x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ამერიკაში ქალმა სამჯერ იმშობიარა ერთი და იგივე დღეს სამწლიანი ინტერვალით

image

აშშ-ში, ფლორიდაში, 32 წლის კრისტენ ლამერტმა სამი ქალიშვილი გააჩინა სამ წლიანი ინტერვალით და ყველა ერთსა და იმავე დღეს. ამის შესახებ გამოცემა Metro იუწყება.

ლამერტების პირველი ქალიშვილი სოფია 2015 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. იმავე დღეს, სამი წლის შემდეგ, 2018 წლის 25 აგვისტოს მათ ოჯახს მეორე ქალიშვილი ჯულიანა შეემატათ. მრავალშვილიანი დედის თქმით, იგი ფიქრობდა, რომ შესაძლოა მისი ქალიშვილების დაბადების თარიღები დამთხვეოდა.

მაგრამ მოხდა ისე, რომ კიდევ სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 აგვისტოს, ცოლ-ქმარი მესამედ გახდნენ მშობლები - მათ შეეძინათ ქალიშვილი მია. სამივე ქალიშვილი ზუსტად სამი წლის სხვაობით ერთ დღეს დაიბადა: ახლა სოფია ექვსი წლისაა, ჯულიანა სამი წლის, მია კი მხოლოდ ორი თვის.


image

მშობლებმა ამბობენ, რომ დები ერთი დაბადების დღის გამო სულაც არ ნერვიულობენ - მაგალითად, წელს სოფიამ და ჯულიანამ ერთად მოიფიქრეს დღესასწაულის კონცეფციაა და თვითონვე შეარჩიეს დეკორაცია. მია რა თქმა უნდა ჯერ ძალზე პატარაა და ჯერ ვერ იქნება ჩართული დღესასწაულის ორგანიზებაში.

32 წლის დედამ აღნიშნა, რომ თითოეულ ქალიშვილს დაბადების დღეზე პეროსნალურად გადაეცემა ტორტი ზედ დანთებული სანთლებით.



image

მეან-გინეკოლოგმა კრისტინა გრევსმა განაცხადა, რომ ასეთი ფენომენი ძალზე იშვიათია. თუმცა, ლამერტები არ არიან ერთადერთი ოჯახი, რომლის შვილებიც დაიბადა ერთ დღეს.

მაგალითად, ამერიკაში კამინსის ოჯახი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა მას შემდეგ, როდესაც ამ ოჯახის ხუთი და-ძმა დაიბადა სხვადასხვა წლებში და ერთი და იმავე დღეში- 20 თებერვალს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისში, ლივერპულში, ერთსა და იმავე ოჯახში ქალების სამი თაობა დაიბადა ერთ დღეს . Liverpool Echo-მ აღნიშნა, რომ ასეთი დამთხვევის ალბათობა დაახლოებით 135 ათაში ერთია.

0
57
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0