x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება“ - თაკო ჩარკვიანი

image


„მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

„დღეს შევიტყვე, რომ პატიმარ სააკაშვილს ამოუქოლეს ფანჯრები. ამ ნიუანსს, რომ ჩავუღრმავდეთ, ეს რას ნიშნავს და რა სილის გაწვნაა მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. რას გვიბედავენ უკვე, რომ მესამე პრეზიდენტს ამოუქოლონ ფანჯრები. ეს არის წამების ფორმა ჩვეულებრივ. არსებობს ათასგვარი ფობია. ფსიქოლოგიურად დათრგუნვა წამების ჩვეულებრივი ფორმაა.

30 რიცხვს მივჩერებივართ თითქოს ყველა. სინამდვილეში, რა გვიშლის ხელს პარალელურად ლოდინისა? ხალხო, ქვეყანა თავზე გვემხობა. მართლა „თალიბანს“ ხომ არ ველოდებით? გესმით, თქვენ ვიღაცა ხელმწიფეა კრეტინი, ხელმწიფეა სათავეში.

არაფრით არ ვაპირებ ამას შევეგუო. მეკითხებიან, რას აპირებ? - ყველაფერს, რაც კი გამოუგონია კაცობრიობას. არ ვარ რადიკალი, რადიკალი არის ვინც კონსტიტუციას არღვევს. არ ვარღვევ კონსტიტუციას. კონსტიტუციური უფლების გამოყენებას ვაპირებ. აჯანყების გარეშე არ წავა ეს კრეტინი ფეოდალი. არ წავა ეს პატარა ტანის ხელმწიფე. არ წავა არაფრით. „პატარა ტანის ხელმწიფეობაში“ მის სიმაღლეს არ ვგულისხმობ, „პატარა კაცობას“ ვგულისხმობ.

მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა. პირდაპირ წერია, კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს ამის უფლება, ჯანყის უფლება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ელისო კილაძესა და თაკო ჩარკვიანს შორის დაპირისპირება დაიწყო.

„ელისო კიოლაძე არის ჟურნალისტი და შეუძლია წეროს და იკითხოს. და იყოს... მე ხომ მაქვს უფლება არ ვისაუბრო. ის არის, თავის საქმე აქვს იმას. როგორ გითხრათ: ჟურნალისტიკა არის ერთი და ჭორაობა არის მეორე... ხომ ხვდებით რას ვამბობ. სწორი ინფორმაციის მიღება არის ერთი, მაღალი პოლიტიკური ლეველის ინფორმაცია არის მეორე. მე ამ ინფორმაციებს ვერ დავიყვან ჭორაობის დონეზე, “ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა მაკა რაზმაძის გადაცემაში.

მის ამ განცხადებებს გაზეთ ქარონიკა+ის რედაქტორი ელისო კილაძე ეხმაურება.

„მოკრძალებულად რომ ვიკითხო, თაკო ჩარკვიანი და მისი მოძრაობის 117 ათასი რეგისტრირებული წევრი რატომ არ დგას რუსთავის ციხესთან(ან იუსტიციის სამინისტროსთან) და რატომ არ ითხოვს სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში-ინტრიგანი ვიქნები?! ახალი დავალება აქვს-ქოცების რადიოში ზის და მე მეძახის ჭორიკანა ჟურნალისტს. კითხვა არ გიჩნდებათ, რატომაა უმოქმედოთ? ეხლა სადაა?ყველაზე კრიტიკულ დროს რატომ დაიმალა? მოძრაობა რატომ შექმნა, განცხადებების გასაკეთებლად თუ აქციების ჩასატარებლად?! არ ვაპირებ ქოცების პროვოკატორებთან რაიმეს დალაგებას, არც ჭორიკანა ჟურნალისტის დაძახებას ვაპატიებ.ვისაც მასზე გული ეწვის, გადაინაცვლოს მის კედელზე.

მალხაზ გულაშვილის მედიაში-ქოცებთან. საუკეთესო ლუსტრაციაა.დიდი ხანია აღარ მეხვეწება ნიუსები დამიდე და ინტერვიუ დამიბეჭდეო?! იმკურნალოს მაშინ-არ ვაპირებ გავუტარო ბოდვები. მე ჭორიკანა ჟურნალისტი მეძახოს ქოცების პროვოკატორმა და ხმა არ გავცე?ჩარკვიანის დამცველები ვერ იქნებიან ჩემი ფრენდები.შეასრულოს დაპირება-ხომ ამბობდა მიშას მურუსიძეს არ გავასამართლებინებო“, - წერს ელისო კილაძე.

7
560
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
560
  
2021, 28 ოქტომბერი, 17:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 27 ოქტომბერი, 22:08
კოჰაბიტაცია "რულავს"...
2021, 27 ოქტომბერი, 16:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 27 ოქტომბერი, 14:37
აჯანყებისკენ მოწოდება ანტიკონსტიტუციურია, სამართლებრივადაც გამართლებული იქნება ამისი დაკავება და უზიდოს მერე ჯონიმ "ბალანდა" და იძახოს ამან: "აუ რამდენნი ვართ"!!!
2021, 27 ოქტომბერი, 13:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 27 ოქტომბერი, 11:11
კილაძე საერთოდ "მოვლენაა" ქართულ ჟურნალისტიკაში, ჩემი ახლობლის შვილი ბანკის მძარცველის თანამზრახველად დაასახელა და მიიღო ამ ჭორაობაზე სათანადო პასუხიც, ჭორ-ნიუსის "დედოფალი".
2021, 27 ოქტომბერი, 11:09
ეს ქალი (იმდენად უმადური და აზროვნებაში პრობლემების მქონეა ქალბატონს ვერ ვუწოდებ) საზოგადოებისათვის უკვე საშიში ხდება.
სანამ ივანიშვილი ასაზრდოებდა მის ოჯახს მიშას და ნაციონალებს აგინებდა, ჯანსუღის გარდაცვალების მერე დედისთვის მოითხოვა 5 000-იანი დახმარება რასაც ჯანსუღს უხდიდა ივანიშვილი, უარი რომ მიიღო კლიმაქსიანივით აწიოკდა.
პუბლიცისტიო!-ვინ ნახა ამისი პუბლიკაციები, ერთი ანჩხლი და კაპასი ქალია და მეტი არაფერი.
ამიტომაც გარიყა ოპოზიციამაც.
0 1 7