x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115498
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
სააკაშვილი და სხვები - ამ საუკუნეში გასამართლებული ქვეყნის მეთაურები
image

სხვათა შორის დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში სააკაშვილის გარდა, პირველ პრეზიდენტზეც, ზვიად გამსახურდიაზეც იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული.მის წინააღმდეგ საქმე გაუქმდა 2004 წლის იანვარში, ხელისუფლებაში საააკაშვილის მოსვლის შემდეგ.




ქვემოთ გაეცნობთ ქვეყნის მეთაურებს, რომელებიც 21- საუკუნეში გაასამართლეს



1)ლუის ინასუ ლულა და სილვა (ბრაზილიის პრეზიდენტი 2003-20011) 2017 წლის 12 ივლისს კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმეზე მას 9, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2018 წლის 24 იანვარს მან ამავე საქმეზე სააპელაციო საჩივარი წააგო პორტო ალეგრეს სასამართლოში. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების აღკვეთის ვადა გაიზარდა - 9, 5-დან 12 წლამდე.


image


2) დილმა რუსეფი(ბრაზილიის პრეზიდენტი 2011-2016)-გამოძიებასას, რომელიც 2014 წელს დაიწყო, დადგინდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის, ლულა და სილვას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აწყობილი იყო კორუფციული სქემა, საიდანაც ნავთობის კომპანია Petrobras-იდან მსხვილს წილებს პოლიტიკოსებიც იჯიბავდნენ მმართველი პარტიიდან. სკანდალი შეეხო დილმა რუსეფს, რადგან ის 2003-2010 წლებში Petrobras-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.ასე რომ მოხდა, მომდევნო პრეზიდენტის იპჩინტმენტი.

image


3)პაკ კინ ჰე-(სამხრეთ კორეის პრეზიდენტი-2013-2017)-დააკავეს 2017 წლის 30 მარტს ქრთამის აღების, უფლებამოსილების გადამეტებისა და არა საჯარო მოხელეებზე საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით.2018 წლის 6 აპრილს მას პირველი ინსტანციის სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა და 18 მილიარდი ვონის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

image



4) კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი(არგენტინის პრეზიდენტი 2007-2015)-მას ერთბაშად, რამდენიმე მუხლით წაეყენა ბრალდება, მათ შორის სახელმწიფოს ღალატი ირანის სასარგებლოდ, კორუფცია და თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

image


5)ვიქტორ იანუკოვიჩი-(უკრაინის პრეზიდენტი 2002-2014)-2014 წელს არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, მათ შორის მაიდანზე დახვრეტის, ღალატისა და ყირიმის დაკარგვაზე. თუმცა იანუკოვიჩმა მოასწრო უკრაინის დატოვება მას შემდეგ, რაც რადამ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გენერალურმა პროკურატურამ მისი დაკავებას და უკრაინაში ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა რუსეთი მის გადაცემაზე უარს ამბობს.

image

6) რობერტ ქოჩარიანი(სომხეთი პრეზიდენტი 1998-2008)-2018 წლის 26 ივლისს სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2008 წლის 1-2 მარტს საპროტესტო აქციების დარბევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენა. ექს-პრეზიდენტი ორი თვით დააკავეს. ქოჩარიანის დაცვის მხარემ დაკავება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის იმუნიტეტის წყალობით, მაგრამ რესპუბლიკურმა საკასაციო სასამართლომ საქმე დამატებით განსახილველად დააბრუნა. დეკემბერში ქოჩარიანი კვლავ დააკავეს, მაგრამ 18 მაისს პირველმა ინსტანციის სასამართლომ რესპუბლიკის ყოფილი მეთაური პატიმრობიდან გაათავისუფლა.

image


7) მუჰამედ მურსი(ეგვიპტის პრეზიდენტი-2012-2013)-ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მორსი არის მთავარი ბრალდებული ყატარის სასარგებლოდ სახელმწიფოში საიდუმლო მასალების გადაცემის საქმეში. ექსპრეზიდენტს სხვა მსგავს საქმეშიც ედება ბრალი - „უცხო სახელმწიფოების სასარგებლოდ ჯაშუშობა“. მას და მისი ყოფილი გუნდის 35 სხვა წევრს ბრალად ედებათ ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების უცხოური სპეცსამსახურების, კერძოდ ირანის დაზვერვისთვის გადაცემა. გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები თანამშრომლობდნენ ექსტრემისტულ ჯგუფებთან, რომელთა მიზანი ეგვიპტეში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო.

ექს-პრეზიდენტი 2019 წლის 17 ივნისს ციხეში გარდაიცვალა.


image


8)ნიკოლა სარკოზი(საფრანგეთის პრეზიდენტი-2007-2012)-2021 წელს პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.მას ბრალად ედება კორუფცია, ფინანსური მაქინაცები და თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

image


9)სადამ ჰუსეინი-(ერაყის პრეზიდენტი-1979-2003)-ჩამოაგდეს 2003 წლის აპრილში აშშ-ს ჯარის დახმარებით . 2006 წლის 5 ნოემბერს ჰუსეინს ერაყის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი-სიკვდილით დასჯა გამოუტანა ერაყელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის და 1982 წელს შიიტურ სოფელ ალ-დუჯაილში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის გამო. 2006 წლის 30 დეკემბერს სასჯელი აღსრულდა.

image


10) ჩარლზ ტეილორი(ლიბერიის პრეზიდენტი 1997-2007)-ლიბერიის ექს-პრეზიდენტი 2006 წელს ნიგერიაში დააკავეს და გახდა აფრიკული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების ხელში აღმოჩნდა. მისი სასამართლო პროცესი 2007 წელს დაიწყო და 2011 წლის მარტში დასრულდა. გამოძიების თანახმად, როგორც ლიბერიის პრეზიდენტი, მეზობელ სიერა ლეონეში სამოქალაქო ომის პერიოდში, რომელიც გაგრძელდა 1991 წლიდან 2002 წლამდე, მხარს უჭერდა და იარაღს აწვდიდა ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ რევოლუციურ ფრონტს, რომელიც ატერორებდა ამ ქვეყნის მოსახლეობას და ცდილობდა კონტროლის აღებას ადგილობრივ ალმასის საბადოებზე. სიერა ლეონეს სამოქალაქო ომს დაახლოებით 120 000 ადამიანი შეეწირა.

ტეილორის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ის მონაწილეობდა ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, სხეულის დაზიანებაში, შეურაცხყოფაში, გაუპატიურებაში და სხვა დანაშაულებებში სიერა ლეონეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.


2012 წლის 30 მაისს ჰააგის სასამართლომ ჩარლზ ტეილორს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

image


11)ჟაკ შირაკი-(საფრანგეთის პრეზიდენტი 1995-2007)-2011 წლის დეკემბერში პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელშიც მას ბრალი ედებოდა ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაში, პარიზის მერიაში მუშაობის პერიოდში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შირაკი დამნაშავედ ცნეს „საზოგადოებრივი სახსრების გაფლანგვაში“, „ნდობის ბოროტად გამოყენებასა“ და „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სარგებლის მოპოვების მიზნით“. შირაკი, რომელიც ზედიზედ ორი ვადით მართავდა საფრანგეთს, გახდა ქვეყნის პირველი ექს-პრეზიდენტი, რომელიც გაასამართლეს.

image

0
192
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0