რეჟიმში ატეხეთ საერთაშორისო განგაში, სასწრაფო წესით ააწევინეთ უკანალები საელჩოებიდან ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ არა მერე უკვე გვიან იქნება და წაგლეკავთ ყველას ეს გაუაზრებლობა რეალობის!


ნუ ელოდებით მიშას რომ ის მოგწერთ იქედან ხვეწნა-მუდარის წერილებს!!!" - წერს თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს - პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 27 დღეა შიმშილობს. ის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს და ამბობს რომ ურჩევნია იქ დარჩეს, სადაც ამჟამად იმყოფება.


"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება არ დაასრულებს. ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე", - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების #12 დაწესებულების დატოვების შემდეგ გააცნო.






0
2006
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2006