x
image
ირინა მ.
გადაარჩინეს ირემი, რომელიც ყელზე ჩამოცმული მანქანის საბურავით დადიოდა (+ვიდეო)

image


კოლორადოში, ველური ბუნების დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, გადაარჩინეს ირემი, რომელიც ტყეში, სულ ცოტა, ორი წელი დაიარებოდა ყელზე ჩამოცმული ავტომანქანის საბურავით.

პირველად ირემი, ჯერ კიდევ 2019 წელს შენიშნეს, როცა დენვერიდან 30 მილში, კოლორადოს კლდოვან მთებში, გარეული ცხვრების პოპულაციას იკვლევდნენ. მას შემდეგ, გარეული ცხოველი რამდენიმეჯერ მოხვდა სათვალთვალო კამერების ობიექტივში. საბურავი ხელს არ უშლიდა მას კვებაში და წყლის დალევაში, თუმცა შესაძლებელი იყო ხის ტოტებში გახლართულიყო, ღობეებში ან სულაც სხვა ირმის რქებშიც კი. ამიტომ გადაწყდა ცხოველის გადარჩენა.

ირმის დაჭერას ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. მხოლოდ მეოთხე მცდელობის შემდეგ მოხერხდა 270 კილოგრამიანი ცხოველის ტრანკვილიზატორით დაძინება. იმ ადგილის გარშემო, სადაც საბურავი ეკიდა, მას პატარა ჭრილობა ეტყობოდა და არ ჰქონდა ბალანი, სხვა მხრივ ირმის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. საბურავის ქვედა მხარე ამოვსებული იყო ხის ტოტებით, მიწით და ნაგვით, რაც საბურავს უფრო მეტად ამძიმებდა. რამდენადაც იგი დიდი და მძიმე იყო, ამასთან მის შემადგენლობაში ფოლადიც შედიოდა, მისი გახერხვა არსებული ინსტრუმენტებით ვერ მოხერხდა, ამიტომ ბუნების დაცვის თანამშრომლებს ირმისთვის რქების მოხერხვა მოუწიათ. გამოფხიზლების შემდეგ ცხოველმა უკანმოუხედავად მოკურცხლა.

კოლორადის სამმართველოში აღნიშნეს, რომ ასეთი შემთხვევა პირველი არ არის. ირმები, ლოსები, დათვები და სხვა გარეული ცხოველები, ხშირად იხლართებიან საქანელებში, ჰამაკებში, ტანსაცმელში, დეკორატიულ ან სადღესასწაულო განათებებში, ფრენბურთის ბადეებში და ა. შ.





იხილეთ ასევე:





ბევრი ამერიკელი უკვე მცირე, მობილურ სახლებში გადადის საცხოვრებლად

image

საოცარია, მაგრამ ფაქტი-ეს ადამიანის კუდია!

image

ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image

ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ

image

ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image

არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა

image

მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა

image

საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ

image

მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image





0
221
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0