x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თალიბებმა ახალგაზრდა ფრენბურთელს თავი მოკვეთეს და მისი ფოტო ინტერნეტში გამოაქვეყნეს
imageგავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა ახალგაზრდა ფრენბურთელ ქალს თავი მოკვეთეს და მისი თავის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.


ქაბულის მუნიციპალიტეტის ფრენბურთის კლუბის ამომავალი ვარსკვლავი მაჰჯაბინ ჰაკიმი ამ თვის დასაწყისში ჯიჰადისტებმა მოკლეს, ამის შესახებ მისმა მწვრთნელმა გამოცემა The Persian Independent-ს. განუცხადა.


მედიის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებში ნათქვამია, რომ მაჰჯაბინი თალიბებმა ქაბულის დაპყრობამდე გასაიდუმოებულ ვითარებაში მოკლეს; მისი გარდაცვალების თარიღად მითითებულია აგვისტოს შუა რიცხვები.

image


სხვა საინფორმაციო წყარო იუწყება, რომ გოგონამ თავი მოიკლა. ფოტოზე, სადაც სავარაუდოდ მაჰჯაბინის გვამია აღბეჭდილი, ჩანს დაზიანება კისრის არეში, მაგრამ შეუძლებელია იმის დადგენა, ეს ბასრი საგნით იყო გამოწვეული თუ ყულფით.


თუმცა, ავღანეთში დაფუძნებულმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრმა განაცხადა, რომ მათი წყაროები ადასტურებენ, რომ მაჰჯაბინს "თალიბებმა ქაბულში თავი მოჰკვეთეს".

image

გოგონას გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რადგან მწვრთნელმა განაცხადა, რომ ისლამისტი ბოევიკები გოგონას ოჯახს ემუქრებოდნენ, - არავისთან ეთქვათ რაც მოხდა.


მას შემდეგ, რაც ამაზრზენი სურათი ინტერნეტში გამოჩნდა, მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ხმამაღლა ისაუბროს:

”ფრენბურთის გუნდის ყველა მოთამაშე და დანარჩენი სპორტსმენები ცუდ მდგომარეობაში არიან, სასოწარკვეთილები და მუდმივ შიშში, ყველა იძულებული გახდა გაქცეულიყო და ამჟამად იმალებიან უცნობ ადგილებში.” - თქვა მან.


მაჰჯაბინი თამაშობდა ფრენბურთს ქაბულის კლუბში იქამდე, სანამ აგვისტოს ბოლოს თალიბებმა ძალაუფლება არ ჩამოართმევეს აშშ-ს მხარდაჭერილ მთავრობას.


მწვრთნელმა ისიც დასძინა, რომ გუნდის მხოლოდ ორმა წევრმა მოახერხა ქვეყნიდან გაქცევა.


დანარჩენები სიკვდილის დასჯის შიშით ამჟამადაც იმალებიან .

image

იტალიის ფრენბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მისი ყველა ლიგა ამ შაბათ-კვირას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს მაჰჯაბინის ხსოვნას.


თალიბებმა ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთანავე აკრძალეს ქალთა სპორტის ყველა სახეობა, რის გამოც ქვეყნის მრავალი წამყვანი სპორტსმენი იძულებული გახდა დამალულიყო.


ავღანეთის ფრენბურთელ ქალთა გუნდმა დახმარებისთვის მიმართა უცხოურ ორგანიზაციებს, რათა ისინი ქვეყნიდან უსაფრთხოდ გაიყვანონ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

1
349
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
349
  
2021, 27 ოქტომბერი, 0:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1