x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკა კორონავირუსის გარდა კიდევ ერთ სასიკვდილო ეპიდემიას ებრძვის
image

აშშ მორიგმა მომაკვდინებელმა ეპიდემიამ მოიცვა: თითქმის ყველა შტატში დაფიქსირდა გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა, რომელიც "ფენტანილის" ჭარბი დოზირებიდგან არის გამოწვეული.


მედიკოსები შეშფოთებულნი არიან, კოროვირუსული პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ძალა ჩართულია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, აღარ არსებობს ძალები ან რესურსები ფენტანილის უკონტროლო გავრცელების პრობლემის გადასაჭრელად.


ფენტანილი არის ჰეროინის სინთეტიკური ანალოგი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. ექიმები პაციენტებს ამ პრეპარატს უნიშნავენ გარუკვეველი ეტიოლოგიით წარმოქმნილი ძლიერი ტკივილის დროს.



ფენტანილის პოპულარობის ზრდა 2014 წელს დაიწყო, როდესაც ეიფორიის გამომწვევმა წამალმა შავ ბაზარზე რეკორდული სისწრაფით დაიწყო გავრცელება.აქტიურად ხდებოდა პრეპარატის გაყალბება: მხოლოდ 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში აშშ-ს ნარკოტიკების აღსრულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ამოიღეს 1, 8 მილიონი ყალბი აბი და დააკავეს ამ წამლით უკანონოდ ვაჭრობაში 800-მდე ეჭვმიტანილი.

image

ფენტანილის ძირითადი წარმოება ხდება ჩინეთში. პრეპარატი იწარმოება ძირითადად სახალხო რესპუბლიკის საპორტო ქალაქებში, საკმაოდ ლეგალურად მოქმედ ქიმიურ ლაბორატორიებში.

ჩინეთიდან, საზღვაო გზით "წამალი" იგზავნება მთელ მსოფლიოში. მისი მთავარი მყიდველები არიან მექსიკელი ნარკოკარტელები, რომლებიც ყიდულობენ ფენტანილს ფაქტობრივად კაპიკებში და შემდეგ ავრცელებენ არალეგალურ ნივთიერებას მთელ მსოფლიოში, 10 -ჯერ ან უფრო მეტ ფასად.


გარეგნულად, ფენტანილის ტაბლეტები არაფრით განსხვავდება, იმისგან რაც აფთიაქებში ექიმის რეცეპტურით გაიცემა. ახლა ადამიანის სიცოცხლისთვის მომაკვდინებელი პროდუქტის შეძენა შედარებით ადვილია არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ კანადაში, ესტონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

image

FBI-ის ცნობით, ფენტანილის, როგორც ჰეროინის შემცვლელის ან ამ უკანასკნელთან შერევით გავრცელება იწვევს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდას.


ამან, გარკვეულწილად, შეაშინა ნარკოდილერები, ბევრმა უარი თქვა ფენტანილის გასაღებაზე, რადგან სიკვდილიანობის დიდი რაოდენობა ამცირებს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობას და ასევე იპყრობს ძალოვანი სტრუქტურების ყურადღებას.

მუხედავად ამისა, ფენტალინის მოთხოვნა კვლავ მაღალია, რადგან ის საკმაოდ იაფი ღირს.

1
567
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
567
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1