x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორი იყო პირველი საბჭოთა მფრინავი ავტომობილი"ვოლგა"(ვიდეო)
imageგასული საუკუნე სავსე იყო აღმოჩენებით ყველა სფეროში, ასევე ბევრი ფანტაზიით.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ფანტაზიის ნაყოფი იყო მფრინავი მანქანა. ასეთი მანქანის შექმნაზე ოცნებობდნენ ინჟინრები მთელი მსოფლიოდან და ბუნებრივია არც საბჭოთა დიზაინერები იყვნენ გამონაკლისი.

1960-იან წლებში სსრკ-ში მფრინავი მანქანა შექმნეს და მისი ტესტირებაც მიმდინარეობდა, თუმცა მის სერიულ წარმოებაზე საბოლოოდ უარი თქვეს, თუ რატომ ქვემოთ სტატიაში შეიტყობთ.



1950-იანი წლების ბოლოს ნიუ-იორკში მოეწყო თანამედროვე მეცნიერების მიღწევებისადმი მიძღვნილი გამოფენა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეგზემპლარი აღმოჩნდა ექსპერიმენტული აერომობილი, მას განსაკუთრებით ფრენა არ შეეძლო, მაგრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ შორის საბჭოთა კავშირშიც.




იმის გათვალისწინებით, რომ სსრკ-ს პრეტენზია ჰქონდა პირველობა ჰქონოდა მრავალ სფეროში, მათ შორის მეცნიერებაშიც რა თქმა უნდა, თვითმფრინავისა და ავტომობილის ჰიბრიდით დაინტერესება დიდი იყო.


ასეც მოხდა:1962 წელს გამოვიდა პირველი მფრინავი საბჭოთა ავტომობილი. იგი ააწყეს გორკის საავტომობილო ქარხანაში, რომელიც მხარდაჭერილი იყო სერგო ორჯონიკიძის სახელობის საავიაციო ქარხნით. ერთობლივი ძალისხმევით გამოუშვეს მფრინავი "ვოლგა"-ГАЗ-16.


"ვოლგას" ყოველთვის აფასებდნენ სსრკ-ში: მაგრამ არ გეგონოთ, რომ ГАЗ-16-ს შეეძლო ცაში აფრენა და ღრუბლებში გაჭრა სადღაც მიუწვდომელ სიმაღლეებზე.


მისი ჰარში აწევის სიმაღლე მიწიდან მხოლოდ 15 სანტიმეტრი იყო.დიახ ზუსტად ეს იყო ამ ავტომობილის მთავარი დანიშნულება: მფრინავ "ვოლგას" უნდა შეესრულებინა ყველგანმავალის ფუნქცია, რომლისთვისაც წინაღობა არ იქნებოდა თხრილები თუ ორმოებიანი გზა და შეეძლო გადაფრინილიყო მდინარეზე.

მართლაც. დამეთანხმებით, რომ ეს აერომობილი მისწრება იყო მოუწყობელი ინფრასტუქტურის და უგზოობის პრობლემების გადასაჭრელად.

image

ავტომობილი მუშაობდა ჰაერის ბალიშებზე.როდესაც უგზოობა იწყებოდა, მაშინ შასი ( ГАЗ-16-ს არ გააჩნდა ის ბორბლები, რომლებსაც ჩვენ შეჩვეული ვართ) ჰიდრავლიკური მექანიზმის დახმარებით მაღლა იწევდა, შემდეგ კი მანქანის ფსკერში დაყენებული ვენტილატორები ირთვებოდნენ, რის შემდეგაც ჰაერის ნაკადი იძლეოდა საშუალებას მანქანას მიწიდან აფრენილიყო, თუმცა მხოლოდ 15 სანტიმეტრით.

image

თუმცა ავტომობილს საბოლოოდ მინუსები უფრო მეტი აღმოაჩნდა ვიდრე პლუსები-თეორიულად, ყველაფერი მშვენივრად ჟღერდა, მაგრამ პრაქტიკაში სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უარესი იყო: ჰაერში აწეული ГАЗ-16- ძალზე უმართავი იყო, თან 40 კმ/სთ-ზე სიჩქარეზე მეტს ვერ ქაჩავდა და გარდა ამისა, ის ძალიან მოუხერხებელი იყო და ფრენისას უცაბედად სიჩქარის კარგავდა. სწორედ ამის გამო გამოჩნდა მფრინავი "ვოლგის"ახალი მოდიფიკაციები: ეს იყო ГАЗ-16A და ГАЗ-16B.

image

მოდიფიკაცია მდგომარეობა იმაში, რომ უკანა მხარეს უზარმაზარი ტურბინები დაუყენეს. ამ მანქანების სიჩქარე გაცილებით მაღალი იყო: მათ შეეძლოთ 150 კმ/სთ. სიჩქარის განვითარება თუმცა, კონტროლის პრობლემა კვლავაც რჩებოდა: სატესტო მოედანზეც კი, სადაც არ არის დაბრკოლებები, მფრინავი მანქანა მუდმივად იხრებოდა და ცდილობდა გადაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი მძღოლები მართავდნენ.


მართვის სირთულეებზე მუშაობა და მისი გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობდა "მფრინავი ვოლგა" ძალიან დიდი იყო სხვა მანქანებთან შედარებით. მანქანის სიგრძე 7, 5 მეტრი იყო სიგანე კი 3, 5 მეტრი. ეს გაბარიტები იყო ავტომობილის მოუქნელობის ერთ-ერთი მიზეზი. ამის გარდა ასეთი მანქანის წარმოება სტანდარტულზე ბევრად უფრო ძვირი ჯდებოდა და დიზაინერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ГАЗ-16 ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოპულარული იყოს.შედეგად პროექტი შეაჩერეს.


დღეს ამ ავტომობილის ფრაგმენტი ინახება მოსკოვის პოლიტექნიკურ მუზეუმში.

image

1
431
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
431
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1