x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
„დაჯექი, „გაგარინ“, თვლა ისევ ვერ ისწავლე!“ - დავით ჩიხელიძე შოთა დიღმელაშვილს

image

ცნობილია, რომ "ნაცმოძრაობის" ერთგული აქტივისტები ოდითგანვე ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიდნენ და მეტი შედეგის მისაღწევად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების საფარ ქვეშ აქტიურობდნენ. ასე იყო ამ არჩევნებზეც. ე.წ. „სირცხვილიას“ აქტივისტემი ადგილობრივი არჩევნებისთვის ორი მიმართულებით გააქტიურდნენ. ერთი სარეკლამო კამპანიას გულისხმობდა, რომელიც მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდა. მეორე მათი პროექტი კი ეგრედწოდებული ალტერნატიული ცესკო, ანუ სამოქალაქო საარჩევნო კომისიის დაფიძნება გახლდათ. სწორედ სამოქალაქო ცესკოს ქმედებები ბევრისთვის კრიტიკის საფუძველი გახდა. უცხო არავისთვის ყოფილა, რომ ამ ყველაფრის უკან შოთა დიღმელაშვილს და „სირცხვილიას“ სხვა წევრებს მოიაზრებდნენ.

„არაკომპეტენტურობის პიკი, ასე შეიძლება შეფასდეს სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი კვლევა. სიმართლე გითხრათ, გაგარინისგან მეტის მოლოდინი არ მქონდა, როგორი დილეტანტიც თვითონ არის, ისეთივე ორგანიზაცია შექმნა. რაც შეეხება მათ „ანალიზს“, როგორც სჩვევიათ, კვლევაში მოცემულია არა თუ ობიექტური ჭეშმარიტება, არამედ საკუთარი, ფაქტებს მოკლებული, სუბიექტური შეფასება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის დასკვნა აბსურდულია და ის რეალობას მოკლებულია.

„სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ „ვეეებერთელა“ ორგანიზაციაში, კაცი არ მოიძებნა, რომელსაც სიტყვა „ანომალიის“ განმარტება ეცოდინებოდა. ანომალიაა, როდესაც 73 ოლქიდან, ერთ ან ორ ოლქში ლოგიკას მოკლებული და საერთო სურათიდან ამოვარდნილი მოვლენა მოხდება, ხოლო ის, რაც 73 ოლქიდან ათეულობით ოლქში ხდება, უკვე კანონზომიერებაა და არა ანომალია, დაჯექი, გაგარინი, თვლა ისევ ვერ ისწავლე... მათი ლოგიკა ასეთია, მერე რა, რომ ამომრჩეველი ხმას მმართველ გუნდს აძლევს, ეს ჩვენი დამფინანსებლისთვის მიუღებელია, დამფინანსებელი კი ყოველთვის მართალია! სწორედ ასეთი გამრუდებულია მათი ლოგიკა..

რაც შეეხება ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ, ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ აქვთ, მაგრამ მაინც ჯიუტად ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. დიღმელაშვილზე ამბობენ, ადრე წერდაო, ახლა მეცნიერ - მუშაკი გამხდარა, მაგრამ ისეთივე ხელმოცარული მეცნიერია, როგორი მწერალიც იყო. საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა არჩევნები დემოკრატიულად შეაფასეს, ხაზგასმით ითქვა, რომ სრულად იყო დაცული თავისუფალი ნების გამოხატვა, სწორედ დემოკრატიულ არჩევნებში დადგა ის შედეგი, რაც გვაქვს. ბიულეტენში ქართველი ხალხის ნება ჩანს და ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიას ნდობის მაღალი მანდატი მისცა, ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, რა უნდა ორგანიზაციად წოდებულ „კანტორას“, ისინი საზოგადოებაზე მაღლა დგანან და ამომრჩეველს არჩევანს უწუნებენ? მათ ამის უფლება არ აქვთ! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის დასკვნა, სრული ბოდვაა, რომელიც მოკლებულია რეალობას და კონკრეტული მხარის გაშავებას ემსახურება. მათ საკუთარი გაყალბებული დასკვნებით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა სურთ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

0
327
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0