x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სენტინელთა ველური ტომი და ქალი, რომელმაც მათი მოთვინიერება შეძლო- ეს საინტერესოა

image


სულ უფრო იზრდება გაკვირვება და ინტერესი ძირძველი ველური ტომების ირგვლივ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სენტინელების ტომი. ეს ხალხი ცხოვრობს ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე, ინდოეთის სანაპიროსთან. შეძლებს კი ტომი, რომელიც შედგება არა უმეტეს 100 წევრისაგან (ქალი და კაცი), გადარჩენას გლობალიზებულ სამყაროში? არის თუ არა გარედან საზღვრების დარღვევა, გადმოკვეთა საფრთხე მათი წინაპრების მიწებისათვის?

წარსულში სენტინელთა გზავნილი ცხადი და მკაფიო იყო, მათ არ სურდათ გარე სამყაროსთან არანაირი კომუნიკაცია.

ძველმა ექსპედიციებმა აჩვენა, რომ სენტინელები საერთოდ არ არიან დაინტერესებული უცხო ადამიანებთან ურთიერთობით. ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთით ვინც კი ფეხის დადგმა სცადა, იმათ მიმართ რეაქცია სენტინელების მხრიდან ერთი იყო - მშვილდიდან გასროლილი ისრები.

1990-იან წლებში სენტინელებმა გამოავლინეს დადებითი რეაქცია უცხოების მიმართ იმის გამო, რომ სტუმრები ჩუქნიდნენ საჩუქრებს.

საჩუქრებით ველური ტომის გულის მოგების, "საჩუქრების გაცემის" მეთოდი კარგად მუშაობს, რაც უფრო ადრე ამაზონის ველურ ტომთან გამოიყენეს მკვლევრებმა.

რამდენიმე წარმატებული მისია გაიგზავნა სენტინელებთან ინდოეთის ანთროლოგიური კვლევის ორგანიზაციის მხრიდან.

ველურმა ადამიანებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან საჩუქრად მიიღეს ქოქოსი და იმდენად კმაყოფილი დარჩნენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების წინაშე იარაღის (მშვილდ-ისრის) გარეშეც კი გამოჩნდნენ.

მისიების წევრებს შორის იყო ანთროპოლოგი ქალბატონი, პირველი ქალი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა და დაკონტაქტებოდა სენტინელებს. 1991 წლის იანვარში ეს ქალბატონი, მადჰუმალა ჩატოპადჰაი შეუერთდა ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე ექსპედიციას.

ექსპედიცია მიუახლოვდა კუნძულს პატარა გემით და სენტინელებმა რომ შეამჩნიეს, სტუმრებმა დაუწყეს მათ ქოქოსების ჩუქება, დარიგება.

"ჩვენთვის გასაკვირვი იყო, როცა რამდენიმე სენტინელი წყალში შევიდა ქოქოსების ასაკრეფად", - იხსენებს ჩატოპადჰაი 2018 წელს, თითქმის 30 წლის მერე.

ჩატოპადჰაი "ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან" ინტერვიუში მეცნიერებს უზიარებს გამოცდილებას, თუ როგორ შეძლო ველური ტომის მოთვინიერება, მასთან კონტაქტში შესვლა. მისი თქმით, როდესაც სენტინელებმა დაინახეს ქოქოსი, რომელიც მათ მიწაზე არ იზრდებოდა, სცადეს წყალში ამ უცხო ხილამდე მიეღწიათ. ქალები და ბავშვები შორიდან უყურებდნენ მოვლენებს. ასეთ მშვიდობიან ეპიზოდებშიც კი იყო საფრთხე.

"მოგვიანებით ტომის რამდენიმე წევრი ნავებს მიუახლოვდა და შეეხო მათ.ეს ჟესტი, როგორც ჩვენ მოგვეჩვენა, მიუთითებდა იმაზე, რომ ახლა მათ ჩვენი არ ეშინიათ", - აღნიშნა ჩატოპადჰაიმ.

ეს მართლაც ასე იყო. სენტინელებმა სტუმრების საჩუქრები კი არ უარყვეს, არამედ, პირიქით, მიიწვიეს უცხო ადამიანები, რათა ენახებინათ, როგორ და სად ცხოვრობდნენ. ასე დასრულდა 1991 წლის მისია ინდოეთის ველურ ტომთან, სენტინელებთან.

რამდენიმე კვირის მერე იგივე ექსპედიცია, გაზრდილი შემადგენლობით დაბრუნდა ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე, მათ შორის ჩატოპადჰაიც. როცა ექსპედიცია ნაპირს მიუახლოვდა, წევრებმა შეამჩნიეს, რომ, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, სენტინელები შეუიარაღებელი იყვნენ.

ჩატოპჰადაის სიტყვებით, მეორე ექსპედიციისას სენტინელის ტომის წევრები მათ ნავზეც კი ავიდნენ და ქოქოსის მთლიანი პაკეტი აიღეს. მათ პოლიციის კუთვნილი იარაღის, თოფის აღება და მისაკუთრებაც კი სცადეს. სიტუაცია დაიძაბა, როცა ერთ-ერთმა ექსპედიციის წევრმა სცადა სენტინელი მამაკაცის მორთულობიდან ფოთლის ორნამენტის მოპოვება, მისაკუთრება. ამ ჟესტმა მტრობა გამოიწვია. ანთროპოლოგები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სენტინელის კუნძული.

ჩატოპადჰაი ცოტა ხნის მერე ისევ დაბრუნდა კუნძულზე, მაგრამ უამინდობამ შეუშალა ხელი და ნაპირზე არცერთი სენტინელი არ დახვდა. გადაწყდა, რომ ამის მერე ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე ექსპედიციები უნდა შეჩერებულიყო.

ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება, რომ სენტინელებთან ნებისმიერმა კონტაქტმა შეიძლება, გამოიწვიოს პათოგენების (ჯანმრთელობისათვის საშიში მიკროორგანიზმების) გადაცემა, რომლის მიმართაც ველურ ადამიანებს არ აქვთ იმუნიტეტი.

მე-19 საუკუნის განმავლობაში არქიპელაგზე მცხოვრები ველური ტომების მოსახლეობა დრამატულად იკლებდა ისეთი დაავადების შეტანის გამო, როგორიცაა წითელა. ამ გაგებით, მტრობა, რითიც სენტინელები ხვდებიან ნებისმიერ უცხოს, სტუმარს, მათთვის ფიზიკური გადარჩენის, უცხო ავადმყოფობის არიდების შესანიშნავი სტრატეგიაა.

"სჯობია, ისინი დავტოვოთ "მარტო", - გვირჩევს ჩიტოპადჰაი ჯეოგრაფიკთან ინტერვიუს ბოლოს.

წყარო: https://animalworld.com.ua/news/Zhenshhina-kotoraja-zastavila-samoje-otshelnicheskoje-plemja-v-mire-slozhit-svoi-strely

0
287
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0