x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490309
"კაწრო ხომ გახსოვთ?! ორი დღის უკან ნახალოვკაში აბირჟავებდა..." - რას ჰყვება ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ორი დღის წინ, ნახალოვკაში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი ავთო ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" ფიგურირებს. კილაძის თქმით, ბერა ივანიშვილის ძმაკაცმა ორ ოფიცერს მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ბირჟაზე მყოფს პირბადის არქონის გამო მას ჯერ შენიშვნა მისცეს, შემდეგ კი, დაჯარიმებით დაემუქრნენ. გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორის თქმით, ჩადენილი ქმედებისთვის ავთო ბილანიშვილი არავის დაუკავებია და ორივე მხარე ქართულ ჯიგრულ პონტში მეორე დღეს, გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსის კაბინეტში შეარიგეს.



"კაწრო ხომ გახსოვთ?!
ორი დღის უკან ნახალოვკაში აბირჟავებდა-მართლწესრიგის ორმა ოფიცერმა შენიშვნა მისცა, პირბადე გაიკეთე თორემ დაგაჯარიმებთო.
ვის აკადრეთო და სცემა ორივე !
გგონია დააკავეს?!
არა, მეორე დღეს გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსის წიკლაურის კაბინეტში ჯიგრულად შეარიგეს ერთმანეთს ნაჩხუბრები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია-არ გაგიგიათ?!" - წერს ელისო კილაძე.



შეგახსენებთ, რომ ავთო ბილანიშვილის გავლენების კვალი ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა. ბილანაშვილის განუსაზღვრელ გავლენებს ნაძალადევის რაიონში ბევრი ფაქტორი ადასტურებს, მისი გავლენების მთავარი წყარო კი "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ახლობლობაა. ბერა ივანიშვილი კრიმინალური ავტორიტეტის შვილიშვილისა და ავთო ბილანაშვილის შვილის ნათლიაა, ოლიგარქის ოჯახთან სიახლოვემ კი, ბოლო წლების განმავლობაში კრიმინალური ოჯახის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაზარდა.




0
857
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
857