x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილ ფილმებსა და სერიალებში გაპარული შეცდომები, რომლებიც ალბათ ყველას გამოგეპარათ

ყველამ კარგად ვიცით, გადამღები ჯგუფის რამდენი ადამიანი მუშაობს ამა თუ იმ პროექტზე, ყველა ცდილობს იდეალური კადრის ან სიუჟეტის შექმნას, თუმცა ყოველთვის ყველაფერი ასე მარტივად არ გამოსდით, ხანდახან კადრებში ისეთი შეცდომებია გაპარული, როგორებიც რეჟისორებს ნამდვილად არ ეპატიებოდათ:


1. “ამერიკული ოჯახი"-ს ერთ-ერთ გმირს ტელეფონი უკუღმა უჭირავს და ისე საუბრობს.image

2. ფილმში “შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი" ტონი სტარკს სიუჟეტის დასაწყისში ქურთუკი აცვია, შემდეგ კადრში კი ის უბრალოდ ქრება.image

3. ცნობილი სერიალის “მეგობრები"-ს გადაღებებზე ერთ-ერთ სცენაში მონიკას დუბლიორი ცვლის, რაც კარგადაც გამოჩნდა.image

4. ფილმში “სოციალური ქსელი" არმი ჰამერმა ტყუპების როლი მოირგო, ერთ-ერთი ძმის როლი თავისთავად დუბლიორს ერგო, რომელსაც სახეზე სპეცეფექტბი დაადეს, თუმცა, რაც არ უნდა იყოს მაინც არაბუნებრივად გამოიყურება.image

5. ფილმში “გრავიტაცია" მთავარი გმირი ტირის, მისი ცრემლი კი კაპსულაში თავისუფლად დაფრინავს. სინამდვილეში, კოსმოსში ცრემლი თვალს არ მოშორდებოდა თავისით და მით უმეტეს ასე თავისუფლად არ იფრენდა.image

6. ფილმში “მარტო სახლში" ქურდების მანქანას ნომერი წამიერად ეცვლებაimage

7. “ფორსაჟი-6"- დუეინ ჯონსონის წვერი წამიერად ქრება კადრში, შემდეგ კი ისევ ჩნდებაimage

8. ფილმში “ცუდი გოგონები" ლინდსი ჰოლანის გმირი ირწმუნება, რომ ბავშვობა აფრიკაში გაატარა და სურათსაც აჩვენებს, თუმცა მასზე გოგონა აზიურ სპილოზე ზის და არა აფრიკულზეimage

9. როგორც ჩანს ჰეფი პიტერ პარკერს ჭრილობას უხილავი ძაფით უკერავს...image

10. სერიალში “ახალი გოგონა" ჯესის ხელზე ფრჩხილის ლაქი ქრება და მერე ისევ ჩნდებაimage

11. ფილმში “ჰარი პოტყერი და ფილოსოიური ქვა" გრიფინდორში განაწილების შემდეგ ჰარი ჰერმიონას გვერდით ჯდება, თუმცა შემდეგ კადრში მას უკვე მაგიდის სხვა მხარეს ვხედავთ.image

12. ფილმში “ჯანგო გათავისუფლებული" მთავარი გმირი მოდურ მზის სათვალეს ატარებს, 1858 წელს ასეთი სათვალეები უბრალოდ არ არსებობდა.image

13. სერიალში “ცხოვრება საკუთარ თავთან" მაიკს ხელში iPhone X უჭირავს, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. მოვლენები სერიალში კი 2014 წელს ვითარდება.image

14. ფილმში “ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა" ბრედ პიტის პერსონაჟი ჯერ ტელეფონს თიშავს, შემდეგ კი მოსაუბრეს ეუბნება გადმოგირეკავო.image

15. ფილმში “რეინკარნაცია" ახლო კადრიდან კარგად ჩანს ტონი კოლეტის პარიკი.image

16. საინტერესოა კომედიურ სერიალში “ბორტს მიღმა" მთავარი გმირი მანქანას გასაღების გარეშე როგორ მართავს?image

0
589
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0