x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 მსახიობი, რომლებმაც როლის მისაღებად საკუთარ ჯანმრთელობას მიაყენეს ზიანი

როლის მიღება კარგ ფილმში ჯერ კიდევ დასაწყისია, ყველაზე რთული მსახიობისთვის როლის ზედმიწევნით მორგებაა, რაც ყველას არ გამოსდის:

1. ენ ჰეტეუეი ფილმში “საბრალონი"

მსახიობი უბრალოდ შეპყრობილი იყო ამ როლით. როლში შესასვლელად მან 11 კილო დაიკლო. წონის კლების გარდა თმაც გადაიპარსა და საერთო ჯამში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარის ნომინაციაც მიიღო.image

2. რობერტ პატინსონი ფილმში “კარგი დრო"

პატინსონს ფილმში ღარიბი ქურდის როლი ჰქონდა. როლის მოსარგებად ის ჰარლემში, სარდაფში ცხოვრობდა, 2 თვის მანძილზე ის არც ნაგავს ყრიდა სარდაფიდან, არც ოთახს ანიავებდა, ფარდები მუდამ ჩამოწეული ჰქონდა და მხოლოდ თინუსს ჭამდა წონის დასაკლებად.image

3.კრის პრატი ფილმში “გალაქტიკის მცველები"

“მიზანი ნომერი ერთი"-ს გადაღებების დროს მსახიობმა მნიშვნელოვნად მოიმატა წონაში, ამიტომ, როდესაც სუპერგმირების ფილმში როლი მიიღო, პროფესიონალების დახმარებით 6 თვეში 27 კილო დაიკლო.image

4. ჯონ კრასინსკი ფილმში “13 საათი"

საბრძოლო ჟანრის ფილმის გამო მსახიობი თვეები გადიოდა სამხედრო მზადებას და წვრთნებს, ისწავლა იარაღის გამოყენებაც.image

5. ჰოლი ბერი ფილმში “ტროპიკული ციებცხელება"

მსახიობისთვის ეს როლი პირველი იყო და კარგადაც შეასრულა. როლში იმდენად შეიჭრა, რომ 2 კვირის განმავლობაში არ იბანავა.image

6. რუნი მარა ფილმში “გოგონა დრაკონის ტატუირებით"

პანკ-ჰაკერის როლის მოსარგებლად მსახიობმა პირსინგები გაიკეთა სახეზე, წარბები გაიღიავა და ისედაც გამხდარმა, კიდევ უფრო დაიკლო წონაში. გაეცნო საბრძოლო ხელოვნებას, ისწავლა მოტოციკლის ტარება.image

7. ჯეიმი ფოქსი ფილმში “რეი"

მსახიობი დღეში 14 საათი თვალის პროთეზებს ატარებდა რეი ჩარლზის უსინათლობის გამო. ისწავლა ბრაილის შრიფტი, დილით ადრე დგებოდა გადაღებებისთვის, შემდეგ კი ინსტრუმენტზე დაკვრას უთმობდა დროს. გასაკვირი არცაა, რომ მან ოსკარი მიიღო რეალისტური პერფორმანსისთვის.image

8. მეთ დეიმონი ფილმში “სიმამაცე ბრძოლაში"

გადაღებების დაწყებამდე ის იცავდა მკაცრ დიეტას და დიდ დროს უთმობდა ვარჯიშს. ფილმის გადაღების შემდეგ მისი მდგომარეობა იმდენად ცუდი იყო, რომ სამედიცინო დახმარების გაწევაც დასჭირდა.image

9. კრის ჰემსვორტი ფილმში “ზღვის გულში"

ძნელი წარმოსადგენია ძლიერი თორი წონის ასეთ მკვეთრ ტრანსფორმაციაში. "ზღვის გულში" შესრულებული როლისთვის ჰემსვორთი თხუთმეტ ძლიერ კოლეგასთან ერთად მუშაობდა დიეტაზე სახელწოდებით Lost at Sea, რომელიც იმდენად რთული იყო, რომ ყოველი დაკლებული კილოგრამი 5 კილოგრამის ტოლფასი იყო. მსახიობები ყოველდღიურად დგებოდნენ სასწორზე და ფაქტობრივად მხოლოდ ამის შესახებ საუბრობდნენ.
image

10. ნიკოლ კიდმანი ფილმში “შურისძიების დრო"

კიდმანი როლისთვის კვირების მანძილზე ემზადებოდა, გადაღებების დროს კი გრიპი ჰქონდა და ფეხზე ძლივს იდგა, თუმცა როლს ეს ფაქტორიც წაადგა.
image




0
306
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0