x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნარკოკურიერი კატა დაიჭირეს, მაგრამ ...

image


კატა, რომელსაც ყელსაბამზე მარიხუანა ჰქონდა მიმაგრებული, გამოსასწორებელი კოლონიის ტერიტორიაზე შეპარვის მცდელობის დროს დაიჭირეს.
ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მარიხუანა 5.21 გრამს იწონიდა.
შემთხვევა რუსეთში, ივანოვოს ოლქის #4 კოლონიის ტერიტორიაზე მოხდა. სავარაუდოდ კატას მარიხუანა ერთერთ პატიმართან მიჰქონდა.
image
კოლონიის თანამშრომლებმა მილიცია გამოიძახეს. მაგრამ სამართალდამცველების მოსვლამდე "კუდიანმა დამნაშავემ" გაქცევა მოახერხა. ყელსაბამის შეხსნისას ის კოლონიის თანამშრომლებს ხელიდან გაუსლხტა და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა.
უფროსობის განცხადებით მოკვლევა ჩატარდება, მაგრამ კატის ძებნას არც აპირებენ, რადგან აზრი არა აქვს. ნივთმტკიცებად კი ყელსაბამი და მარიხუანა დარჩათ.

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0