x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რას უქადის შტორმში მოხვედრა საოკეანო ხომალდებს და არის თუ არა გემით მგზავრობა უსაფრთხო

image ვფიქრობ ბევრ თქვენთაგანს უნახია ბათუმში, ფოთში ან უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში რეიდზე მდგარი გემების ბრძოლა შტორმთან და გიფიქრიათ, წასულია ამ გემის საქმეო.
არა ბატონებო, დიდი ტალღები მართალია საშიშია დიდი გემებისთვისაც, მაგრამ ასე მარტივადაც არაა საქმე, გემი წყალზე ჰორიზონტალურ მდგომარეობას უბრუნდება როგორც კი უზარმაზარი ტალღა დაატყდება თავსს, მთავარია ასეთ დროს გემის გემბანზე არ იყოს მეზღვაურები, რადგან დიდია მათი ზვასა თუ ოკეანეში "გადარეცხვის" საშიშროება.
სტატისტიკით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტს შორის ყველაზე უსაფრთხოდ სადღეისოდ გემებია აღიარებული. ბუნებრივია გემებიც ხვდებიან კატასტროფაში, მაგრამ ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული.
უპირველესად გემის სწორად მართვასა და ტვირთის სწორად განლაგებით.
წლების მანძილზე ბაბუა კაპიტნობდა შორეული ნაოსნობის უკრაინულ მშრალი ტვირთის უზარმაზარ ხომალდს, რომლითაც პრაქტიკულად ყველა ზღვა და ოკეანეჰქონდა მოვლილი.
სწორედ მისი მონაყოლით, მისი გადაღებული ფოტოებით და ვიდეო კადრებით ვიცი თუ რამხელა დატვირთვას და რა სიძლიერის შორმულ ტალღებს უძლებს საოკეანო ლაინერი.
გემი შეიძლება გემის კაპიტნის ბოგურის გამოკლებით მთლიანად ჩაიძიროს შტორმის დროს ტალღებში, მაგრამ ხომალდი აუცილებლად ამოდის წყლის ზედაპირზე, რადგან გემის დიდი წყალწყვა აძლევს საშუალებას ზედ გადავლილი წყალი გამოდევნოს და ცურვა განაგრძოს.
ასეთ დროს როგორც წესი გემზე საგანგებო რეჟიმზე მუშაობენ, სამანქანო გაანყოფილებაში იმყოფებიან მთავარი მექანიკოსი, მისი თანაშემწე და გემის კაპიტნის ერთერთი თანაშემწე.
კაპიტნის ბოგურაზე კი შტორმის დაწყნარებამდე იმყოფება გემის კაპიტანი, მესაჭე და კაპიტნის პირველი თანაშემწე, რომელიც საჭიროებისას ცვლის კაპიტანს.
გემის კაპიტნის ბრძანებით მესაჭე მუდმივად ცვლის გემის გეზს, რათა გემმა აირიდოს უზარმაზარი ტალღების დარტყმა გვერდებზე, რაც საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის გემს, ასეთ დროს მუდმივად ცდილობენ შემხვედრ ტალღას დახვდნენ გემის ქიმით, მართალია ასეთ დროს ტალღა ზედ გადაუვლის ხომალდს, მაგრამ უკუქცეული ტალღისგან მალევე თავისუფლდება ხომალდი და გემი სხვლას განაგრძობს.
მართალია ხშირად ტალღა ისეთი დიდია რომ გემის კაიუტების ილუმინატორიდან კაიუტებშიც კი აღწევს, მაგრამ ეს მხოლოდ მატერიალურ ზარალს იწვევს და გემს მთლიანობაში არ ემუქრება ჩაძირვით.
გთავაზობთ საოკეანო ლაინერების ბრძოლას შტორმთან კოლაჟის სახით.
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














0
216
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
216