x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
10 პროდუქტი, რომლის შენახვის ვადა შეფუთვაზე მითითებულ თარიღს მნიშვნელოვნად აღემატება
ვარგისობის ვადა მყიდველისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. მწარმოებელი გარანტიას გაძლევთ, რომ ამ პერიოდში პროდუქტი არ გაფუჭდება და უშიშრად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზოგჯერ პროდუქტს თავისი თვისებების შენარჩუნება მაშინაც შეუძლია, როცა შეფუთვა საპირისპიროს ამბობს.

ეს პროდუქტები შეგიძლიათ სახლში დიდხანს შეინახოთ და ვარგისობის ვადის გასვლაზე არ იდარდოთ.

image

მზისგან დამცავი საშუალება


რუჯის საწინააღმდეგო საშუალება პირველი გამოყენებიდან 2 წლის შემდეგაც არ გაფუჭდება, თუმცა მწარმოებლები ხშირად შენახვის ნაკლებ დროს უთითებენ. საყვარელმა კრემმა თავისი თვისებები დიდხანს რომ არ დაკარგოს, მშრალ ადგილას შეინახეთ და უპირატესობა დოზატორიან შეფუთვას მიანიჭეთ. ასე კრემში ბაქტერიები და ჭუჭყის ნაწილები არ მოხვდება.


საფენები და ტამპონები

საფენები და ტამპონები თამამად შეგიძლიათ მოიმარაგოთ, რადგან წარმოებიდან 5 წელი ინახება. გაითვალისწინეთ, რომ შემწოვ მასალას სინესტისკენ მიდრეკილება აქვს და ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემოა. ჰიგიენის საშუალება სააბაზანო ოთახში არ შეინახოთ.


თვალის ჩრდილები

image

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მშრალი ჩრდილები შეგიძლიათ წლები შეინახოთ და კოსმეტიკური თვისების დაკარგვასა და კანის დაზიანებაზე არ იდარდოთ. აპლიკატორის და ფუნჯის მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. ხშირად გარეცხეთ და ახლით შეცვალეთ.


რძე

image

პასტერიზებული რძე უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული. ვადის გასვლიდან კიდევ ერთი კვირა შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ მჟავე ან აჭრილი არაა, მშვიდად მიირთვით.


კვერცხი

image

გაყიდვაში გამოშვებიდან 3-5 კვირა მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ. უბრალოდ მაცივარში კუთხე გამოუნახეთ.


იოგურტი

image

პასტერიზებული იოგურტი დახურულ შეფუთვაში შეგიძლიათ მაცივარში ვადის გასვლიდან კიდევ 2-3 კვირა შეინახოთ. თუ გაყინავთ, გემრიელი რძის პროდუქტი რამდენიმე თვის შემდეგაც შეგიძლიათ მიირთვათ.


შოკოლადი

image

ხარისხიანი შოკოლადის ფილა ვადის გასვლიდან რამდენიმე კვირა ძლებს. თუ მშრალ ბნელ ადგილას მაქსიმუმ 20 გრადუსზე შეინახავთ, თუნდა შოკოლადზე თეთრი ფენის გაჩენა, პროდუქტის გაფუჭებას არ ნიშნავს. ასეთ რეაქციას ტემპერატურის ცვლილება იწვევს (მაგალითად, თუ შოკოლადს მაცივარში ინახავდით) და ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს.


ჩიფსი

image

კარტოფილის ჩიფსი სასარგებლო წასახემსებელი არაა, მაგრამ კარგად ინახება. საქმე მარილშია, რომელიც კარგი კონსერვანტია და ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის. ვადის გასვლიდან 2-3 კვირის განმავლობაში თამამად შეგიძლიათ იხრაშუნოთ.


მდოგვი

image

მდოგვი შეფუთვის გახსნიდან 1 წლის შემდეგაც საკვებად ვარგისია. უბრალოდ მაცივარში შეინახეთ და გამოყენებამდე ფერს და სუნს ყურადღება მიაქციეთ.


სანელებლები

image

მშრალი სანელებლები გემოს და არომატულ თვისებას გაყიდვაში გამოსვლიდან 2-3 წელი არ დაკარგავს. სანელებლები დახურულ კონტეინერში მშრალ ადგილას შეინახეთ. ასე თავის ვარგისობის ვადაზე მეტხანს გაძლებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზეც ფული ტყუილად დახარჯეთ

image

სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე?

image

6 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ღამით ჭიქაში გაჩერებული წყლის დალევა

image

ეს საშუალება საღამოს 7 საათზე დალიეთ, რომ დილით 7-ზე მსხვილი ნაწლავიდან ყველა ცხიმი გამოდევნოთ

image

ვისთვის არის აკრძალული კურკუმას მიღება

image

0
627
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
627