x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ბიოლოგებმა გაარკვიეს, თუ როგორ არღვევს COVID-19 ადამიანის ტვინის მუშაობის პროცესს

image


ბრაზილიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას ცილების წარმოების პროცესი შეიძლება შეიცვალოს. ამის გამო ინფიცირებულ ტვინის უჯრედებში შაქრის ციკლი ირღვევა. კვლევის შედეგები განთავსებულია bioRxiv-ზე.

მოლეკულურმა ბიოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ კორონავირუსული ინფექციით ინფიცირებისას შაქრის წარმოების ბალანსი ირღვევა. ამით აიხსნება ის, რომ პაციენტები შეიძლება აღმოჩნდნენ ცხელების და სხვა მრავალი ნეიროფიზიოლოგიური შედეგის წინაშე: მეხსიერების დაქვეითება, გონებრივი შესაძლებლობების შესუსტება და ა.შ.

ბრაზილიელმა მეცნიერებმა სან პაულოს უნივერსიტეტის პროფესორ ჟან-პიერ პეროს ხელმძღვანელობით ჩაატარეს დაკვირვებები კოვიდით ინფიცირებული ზაზუნების გენებზე. ექიმები ცდილობდნენ გარკვევას, თუ რომელი გენი ახდენს დაავადებისას გავლენას და რატომ ჩნდება სხვადასხვა დარღვევები თავის ტვინის მუშაობაში. ამისათვის ბიოლოგებმა შეადარეს სხვადასხვა ქსოვილისგან აღებული ჯანმრთელი და ინფიცირებული ზაზუნების უჯრედების ნიმუშები. ანალიზის მთავარი კრიტერიუმი იყო სხვადასხვა ტიპის გენების აქტივობა.

კვლევის დროს ექსპერტები გულდასმით დააკვირდნენ, თუ როგორ ირღვევა ტვინის ქსოვილის მუშაობა კოვიდით ინფიცირებისას. აღმოჩნდა, რომ ინფექცია აფერხებს დნმ-ის დაახლოებით 600 სხვადასხვა განყოფილების მუშაობას. ამ გენების უმეტესობა დაკავშირებულია შაქრის ციკლთან. მეტაბოლიზმის დარღვევამ ხელი შეუწყო სპეციალური მოლეკულების წარმოქმნის დარღვევას - მეტაბოლურ პროდუქტებს ნერვულ უჯრედებს შორის.

მსგავსი დარღვევები დნმ-ის მუშაობაში დაფიქსირდა კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ტვინის ქსოვილებში, პარკინსონის დაავადების, ჰანტინგტონის დაავადების, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის და სხვა დაავადების მატარებლებში. ამ თემის შემდგომი შესწავლა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ გავუმკლავდეთ მძიმე კოვიდ სიმპტომებს, რამდენ ხანს გაგრძელდება სხეულის ეს რეაქციები პაციენტებში, რომლებმაც გადალახეს ინფექცია და გახდებიან თუ არა ისინი უფრო მტკივნეული გარკვეული პერიოდის შემდეგ.

ბრაზილიელი მეცნიერების სტატია ჯერ არ არის განხილული გავლენიანი ექსპერტების მიერ, ამიტომ გრძელვადიანი დასკვნების გასაკეთებლად საჭიროა დამოუკიდებელ განხილვას დაველოდოთ.

1
127
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
127
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1