x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეამოწმე შენი ინტუიცია და ერუდიცია
image

ქვიზი(ვიქტორინა) რომელსაც დღეისთვის ვიცნობთ, რა დროსაც მოთამაშეები ცდილობენ სწორი პასუხი გასცენ კითხვებს სხვადასხვა თუ ერთ თემაზე აგებულს, სათავეს იღებს მე-18 საუკუნიდან.პირველი ცნობები, როგორც ეტიმოლოგია შემონახულია 1780-იან წლებიდან ირლანდიაში.


თავად სიტყვა "ვიქტორინა", რომელიც ჩვენთან მთელი გასული საუკუნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული, მოდის 1928 წლიდან, როდესაც ცნობილმა საბჭოთა ჟურნალისტმა და მწერალმა მიხაილ კოლცოვმა ჟურნალ "ოგონიოკში" გამოაქვეყნა კრებულები, რომლებიც შეიცავდა კითხვარებს, შარადებს, თავსატეხებს და ა.შ. ამ გასართობ სვეტებს ამზადებდა ჟურნალის თანამშრომელი ვიქტორ მიკულინი. ვიქტორისა და მისი გვარის ბოლო ასოების სახელით აეწყო სიტყვა „ვიქტორინა"..დროთა განმავლობაში სიტყვა "ვიქტორინა" თან დაუკავშირეს მის პირდაპირ მნიშვნელობას(ლათინურად- გამარჯვება).


ისტორიულად, ვიქტორინები(ქვიზები) გამოიყენება როგორც ინტელექტუალურ- გასართობი თამაშები.


1975 წლიდან ვიქტორინები უკვე სატელევიზიო გადაცემებშიც ჩნდება კონკურსების და და პრიზების თანხლებით. ასევე, ფართოდ გამოიყენება სარეკლამო ხასიათის გასართობი ვიქტორინები, რომლის მიზანია რაიმე საქონლის შეძენაზე ან ღონისძიებაზე აუდიტორიის მოზიდვა. გარდა ამისა, არსებობს მაგალითად IQ ტესტები, საგანმანათლებლო ვიქტორინები, რომლის მიზანია მოთამაშის ცოდნის შეფასება კითხვების სირთულის, პასუხების სიჩქარის, თემებისა და სხვა სფეროების მიხედვით.


ქვემოთ წარმოდგებილი ქვიზი ერთი რაიმე კონკრეტულ თემაზე არ არის აგებული, არამედ საზოგადოდ საერთო საკითხებზე, რომელიც თქვენს საერთო ცოდნას და ერუდიციას შეამოწმებს.ვიქტორინაში 10 კითხვაა, სამი სავარაუდო პასუხით, შემოწმეთ თქვენი ინტუიცია+ერუდიცია და გაუზიარეთ მეგობრებს!




imageიხილეთ სხვა ქვიზები



115 წლის წინ 1906 წლის 13 ოქტომბერს(ძვ.სტილით 30 სექტემბერს ან სხვა ვერსიით17( 30 )სექტემბერს) დიმიტრი თაყაიშვილის და მარიამ ბერეჟიანის ოჯახში დაიბადა ლეგენდარული მსახიობი მე-20 საუკუნის "ბებიის" ეტალონი ქართულ კინოხელოვნებაში სესილია თაყაიშვილი. სესილიას თურმე პირველი როლი ჯერ კიდევ 7 წლისას უთამაშია. შალვა დადიანის "მოგზაური...


იყო ასეთი ქვეყანა-საბჭოთა კავშირი, ერთი დიდი ექსპერიმენტი, რომელმაც 69 წელი იარსება და შემდეგ ხუხულასავით ჩამოიშალა, ქვეყანა, რომელსაც თავის დროზე აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა "ბოროტების იმპერია" შეარქვა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის დაშლას "საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა" უწოდა. ქვეყანა, რომელიც დღესაც კამათის და ...


ქვემოთ წარმოდგენილ ქვიზში თქვენ ნახავთ წარსულში ლეგენდარული სპორტმესნების ფოტოებს, ოლიმპიურ და მსოფლიო თუ საბჭოთა კავშირის ჩემპიონებს. ქართველი სპორტსმენები პირველად 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე გამოჩდნენ, ბუნებრივია სსრკ-ს სახელით. სულ ფინეთში საქართველოდან 12 სპორტსმენი გაემგზავრა. ქართველთაგან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ...


სამწუხაროდ ბოლო ხანებში არც თუ იშვიათად არის, როცა ამა თუ იმ ცნობილ პიროვნებას რაიმე ციტატას მიაწერენ, რომელიც ფართოდ ვრცელდება დამახინჯებული წარმოდგენას უქმნის საზოგადოებას.მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგალითად ცნობილი ციტატა სტალინზე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უისტონ ჩერჩილს მიაწერდნენ:"სტალინმა გუთნიანი რუსეთი ჩაიბ...


საავტომობილო ინდუსტრია, როგორც მანქანათმშენებლობის განხრა, საფრანგეთში და გერმანიაში XIX საუკუნის 80 - 90-იან წლებში წარმოიშვა, ხოლო მე -19 საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ინგლისში, ავსტრია-უნგრეთში, იტალიაში, აშშ-ში, ბელგიაში, კანადაში, შვეიცარიაში, შვედეთში. 1930-იან წლებში სსრკ-ში შეიქმნა სამრეწველო-ინდუსტრიალური ავტომშენებლ...


1
473
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
473
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1