x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გაიცანით ლინდა ვულფი – მსოფლიო რეკოდსმენი, ქმრების რაოდენობის მიხედვით

ამერიკელი ლინდა ვულფი, რომელსაც ოფიციალურად 23 ქმარი ჰყავდა, «მსოფლიოში ყველაზე გათხოვილ ქალად» აღიარეს. ლინდა პირველად რომ შეუღლდა, სულ 16 წლის იყო. როგორც ქალბატონი ამბობს, მას შემდეგ, მას «რომანტიკულ ურთიერთობებისადმი, ერთგვარი მანია – დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა». ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება, მის ცხოვრებაში, 7 წელს გაგრძელდა. ხოლო, ყველაზე ხამნოკლე – 36 სთ.


imageლინდა ვულფი


ქალბატონი ვულფი ინდიანას შტატში, ქალაქ ანდერსონში ცხოვრობს. ჰყავს 7 შვილი და ყოფილი მეუღლეების ჩამოთვლისას, მათი რიგითობა ერევა. მაგრამ ახსოვს, რომ მათ შორის, ყველაზე ლამაზი ჯორჯ სკოტი იყო, მისი პირველი ქმარი, რომელზეც ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო ქორწინებაში.

სასიყვარულო ურთიერთობებში კი, საუკეთესო – ჯეკ გურლი იყო. ლინდა მას 3–ჯერ მისთხოვდა. ხოლო, ქორწინების ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც ლინდამ მომავალ მეუღლესთან ბეჭდები გაცვალა და ერთგულების ფიცი დადო, პენდლტონის გამოსასწორებელი დაწესებულება იყო. მან იქ, ცალთვალა პატიმარზე, თომ შტუცმანზე იქორწინა.


image


imageimageimageimage




1
733
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
733
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1