x
მეტი
  • 01.12.2021
  • სტატია:115298
  • ვიდეო:352794
  • სურათი:489275
მშობლების მიერ დაშორებულმა შეყვარებულებმა 40 წლის შემდეგ განაახლეს ურთიერთობა
imageინგლისელი ქალბატონი შეყვარებულს დაუბრუნდა, რომელსაც მკაცრმა მამამ თითქმის 40 წლის წინ დააშორა. ამის შესახებ Metro იუწყება.


1970-იან წლებში, ნოტინჰემის მახლობლად მდებარე სკოლა-ინტერნატში, 16 წლის პენი ამბერსმა გაიცნო შავკანიანი ბიჭი, სახელად მარკ ბეთელი. ის ინგლისში ბაჰამის კუნძულებიდან ჩამოვიდა. მათი გაცნობიდან მალევე ახალგაზრდებს შეუყვარდათ ერთმანეთი.


სკოლის დამთავრების შემდეგ შეყვარებულებმა სხვადასხვა უნივერსიტეტში განაგრძეს სწავლა.


ერთხელაც გოგონას მამამ მისი რჩეული მარკ ბეთელი სპეციალურად მოინახულა, ქალიშვილთან განშორება სთხოვა და უარის შემთხვევაში სტიპენდიის გაუქმებით დაემუქრა.



ბეთელის მშობლებმა ასევე არ მოიწონეს მისი კავშირი თეთრკანიან გოგონასთან და ახლობლების ზეწოლის ქვეშ, ის იძულებული გახდა მიეღო „ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება“ – განშორებოდა პენი ამბერსს.

image


"ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებდი . სახლიდან თითქმის ხუთი ათასი კილომეტრით ვიყავი დაშორებული, უცხო ქვეყანაში და მთლიანად დამოკიდებული ვიყავი ჩემს სტიპენდიაზე, ”- აღიარა ბეთელმა.


ბრიტანელმა ქალმა მძიმედ გადაიტანა განშორება - მან მიატოვა კოლეჯი, ორჯერ გათხოვდა და გამოთხოვდა. ბეთელმა, პირიქით, დაამთავრა კოლეჯი და წარმატებული კარიერა ააწყო სასტუმროების ბიზნესში.


მას ბუნებრივია ამ წლების განმავლობაში სხვა ქალებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ „არასდროს დავიწყებია პირველი სიყვარული“. ათწლეულების განმავლობაში მამაკაცი ინტერნეტში ეძებდა საყვარელ ადამიანს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამბერსმა გვარი ორჯერ შეიცვალა, წარმატებას ვერ მიაღწია.

image

ერთხელაც, 2019 წლის ბოლოს მან "ფეისბუქზე" იპოვა ქალის პროფილი, რომელიც ძალიან წააგავდა მის ყოფილ სატრფოს. კომენტარში დაუწერა, იყო თუ არა ის პენი. აღმოჩნდა, რომ მან საბოლოოდ იპოვა ახალგაზრდობის დროინდელი სიყვარული.


წყვილი COVID-19 -ით გამოწვეული პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, კარგა ხანი კიდვე ვერ ახერხებდა შეხვედრას.მაგრამ 2020 წლის ივნისში პენიმ მოახერხა ბაჰამის კუნძულებზე ჩასვლა.


ოქტომბრის დასაწყისში პენი შინ დაბრუნდა ინგლისში და როგორც კი თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხი გადმოდგა, ბეთელმა მას დაქორწინება შესთავაზა. ახლა 61 წლის საქმრო და 60 წლის პატარძალი ქორწილს გეგმავენ.

image


2
403
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
403
  
27 ოქტომბერი, 1:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2