x
მეტი
  • 07.12.2021
  • სტატია:115446
  • ვიდეო:352850
  • სურათი:489368
კადრები, რომლებიც აქამდე არ გაუმჟღავნებიათ - ყველაზე მასშტაბური პანდემია
ისტორია სავსეა ამბებით, სადაც მსოფლიოში არსებული, ყველაზე საშინელი ეპიდემიების შესახებაა მოთხრობილი. თუ ფიქრობთ, რომ მსოფლიო ამ რთული პანდემიის წინაშე მხოლოდ დღეს დგას, ცდებით. COVID-19, ე, წ კორონა ვირუსის გარდა, დედამიწაზე არაერთი საშინელი ეპიდემია ყოფილა გავრცელებული და მათ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე უმსხვერპლია. ვიცი, რთულია დღევანდელი მდგომარეობით კიდევ უფრო დავამძიმოთ ჩვენი ცნობიერება ამ მძიმე თემით, თუმცა ვფიქრობ სტატია უფრო სამოტივაციო და იმედის მომცემია, რომ ოდესღაც, როდესაც არ იყო სამედიცინო შესაძლებლობები წინ, ადამიანებში- "ცივილიზაცია" და ჯანსაღი ფსიქიკა, ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვა და ამ ყველაფრის მიუხედავად მათ ამ სასიკვდილო ველზე გაიმარჯვეს, ალბათ ჩვენთანაც მალე "გამოიდარებს".




image




ესპანური გრიპი ან "ისპანკა" არის გრიპის ყველაზე მასიური ეპიდემია მსოფლიოში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილმა ეპიდემიამ 50-100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსხვერპლთა რაოდენობით ომში დაღუპულთა რაოდენობას აჯობა. მთლიანობაში, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 30% დაინფიცირდა ესპანური გრიპით.



1918 წელს გრიპის პანდემია, რომელსაც მაშინ ესპანურ გრიპს უწოდებდნენ, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ეპიდემია გამოწვეული იყო უჩვეულოდ საშიში და მომაკვდინებელი H1N1 ქვეტიპის გრიპის ვირუსით. ისტორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ იძლევა ვირუსის გეოგრაფიული წარმოშობის დადგენის საშუალებას. მისი სმხვერპლის უმეტესობა ჯანმრთელი, საშუალო ასაკის და ახალგაზრდა ადამიანები იყო. გასაკვირი იყო ფაქტი, რომ ვირუსი თითქმის არ ხვდებოდა სხვადასხვა ტიპის დაავადების მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს.




ცოტა ხნის წინ გავრცელდა იშვიათი ისტორიული კადრები, რომელიც აჩვენებს ესპანური გრიპის ეპიდემიის საშინელ შედეგებს. 100 წლის წინანდელი ფოტოები გააფერადა და გამოაქვეყნა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა როისტონ ლეონარდმა.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





იხილეთ აგრეთვე:





11 ყველაზე საშიში ეპიდემია, რომლებსაც მილიონობით ადამიანი ემსხვერპლაimage

0
757
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
757
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0